რაგბი

დიდი 10

დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა

AutoSharing Option
© ანი რეხვიაშვილი

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველი წრის დასკვნით მატჩში ურთიერთობას აუტსაიდერები არკვევდნენ. მარნეულის "არმაზმა" ბოლნისის "ყოჩები" 18:8 დაამარცხა და ის ცხრილის ფსკერზე დატოვა.

"არმაზი" ნიკა ჭიკაიძის ჯარიმით დაწინაურდა, რაზეც "ყოჩებმა" გიორგი მელაძის ლელოთი მე-10 წუთზე უპასუხა. მარნეულელებმა ლიდერობა ტაიმის შუაში, მიშო ჩადუნელის ლელოთი დაიბრუნეს და შესვენებამდე ანგარიში აღარც შეცვლილა - 8:5.

ნიკოლოზ რეხვიაშვილმა წონასწორობა ჯარიმით მეორე ტაიმის დასაწყისში აღადგინა. "არმაზმა" შეხვედრის მიწურულს მოახერხა ინიციატივის დაბრუნება და ჭიკაიძემ ჯარიმა 72-ე წუთზე გაიტანა, ხოლო ერთ წუთში არდაშ დარბოევის ლელო ჭიკაიძემ
გარდასახა და მატჩი 18:8 დასრულდა.

"არმაზს" 15 ქულა გაუხდა და "იუნკერებთან" მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს, ხოლო "ყოჩებს" 12 ქულა დარჩა და პირველი წრე ბოლო საფეხურზე დაასრულა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით