რაგბი

დიდი 10

დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად

AutoSharing Option
დღეს საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის (დიდი 10) გათამაშება იწყება. ტურნირში, ისევე, როგორც გასულ სეზონში, ათი გუნდი იასპარეზებს.

უცვლელია გათამაშების ფორმატიც: პლეი-ოფში ექვსი გუნდი გადის. პირველი ორი პირდაპირ ნახევარფინალის საგზურს მიიღებს, მესამე-მეექვსე ადგილებზე გასულები კი ერთმანეთში გაარკვევენ დასკვნითი ეტაპის ორი მონაწილის ვინაობას.

ბოლო ეტაპი ეგრეთ წოდებული ავსტრალიური სისტემით გაგრძელდება. გუნდები შესარჩევ, გასავარდნ, წინასწარ და დიდ ფინალს ითამაშებენ. უმაღლეს ლიგას ბოლოადგილოსანი დატოვებს და მას პირველი ლიგის საუკეთესო შეცვლის. ბოლოსწინა ადგილზე გასულს კი პირველ ლიგაში მეორე გუნდთან მოუწევს პლეი-ოფში თამაში.

* * *
პირველ ტურში
საქართველოს ჩემპიონი გორის "ჯიქი" სტუმრად ითამაშებს რუსთავის "ხარებთან", რომელიც უმაღლეს ლიგას ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. გორული გუნდი, ცხადია, ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

სატრანსფერო ფანჯარა "ჯიქმა" კარგად გამოიყენა და ოთხი ძალიან კარგი მორაგბე დაიმატა. შერკინების ბურჯი ნიკა პატარაია გორში "ბათუმიდან" გადაბარგდა. შერკინების კვაჭმა, საქართველოს ნაკრების კანდიდატმა გიორგი ჭყოიძემ კი თბილისის "ლელო" დატოვა და კარიერას "ჯიქში" განაგრძობს.

მატებაა უკანა ხაზშიც. თბილისის "არმაზიდან" გორელებს ცხრა ნომერი რეზო ბროძელი გააძლიერებს, "არმიიდან" კი "ჯიქის" შემადგენლობა შუამარბმა გიორგი ჯიმშელაძემ შეავსო.

სრულიად განსხვავებული ამოცანა ექნება გადასაჭრელი "ხარებს", რომელსაც რამდენიმე საკუთარი აღზრდილი დაუბრუნდა, მათ შორის, საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი ვაჟა ხუციშვილი. რუსთაველები უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებას ეცდებიან.

* * *
ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი", რომელიც წლეულს ევროთასებზეც იასპარეზებს, სტუმრად ითამაშებს მარნეულის "არმაზთან".

ბათუმელები სეზონის წინ საკმაოდ მოღონიერდნენ. მათ "ლელოდან" საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე და მესამეხაზელი სანდრო ქოიავა დაიმატეს, "არმიადან" კი ერთ-ერთი საუკეთესო დამრტყმელი და მექულე ბექა ურჯუკაშვილი მიიწვიეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ბათუმი", ისევე, როგორც შარშან, ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

სერიოზულად მოღონიერდა მარნეულის "არმაზიც", რომელიც აქამდე თბილისის სახელით გამოდიოდა. "არმაზს" დაემატნენ "ბორჯღალოსანთა" მგეზავი რეზო ჯინჭველაშვილი (ბაგრატი); საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები, ილია სპანდერაშვილი (არმია) და გიორგი კვესელაძე (ლელო); საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრი ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები).

სიახლეა "არმაზის" მწვრთნელთა შტაბშიც. გუნდში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები ილია მაისურაძე და ლადო კილასონია იმუშავებენ. გუნდის მიზანი პლეი-ოფში გასვლაა. თუმცა, სავარაუდოდ, მარტო ამით არ დაკმაყოფილდება.

* * *
ქართული რაგბის ბოლო წლების ლიდერი, თბილისის "ლელო" გასულ სეზონში ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა. წლეულს გუნდი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, დამატებით კი მხოლოდ საკუთარი აღზრდილები დაიმატა ჭაბუკთა გუნდიდან.

"ლელოს" მეტოქე პირველ ტურში ქუთაისის "ბაგრატი" იქნება, რომელსაც წინა ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა და გავარდნას ბოლო ტურში სასწაულით გადაურჩა. ქუთაისური გუნდის მიზანი წლეულსაც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, რაც ძალიან გაუჭირდება, რადგან გუნდი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა.

* * *
სამაგიეროდ, ალბათ, ჩემპიონობისთვის იბრძოლებს მეორე, უფრო ტიტულოვანი ქუთაისური გუნდი "აია", რომელმაც საკუთარი ჭაბუკთა გუნდებიდან შესანიშნავი შევსება მიიღო. მათი უმრავლესობა საქართველოს 20-წლამდელთა და 18-წლამდელთა ნაკრებების მოთამაშეა.

"აიას" მეტოქე პირველ ტურში ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი, თბილისის "ლოკომოტივი" იქნება.

"რკინიგზელებმა", როგორც ყოველთვის, სეზონის წინ ბევრი კარგი მოთამაშე დაკარგეს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ შევსებაც სერიოზული მიიღეს, რაც ამ ისედაც მრისხანე გუნდს კიდევ უფრო სახიფათოს ხდის ნებისმიერი მეტოქისთვის.

"ლოკომოტივის" მიზანი ერთია, ყველა ტურნირში ის მხოლოდ პირველობისთვის იბრძვის. სხვა საქმეა, გამოსდის თუ არა ეს. მაგალითად, საქართველოს ჩემპიონი "ლოკომოტივი" ბოლოს 2010 წელს გახდა. მას შემდეგ გუნდი უმაღლეს საფეხურზე აღზევებას ვერაფრით ახერხებს.

* * *
გასული სეზონის მოულოდნელობა, თბილისის "აკადემია" პირველ ტურში ნომინალური სტუმარი იქნება თბილისის "არმიასთან".

"აკადემია" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია. მწვრთნელიც ახალგაზრდა ჰყავთ, ლევან ობოლაძე, რომელიც ახლახან საქართველოს 18-წლამდელთა შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, აკადემიელები აგრესიულ და საინტერესო რაგბის თამაშობენ. ახალ სეზონში, სავარაუდოდ, გუნდის თამაში კიდევ უფრო დახვეწილი იქნება და ისევ პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძოლებს.

"არმია" ძველი, არცთუ დიდი ხნის წინანდელი დიდების დაბრუნებას შეეცდება. გუნდმა შევსება პირველ ლიგაში დაქვეითებული ბოლნისის "ყოჩებიდან" მიიღო. ამ გუნდიდან ამიერიდან არმიელთა რიგებში გაირჯებიან მესამეხაზელები, ნიკო აფციაური და ნიკა ჩხიკვაძე, შუამარბი გიორგი ხარშილაძე და გარემარბი ნიკა ცირეკიძე. "არმია", სავარაუდოდ, პლეი-ოფში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

ერთი სიტყვით, თითქმის ყველა გუნდი ერთნაირად თანაბრადააა დაკომპლექტებული და გასაკვირი არ იქნება, თუ პირველივე ტურში ვინმე სიურპრიზს შემოგვთავაზებს.

დიდი 10. I ტური
1-ლი სექტემბერი
ხარები-ჯიქი

2 სექტემბერი
არმაზი-ბათუმი
ბაგრატი-ლელო

3 სექტემბერი
აია-ლოკომოტივი
არმია-აკადემია

გუნდების შემადგენლობები
ბათუმი
შერკინება: ზურაბ ერისთავი, ირაკლი კვანტიძე, მურმან ჯიჯავაძე, ბექა მამრიკიშვილი, შოთა გოგისვანიძე, ტარიელ დონაძე, ამირან მიქაძე, სანდრო ქოიავა, ზურაბ ბეჟანიძე, არჩილ ალიქაძე, ხვიჩა ბუჯიაშვილი, ვანო ფუტკარაძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი კორტავა, ნიკო ჯღამაძე, ნუკრი ფერსელიძე;
უკანა ხაზი: ზურაბ თუთბერიძე, ნიკა ნინიძე, ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, დავით ტრაპაიძე, ბექა ტორაძე, გიორგი გოგიტიძე, ლადო მიმინოშვილი, ბახვა კობახიძე, დავით დოლიძე, ბექა ურჯუკაშვილი.

ლელო
შერკინება: არჩილ აბესაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი, ცისკარა ბერიშვილი, ბაჩანა გოგიშვილი, გიგა გრიგალაშვილი, რევაზ დუგლაძე, მათე დარძულიძე, როლანდ კვაჭაძე, გიორგი ლომთაძე, ლაშა ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ მამისაშვილი, რევაზ მარგალიტაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ლევან პაპიძე, ბექა საღინაძე, ზურაბ ხორბალაძე, თენგიზ ზამთარაძე, ზურაბ ჯულაყიძე, ლუკა ჯაფარიძე, გიორგი ჯღარკავა, გიორგი კუჭუხიძე;
უკანა ხაზი: თორნიკე ახობაძე, ოთარ ბარკალაია, ბექა ბუაძე, ბექა გავაშელიშვილი, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, ივანე კალანდაძე, ბექა მამუკაშვილი, სანდრო მინდიაშვილი, თენგიზ პერანიძე, ჯაბა სიხარულიძე, აკაკი ტაბუცაძე, თორნიკე ფანოზაშვილი, ალექსანდრე ხეცოიძე, ჯონი ხეცურიანი, ირაკლი ყიასაშვილი, რატი შანიძე.

ლოკომოტივი
შერკინება: ვახტანგ ქავთაძე, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი არაბული, ირაკლი ქვათაძე, ერიკ ღვინჯილია, დავით ხიდეშელი, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი კაკაურიძე, გიორგი გეგია, გაგა არაბული, დაჩი კოპაძე, თორნიკე ტურაშვილი, ირაკლი წივწივაძე, ლაშა ფოფხაძე, ფარნა გასვიანი, ზვიად მაისურაძე, ვახო ამირანაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გოგა კაკოვინი, ნიკა ჯოგლიძე, გურამ ჯოხაძე, ლევან დარასელია, გურამ გოგიჩაიშვილი, ლაშა გოგრიჭიანი, გიორგი მოსულიშვილი, მერაბ მჟავანაძე;
უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე, გიორგი აფციაური, გიორგი ტალახაძე, ვახტანგ კავთიძე, გიგა გაგოშვილი, გიორგი შკინინი, ლევან გოგოლაშვილი, ბექა წიკლაური, საბა ნიკოლავა, რამაზ ხარაზიშვილი, ლაშა გედახური, გელა ელოშვილი, ნიკა ჩიღვინაძე, დავით გულიტაშვილი, რევაზ ხარაზიშვილი, გაიოზ ჩახვაძე, ალექსანდრე ზაბახიძე, დავით ლაბაძე, ივანე დავითაშვილი.

აია
შერკინება: გელა შალამბერიძე, მიხეილ რატიაშვილი, ზაალ ხარებავა, ჟორჟ სალდაძე, ამირან წაქაძე, პეტრე ჯინჭარაძე, ამირან წაქაძე, პეტრე ჯინჭარაძე, ლუკა ჩირგაძე, გიორგი ტორაძე, ზაალ ცქიფურიშვილი, საბა ერემიაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი ჩიტეიშვილი, გიორგი უშხვანი, ბადრი დანგაძე, ირაკლი რევიშვილი, ბექა ვარდანიძე, გიორგი ნუცუბიძე, არსენ მაჩალაძე, დავით ლოსაბერიძე, მიხეილ გორგასლიძე, ჟორა მღებრიშვილი, შოთა არეშიძე, გუგა ხანთაძე, ნიკა წივწივაძე;
უკანა ხაზი: დავით გობეჯიშვილი, თემურ თუთბერიძე, გიორგი როხვაძე, ირაკლი სიმსივე, გიორგი ბაბუნაშვილი, თედო აბჟანდაძე, თემურ ირემაძე, ლაშა ძნელაძე, ზურაბ ძნელაძე, გიორგი აბრამიძე, თორნიკე მანაგაძე, ანდრო ახვლედიანი, მირიან მოდებაძე, ლაშა ლომიძე, ოთარ ძაგნიძე, ვიქტორ კიკაძე, აჩი ღონღაძე.

ჯიქი
შერკინება: ნიკა პატარაია, თევდორე მაჭარაშვილი, გიორგი ნუცუბიძე, მიხეილ ორაგველიძე, რობერტ სუთიძე, გიორგი ჭყოიძე, მიშა ფსუტური, დათა ბეჟუაშვილი, ოთარ ქარჩავა, ვლადიმერ გოგოლიძე, არსენ ტრაპაიძე, დემურ ეფრემიძე, გურამ შენგელია, თორნიკე ჯალაღონია, ნიკოლოზ სუხაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, შალვა დიდებულიძე, გიორგი ქორიძე, თორნიკე კიკნაძე;
უკანა ხაზი: ლაშა ნადირაძე, რეზო ბროძელი, დავით კლდიაშვილი, ირაკლი სვანიძე, მამუკა ნინიძე, გიორგი ჯიმშელაძე, დევი დევსურაშვილი, რეზო ჯინჯიხაძე, ნიკა სამხარაძე, რატი ხუციშვილი, ნიკა ბიწაძე, დიმიტრი კიკნაძე, თემურ კვიცარიშვილი, სანდრო ფურცხვანიძე, გიორგი წიკლაური.

ხარები
შერკინება: რევაზ წიკლაური, ირაკლი ჩომახაშვილი, უშანგი აღაშვილი, გიორგი გულორდავა, გიორგი ციცვიძე, ნიკა კევლიშვილი, გიორგი ხაბაშვილი, გიორგი გოგოლაძე, ნიკოლოზ ცუხიშვილი, ბიძინა ჯიმშიტაშვილი, ნიკოლოზ ბერძული, ლაშა გოგიაშვილი, გიორგი ქვლივიძე, ერეკლე მაჭარაშვილი, ზვიად ციცქიშვილი, თორნიკე აქუბარდია;
უკანა ხაზი: გიორგი კოშაძე, ვაჟა ხუციშვილი, კობა ბუჯიაშვილი, გიორგი მისრიაშვილი, გიორგი ბასილაია, ნიკა ბეჟუაშვილი, გურამ ქანდაურიშვილი, გიორგი ნათელაშვილი, ბექა ბებიაშვილი, ბაგრატ ღამბაშიძე, დავით თაბუკაშვილი, ლექსო მელიქიშვილი, გიორგი ნარიმანიძე, უშანგი მჭედლიშვილი, თორნიკე თეგეთაშვილი, გივი გვარამაძე.

არმაზი
შერკინება: დავით ფხაკაძე, თორნიკე ჯიბლაძე, ზვიად ესართია, არჩილ გაგნიძე, გოგა ხუროშვილი, ვაჟა თაგაური, გიგა ფრიდონიშვილი, კობა ჯიმშელეიშვილი, ბესო ბარბაქაძე, საბა ერაძე, ილია სპანდერაშვილი, ოთარ მინაშვილი, გიორგი სოსელია, თენგო გიგოლაშვილი, ბექა გუგეშაშვილი, გიორგი ჭურაძე, ზაურ კაჭარავა;
უკანა ხაზი: ლაშა მამუჩარაშვილი, ლუკა დვალიშვილი, საბა ხურცილავა, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი კვესელაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ნიკოლოზ გიგაური, სანდრო სვანიძე, ვილიამ კაიფაჯიანი, ნიკა წიკლაური, ვაკო შალიკაშვილი, ალექსანდრე ხუციშვილი, ბექა ფრუიძე, ზურა გოგლიჩიძე, ვალერი ლეგაშვილი, დათო ალიბეგაშვილი, გიგა ჩაბაკაური, შახო ჯავახია, ნუკრი გოგოჩაშვილი, ანრი გორდაშვილი, ნოდარ გურგენიძე, გიორგი ზაგაშვილი, ვასიკო ყველაიძე.

ბაგრატი
შერკინება: დავით ჭელიძე, შალვა კიკვაძე, გოგა კობახიძე, იური კენჭაძე, ნუგზარ ბალანჩივაძე, რეზო არჩვაძე, ლაშა ჭელიძე, მირიან ქარჩხაძე, რატი ასათიანი, ლევან თხელიძე, ტარიელ ჩხიკვაძე, ამირან ჩიტეიშვილი, ლაშა ჩიხლაძე, ლევან ჩიქოვანი, ზაურ სართანია, გიგა კობახიძე, გიგი ლეშკაშელი;
უკანა ხაზი: გიორგი აბაშიძე, ბონდო აბაშიძე, დავით ჩაუჩიძე, ნიკა ხურციძე, გუჯა კიკვაძე, იოსებ კიკვაძე, თორნიკე კვანტალიანი, გია თუთბერიძე, ზვიად ოდიშარია, გიგა კუხიანიძე, სერგო კვერნაძე, მურმან საკანდელიძე, ჯუბა ბალანჩივაძე, გია ცნობილაძე, ბაკურ გოშაძე, თორნიკე იობიძე.

არმია
შერკინება: ნიკო აფციაური, მიხეილ ზურიკაშვილი, თორნიკე გოგლიძე, სოლომონ ქარუხნიშვილი, დავით დაუშვილი, ბექა მეკოკიშვილი, დავით გიგაური, ნიკა ჩხიკვაძე, ვასილ მახარაძე, მიხეილ კელენჯერიძე, ჯონათან პაატაშვილი, ლევან ჭავჭავაძე, ერეკლე კამლაძე, გენო ხელია, მიხეილ მასხარაშვილი, ალექსანდრე კალმახელიძე, სანდრო ქიტუაშვილი, დავით ბარბაქაძე, კახაბერ მახარაშვილი, ნიკა ჩუმაშვილი;
უკანა ხაზი: გიორგი თევზაძე, გიორგი გიგაური, გიორგი შუკაკიძე, გიორგი მიქანაძე, თედო დევიძე, შალვა დავითაშვილი, დიმიტრი კალანდაძე, სანდრო ნახუცრიშვილი, გოდერძი ჭინჭარაული, გიორგი ხარშილაძე, გიორგი ჯოგლიძე, ალექსანდრე მერკვილიშვილი, დავით მესხი, შალვა მახარაშვილი, გიგი გაბუნია, ნიკა ცირეკიძე.

აკადემია
შერკინება: ბექა გვარამია, გოგო ქადარია, დავით ჩადუნელი, ლევან ლომაური, გელა მახარაშვილი, თორნიკე კალანდარიშვილი, ალექსანდრე მაღლაკელიძე, რამაზ მაზმიშვილი, ნოდარ მექერიშვილი, ლაშა ტიტვინიძე, გიორგი ღამბაშიძე, გიორგი ძაბახიძე, გიგა დავითაძე, ვანო ბერიკაშვილი, გიორგი გოგლიძე, გიორგი ლუარსაბიშვილი, საბა შუბითიძე, სანდრო ხიზანიშვილი, თორნიკე ზოიძე, გიორგი ილურიძე;
უკანა ხაზი: ბექა მაზმიშვილი, ჯიმი ღამბაშიძე, გიორგი ჩაბრაძე, ირაკლი ბეგაძე, კოტე ახობაძე, დათო მოძღვრიშვილი, გიორგი ჭუაძე, სანდრო ილურიძე, იოანე ხელაია, ბესო წასიძე, ანზორ სიჭინავა, დავით ლაზარიშვილი, საბა ილურიძე, ბესო ჩინჩალაძე, სოსო მათიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"