რაგბი

დიდი 10

დიდი 10. II ტური: "ხარების" პირველი გამარჯვება

AutoSharing Option
ფოტო: ივანე ბაკურაძე

რუსთავის "ხარებმა" "ბათუმს" მისსავე "რაგბი არენაზე" დაძაბულ ბრძოლაში 15:8 აჯობა და 2018/2019 წლების დიდი 10-ის სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მეორე ტურის პირველი შეხვედრა ორივე გუნდისთვის მძიმე აღმოჩნდა. რუსთაველებმა დებიუტშივე მოახერხეს დაწინაურება, 5-მეტრიანი დერეფნიდან შეტევა გაშალეს, დათო თაბუკაშვილმა ბოჭვა აირიდა და ლელოთი ანგარიში გახსნა. "ხარებმა" მასპინძლებს აგრესიული დაცვა დაუპირისპირა და "ბათუმს" 22-თან მიახლოვების შანსი არ მისცა, რის გამოც მამუკა ნინიძემ 43 მეტრიდან ჯარიმის დარტყმა გადაწყვიტა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.

მეორე ტაიმის მე-9 წუთზე მეტოქის 22-თან დანიშნული დერეფნიდან უკვე "ბათუმმა"
შეუტია, საბა შუბითიძემ ხაზი გაჭრა და 20-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა. ბექა ურჯუკაშვილს გასატანი გარდასახვა გაუცუდდა, რაზეც კობა ბუჯიაშვილმა ასევე არაზუსტი ჯარიმით უპასუხა, 65-ე წუთზე კი, ნინიძემ 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და ზღვისპირელები წინ გაიყვანა - 8:5.

მაგრამ თამაშის განახლებისთანავე "ბათუმმა" საკუთარ 22-ში დაკარგა ბურთი, ის ლაშა გოგიაშვილს მიუვიდა და ლელომდე ვეღარავინ შეაჩერა. დასკვნით წუთებში "ხარებმა" მასპინძლების წნეხის ქვეშ მოქცევა მოახერხა, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, ცენტრისკენ ერთ დარტყმას ორი მოკლე ფრთაზე მიძალება მოყვა და გიგა ქვლივიძემ რუსთაველებს სეზონის პირველი მოგება დაუბევა - 15:8 "ხარების" სასარგებლოდ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით