რაგბი

დიდი 10

დიდი 10 - ახალი სეზონი 24 სექტემბერს დაიწყება

AutoSharing Option
2021/22 წლების დიდი 10-ის სეზონი წინასწარ დაანონსებულზე ორი კვირით გვიან, 24 სექტემბერს დაიწყება.

მიზეზი, რა თქმა უნდა, კვლავ კოვიდ-პანდემიაა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში, სარაგბო კალენდარი არაერთხელ შეცვალა.

„მიზეზი კოვიდ-პანდემიაა, რომელთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ჩემპიონატის დაწყებამ ორი კვირით გადაიწია. დღემდე არ გვქონდა ინფორმაცია, როდემდე გაგრძელდებოდა ეს შეზღუდვები და მოგვიწია კალენდარში ცვლილებების შეტანა“ – განაცხადა საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა.

11 სექტემბერს ოთხი მატჩით იწყება საქართველოს პირველი ლიგა (არწივები – ხვამლი, ბორჯომი
– ვეფხვები, ჭადარი – ჯიქი, ბაგრატი – არმაზი), კვირას კი პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრაა (ტაო – არმია).

„გვაქვს ცვლილებები როგორც სამედიცინო მომსახურებაში, ასევე სადისციპლინო კომისიაში და გვსურდა სიახლეები დაგვეტესტა. გარდა ამისა, 24 სექტემბერს დიდ 10-თთან ერთად იწყება რეგიონალური ლიგა და ჭაბუკთა „ა“ ლიგა. ყველაფრის ერთად დაწყება სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული და ამიტომ გადაწყდა, რომ პირველ რიგში პირველი ლიგით დაგვეწყო“ – დაამატა მამრიკიშვილმა.

rugby.ge

ტეგები: