WRU: "ოლ ბლექსთან" ყველა ბილეთი გაყიდულია, "ბორჯღალოსნებთანაც" ანშლაგი იქნება

AutoSharing Option
უელსის რაგბის კავშირის (WRU) ინფორმაციით, ნოემბრის ტესტებზე კარდიფის "პრინსიპალიტიზე" ანშლაგი იქნება.

74,5-ათასიანი კარდიფის სტადიონის ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩისთვის ორი თვით ადრე! ასევე კარგად იყიდება ბილეთები ავსტრალიასთან, საქართველოსთან და სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩებისთვის.

11 ნოემბერს უელსის ნაკრები ავსტრალიას შეხვდება და ამ თამაშის 55 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია. ეს უკვე მეტია, ვიდრე შარშან ამ გუნდების დაპირისპირებაზე მივიდა.

მეორე ტესტი უელსს ჩვენთან აქვს 18 ნოემბერს, ხოლო სერიას 2 დეკემბერს "სფრინბოქსთან" მატჩი დაასრულებს. უელსელთა მტკიცებით, ეს მატჩებიც დიდ ინტერესს იწვევს
ქომაგთა შორის.

ოთხი მატჩისთვის ჯამში უკვე 210 ათასი ბილეთი გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნებთან" მატჩის ბილეთების ფასი (დიდებისთვის) 20 გირვანქიდან იწყება. არის 35-ფუნტიანი ბილეთებიც.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვერაფერსაც ვერ ვიზამთ. ჩვენ ვინც ვარსკვლავი გვყავდა განაცხადეს გზა სხვას უნდა დავუთმოთო და იქით დაგვადეს ვალი. ახალგაზრდებს მაგალითი მისცეს უკეთესი არ შეიძლება. როცა გვჭირდებოდა მაშინ უგანეს ნაკრებს. დარწმუნებული ვარ მაგათ მაგალითზე ახალგაზრდებიც იგივეს იზამენ ანუ გამოიჩენენ თავს ნაკრებში რომ კარგი კონტრაქტები მიიღონ და მერე აღარ შეგვიძლია ნაკრებში თამაშიო. კლუბში თამაშის დროს ხო შეუძლიათ და ერთი თამაში რა არი წელიწადში. მაგრამ კონტრაქტის პირობა იქნება ეგ
ორი კაცი????
16:14 25-09-2017
2
დიდი მადლობა რაგბის კავშირს რომ კველა ქარველი ერთ ტრიბუნაზე შგვკრიბა, რომ ქართული ყიჟინა ბნედას ცემდეს უელსს...

ნამდვილი უმაქნისები არიან!
კოტე
07:54 18-09-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული