დიდი 10-ის გადადებულ შეხვედრაში ერთმანეთს "არმაზი" და "ყოჩები" დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, განსაკუთრებით კი მდგომარეობა 51-ე წუთზე დაიძაბა.
გიორგი ნავროზაშვილსა და თემურ ჭიჭინაძეს შორის სიტუაცია დაიძაბა, ინციდენტი კი ჩხუბში გადაიზარდა.
მსაჯებმა თათბირის შემდეგ ორივე მოთამაშეს წითელი ბარათი უჩვენეს, შეხვედრა კი "ყოჩების" გამარჯვებით 60:10 დასრულდა.