იაპონიის სავარაუდო მიღებას გამოეხმაურა ახალი ზელანდიის რაგბის ბოსი სტივ ტიუ:
"რაღაც ეტაპზე იაპონიის რაგბის ჩემპიონატში მიღების საკითხი აუცილებლად დადგება. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ეს გუნდი საკმარისად კონკურენტუნარიანი გახდება.
ამჟამად SANZAARიმაზე მუშაობს, რომ "სანვულვზი" ღირსეულად გამოვიდეს სუპერ რაგბის ჩემპიონატში, ეს არის პირველი ეტაპი და მათ ჯერ ეს
მართლაც, ტოკიოს "სანვულვზი" სუპერ რაგბის პირველობას შარშან დაემატა, როცა ტურნირი 18 გუნდამდე გაიზარდა. ორი სეზონის ჯამში იაპონურმა კლუბმა 30-დან მხოლოდ 3 შეხვედრა მოიგო. SANZAAR-მა მომავალი სეზონიდან ტურნირი 15 გუნდამდე დაიყვანა, თუმცა "სანვულვზი" შეჯიბრებაში დატოვა.
ტიუმ განაცხადა, რომ სწორედ იაპონია, რომელმაც ბოლო მსოფლიოს თასზე სენსაციურად დაამარცხა სამხრეთი აფრიკა 34:32, ითვლება ტურნირის გაფართოების პირველ კანდიდატად, მაგრამ ორგანიზატორებს სამომავლოდ თვალი სხვა ქვეყნებზეც უჭირავთ.
"იაპონიის ჩართვა ამ ტურნირი მხოლოდ დროის საქმეა, მაგრამ მხოლოდ ეს გუნდი არ არის, რომელზეც თვალი უნდა გვეჭიროს - ჩრდილოეთ ამერიკაში აშშ და კანადა, ევროპაში - საქართველო. როგორ მოვუნახოთ ამ გუნდებს რეგულარული ტურნირები, რომ ისინი მსოფლიოს თასზე რეალურ წინააღმდეგობას უწევდნენ ტოპნაკრებებს. აი, ეს საკითხები დგას დღის წესრიგში მსოფლიო რაგბის ორგანიზაციისთვის.
თუ ჩვენ ამ რეგიონში ვაპირებთ გაფართოვებას, მაშინ წყნარი ოკეანის წარმომადგენლებიც უნდა განვიხილოთ. მაგრამ მათაც დასამტკიცებელი აქვთ, რომ კონკურენტუნარიანები არიან", - განაცხადა ტიუმ.