ექვსი ერი. V ტურის წინ: უელსი მოსაგებად მზადაა

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე ექვსი ერის გათამაშება მთავრდება. უელსის ნაკრები სტუმრად ეთამაშება საფრანგეთის ეროვნულ გუნდს. ამ მატჩში გამარჯვებული, დიდი ალბათობით, გათამაშებას მეორე ადგილზე დაასრულებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ირლანდია შინ ინგლისთან წააგებს.

საფრანგეთისა და უელსის დაპირისპირებას სხვა დანიშნულებაც აქვს. თუ "წითელი ურჩხულები" მასპინძლებს 15 ქულაზე მეტით დაამარცხებენ, ფრანგები რეიტინგში მე-9 ადგილზე გადაინაცვლებენ. მათ პოზიციას კი არგენტინა დაიკავებს. შესაბამისად, მსოფლიოს თასის 2019 წლის წილისყრაში, რომელიც წლეულს 10 მაისს გაიმართება, ფრანგები მესამე კალათაში აღმოჩნდებიან. არგენტინა კი მეორეში გადაინაცვლებს.

ეს კი ნიშნავს, რომ ფრანგები ჩვენი
მეტოქეები ვერაფრით იქნებიან. და თუ ასე არ მოხდა, მაშინ არგენტინელებს ავცდებით. მათ გარდა, ჩვენი მეტოქეები არ იქნებიან იტალია და იაპონია. სხვა დანარჩენი, ვინც პირველ ათეულშია (ფიჯის გარდა), მომავალ მსოფლიოს თასზე ყველა ჩვენი პოტენციური მეტოქეა.

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობ ჰოულიმ უკვე დაასახელა საბრძოლო რაზმი. მასში მას ცვლილება არ შეუტანია. "წითელი ურჩხულები" "ლე ბლოს" პარიზში იმავე გუნდით დაუპირისპირდებიან, რომლითაც გასულ უქმეებზე შინ ირლანდიის ნაკრებს მოუგეს. აღსანიშნავია, რომ შერკინების კვაჭი კენ ოუენსი ეროვნულ გუნდში 50-ე კეპს მოიხვეჭს.

"აღფრთოვანებული ვარ ჩემი მორაგბეების თამაშით გასულ უქმეებზე ირლანდიის ნაკრებთან. ვფიქრობ, ისინი იმსახურებენ იმას, რომ ექვსი ერის ბოლო მატჩში იასპარეზონ. წინ სერიოზული მეტოქე გველის. საფრანგეთის ნაკრები საკუთარ კედლებში მუდამ კარგად თამაშობს. თუმცა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ კიდევ ერთხელ მაღალი ხარისხის თამაში ვაჩვენოთ და მოედანი გამარჯვებულებმა დავტოვოთ" - თქვა უელსის ნაკრების თავკაცმა რობ ჰოულიმ.

მეორე ადგილის დაკავების შანსი აქვს შოტლანდიის ნაკრებსაც, რომელიც შინ აუტსაიდერ იტალიას ეთამაშება. "სკუადრა აძურას" მწვრთნელმა კონორ ოშიმ გუნდის შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა. ტომაზო ბენვენუტიმ შუამარბი მიკელე კამპანარო შეცვალა. მესამე ხაზში სიმონე ფავარო მაქსიმ მბნადამ ჩაანაცვლა. მეორეხაზელმა ჯორჯო ბიაჯიმ ანდრის ფან სხალვიკის ადგილი დაიკავა. შერკინების კვაჭი ორნელ გეგა კი ლეონარდო ჯილარდინის შეცვლის.

იტალიელებს იმედი აქვთ, რომ ედინბურგში წარმატებას მიაღწევენ და "ხის კოვზით" დაჯილდოებას გადაურჩებიან.

უელსი
15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. სკოტ ვილიამსი, 11. ლიამ ვილიამსი, 10. დენ ბიგარი, 9. რის ვები. 1. რობ ევანსი, 2. კენ ოუენსი, 3. ტომას ფრენსისი, 4. ჯეკ ბეილი, 5. ალან ვინ ჯოუნზი, 6. სემ ვერბარტონი, 7. ჯასტინ ტიპურიკი, 8. როს მორიატი.
16. სკოტ ბოლდუინი, 17. ნიკ სმითი, 18, სამსონ ლი, 19. ლუკ ჩარტერისი, 20. ტაულუპე ფალეტაუ, 21. გარეთ დევისი, 22. სემ დევისი, 23. ჯიმი რობერტსი

იტალია
15. ედუარდო პადოვანი, 14. ენჯელო ესპოზიტო, 13. ტომაზო ბენვენუტი, 12. ლუკ მაკლინი, 11. ჯოვანიბატისტა ვენდიტი, 10. კარლო კანა, 9. ედუარდო გორი. 1. ანდრეა ლოვოტი, 2. ორნელ გეგა, 3. ლორენცო ჩიტადინი, 4. მარკო ფუზერი, 5. ჯორჯო ბიაჯი, 6. მაქსიმ მბანდა, 7. აბრამ სტეინი, 8. სერჯო პარისე.
16. ლეონარდო ჯირლარდინი, 17. სამი პანიკო, 18. დარიო ჩისტოლინი, 19. ანდრის ფან სხალვიკი, 20. ფედერიკო რუზა, 21. ფრანჩესკო მინტო, 22. მარსელო ვიოლი, 23. ლუკა სპერანდიო

ექვსი ერი. V ტური
18 მარტი
საფრანგეთი-უელსი
შოტლანდია-იტალია
ირლანდია-ინგლისი

სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 18 ქულა, 2. ირლანდია - 10, 3. საფრანგეთი - 10, 4. უელსი - 9, 5. შოტლანდია - 9, 6. იტალია - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული