რაგბი

დიდი 10

დიდი 10: "არმაზმა" "არმია" 29:8 დაამარცხა

AutoSharing Option
მარნეულის ‘არმაზმა’ თბილისის ‘არმიას’ ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში 4 ლელო გაუტანა და დიდი 10-ის წლევანდელ სეზონში მეორე გამარჯვება ჩაიწერა.

„ავჭალაზე“ გამართული მატჩის პირველ ტაიმში მასპინძლებმა შეძლეს სტუმრების შეჩერება და 28-ე წუთზე ბახვა კობახიძემ ჯარიმით ანგარიშიც გახსნა. რეზი ჯინჭველაშვილმა საპასუხო ჯარიმა შესვენებამდე 4 წუთით ადრე შეასრულა და ტაიმი 3:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი სტუმრებისთვის შედეგიანი აღმოჩნდა. 50-ე წუთზე ლელო ბურჯმა თორნიკე ჯიბლაძემ გაიტანა, ხოლო 4 წუთში ‘არმია’ საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. კიდევ 2 წუთში დავით ლაზარიშვილმა წითელი ბარათი მიიღო თბილისელები
მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, თუმცა 67-ე წუთზე შეცვლაზე ახლად შესულმა ჯონათან პაატაშვილმა ერთი საპასუხო ლელოს გატანა შეძლო და მასპინძლებს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ.

მაგრამ ‘არმაზს’ სხვა გეგმები ჰქონდა, დასკვნით 5 წუთში ბადრი ლიპარტელიანმა და თენგო გიგოლაშვილმა ლელოები გაიტანეს, რითაც თავის გუნდს ბონუსი მოუპოვეს, ხოლო ჯინჭველაშვილმა ორივე გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 29:8.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები: