რაგბი

დიდი 10

"ბათუმმა" გორის "ჯიქს" 136 ქულიანი სხვაობით მოუგო

AutoSharing Option
დღეს, 20 თებერვალს, დიდი 10-ის მე-9 ტურში გორის "ჯიქი" "ბათუმს" დაუპირისპირდა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 139:3 დასრულდა. 

"ბათუმელებმა" პირველივე ტაიმი 73:3 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარი - 66:0.

"ბათუმი" 30 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ ქუთაისის "აიას" 8 ქულით ჩამორჩება.. 

რაც შეეხება გორის "ჯიქს", 6 ქულით ბოლო, მე-6 ადგილზე იმყოფება და მეხუთეადგილოსან "არმაზს" 4 ქულით ჩამორჩება.