ქუთაისის "ბაგრატი" - პლეი-ოფზე ფიქრიც შეიძლება

AutoSharing Option
ქუთაისის "ბაგრატი" უმაღლეს ლიგაში შარშანდელ ჩემპიონატში დებიუტანტი იყო. გუნდმა ასპარეზობა ძალიან კარგად დაიწყო. რაც უნდა საკვირველი იყოს, ბაგრატელები გასვლით შეხვედრებს იგებდნენ და შინ მარცხდებოდნენ.

მერე, მეორე წრის მიჯნაზე გუნდში რაღაც მოიშალა და ბოლო ტურის წინ "ბაგრატი" გავარდნის პირას იყო. სწორედ ბოლო ტურში, ქუთაისის "აიასთან" გამარჯვებამ იხსნა ის პირველ ლიგაში დაბრუნებისგან.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ბექა სხულუხია ახალ სეზონში აქცენტს გუნდში მეგობრული ატმოსფეროს შექმნაზე აკეთებს და იმედოვნებს, რომ "ბაგრატი" ექვსეულში მოხვედრისთვის იბრძოლებს.

სატრანსფერო ფანჯრისას გუნდი საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა დატოვა. გარემარბი გიორგი
ფრუიძე
სათამაშოდ რუსეთში წავიდა და ვიცე-ჩემპიონ "კრასნი იარში" ჩაირიცხა, ხოლო მგეზავი რეზო ჯინჭველაშვილი კარიერას "არმაზში" განაგრძობს.

"რამდენიმე მოთამაშემ დაგვტოვა და მათ ნაცვლად A ლიგაში მოასპარეზე გუნდიდან ახალგაზრდა მოთამაშეები დავიმატეთ. გვინდა შეკრული და მეგობრული გუნდი ჩამოვაყალიბოთ. ქუთაისის "აიადან" იოსებ კიკვაძე დავიმატეთ, რომელიც ყველა დანაკლისს დაფარავს, გარდა რეზო ჯინჭველაშვილისა, რომელიც მართლაც განსაკუთრებული მოთამაშეა და ძალიან დაგვაკლდება" - თქვა ბექა სხულუხიამ rugby.ge-სთან საუბრისას.

"ბაგრატმა" მომავალი სეზონისთვის მზადება 2 თვის წინათ, ქუთაისში დაიწყო. ამჟამად კი, მესტიაში იმყოფება, სადაც 26 აგვისტომდე დარჩება. მერე 28 აგვისტოდან შეკრებაზე ქუთათურები ურეკში გაემგზავრებიან.

გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში დარჩენაა, თუმცა შეუძლია პლეი-ოფში მოხვედრისთვის იბრძოლოს. პირველი ტურის მატჩს "ბაგრატი" შინ გამართავს თბილისის "ლელოსთან".

ბაგრატის განაცხადი
შერკინება: დავით ჭელიძე, შალვა კიკვაძე, გოგა კობახიძე, იური კენჭაძე, ნუგზარ ბალანჩივაძე, რეზო არჩვაძე, ლაშა ჭელიძე, მირიან ქარჩხაძე, რატი ასათიანი, ლევან თხელიძე, ტარიელ ჩხიკვაძე, ამირან ჩიტეიშვილი, ლაშა ჩიხლაძე, ლევან ჩიქოვანი, ზაურ სართანია, გიგა კობახიძე, გიგი ლეშკაშელი.
უკანა ხაზი: გიორგი აბაშიძე, ბონდო აბაშიძე, დავით ჩაუჩიძე, ნიკა ხურციძე, გუჯა კიკვაძე, იოსებ კიკვაძე, თორნიკე კვანტალიანი, გია თუთბერიძე, ზვიად ოდიშარია, გიგა კუხიანიძე, სერგო კვერნაძე, მურმან საკანდელიძე, ჯუბა ბალანჩივაძე, გია ცნობილაძე, ბაკურ გოშაძე, თორნიკე იობიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლევან დუდრი წარმატებები
dato
21:06 23-08-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული