"დეილი მეილი": საქართველო ძალიან ახლოს იყო ტოპ-ნაკრებთან თავის პირველ, ისტორიულ გამარჯვებასთან

AutoSharing Option
ბრიტანულმა ტაბლოიდმა "დეილი მეილმა" უელსისა და საქართველოს მორაგბეთა მატჩს მიმოხილვა მიუძღვნა და ჩვენი გუნდი აქო და ადიდა. გთავაზობთ ამონარიდებს.

"ჰალამ ამოსმა თავისი ლელოთი მასპინძელთა გუნდი სირცხვილს გადაარჩინა.

ეს იყი თვალსასეირო, თვალსასეირო სანახაობა. უელსელთა მწვრთნელმა 14 მორაგბე შეცვალა და ისინი ისე გაისარჯენ, გეგონებოდათ, ერთად არასოდეს არ ეთამაშათ. საქართველო ძალიან ახლოს იყო ტოპ-ნაკრებთან თავის პირველ გამარჯვებასთან. შეხვედრის უკანასკნელი 15 წუთი ისინი გამუდმებით უტევდნენ და კინაღამ დააღამეს მეტოქის ხაზთან.

მათთვის ეს დიდებული იყო, თუმცა ისტორიული გამარჯვება ვერ დააფიქსირეს. მიუხედავად წაგებისა, სტადიონზე სულ უფრო
ხმამაღლა გაისმოდა ბორჯღალოსანთა ექვსი ერის ტურნირში ჩართვის მოთხოვნა და როგორც ჩანს, მალე ეს მოთხოვნა თანდათან უფრო და უფრო გამაყრუებელი გახდება.

ქართველებმა იგრძნეს თავიანთი შანსი კარდიფში. მსაჯის საფინალო სასტვენისას 55 ათასმა გულშემატკივარმა შვებით ამოისუნთქა - უელსი გადარჩა.

ქართველთა შერკინება სადისტურად ექცეოდა მოწინააღმდეგეს. ლეონ ბრაუნს განსაკუთრებული პრობლემა ქონდა მიხაილ ნარიაშვილთან.

სტადიონზე მათი მრავალრიცხოვანი ფანები სკანდირებდნენ:"ლელო, ლელო". მსაჯის რეინალის საფინალო სასტვენმა დაანგრია მათი ოცნება, მაგრამ ისინი დაბრუნდებიან".

აღნიშნულმა გამოცემამ საქართველოს ნაკრების მორაგბეთა თამაში ასე შეაფასა

მათიაშვილი 6, კოშაძე 6, კაჭარავა 6.5, შარიქაძე 7, მოდებაძე 6, ხმალაზე 5 (ჯინჭველაშვილი, 46), ლობჟანიძე 7 (ბეგაძე, 56), ნარიაშვილი 8 (ასეიშვილი, 66), ბრეგვაძე 6 (მამუკაშვილი, 67), ჩილაჩავა 7.5, (ბეკოშვილი, 63), მიქაუტაძე 7 (ჩხაიძე, 66), ნემსაძე 7, ლომიძე 6.5, კოლელიშვილი 7.5 (თხილაიშვილი, 63), ბიწაძე 6

მკითხველის კომენტარები / 17 /
აბა თქვენ იცით გულშემატკივრებო გავავსოთ სტადიონი და გუნდთან ერთად მიწასთან გავასწოროთ ამერიკელები.
კოტე
21 ნოემბერი 2017 16:30
0
25-ში ყველანი ლოკომოტივზე!! დავეტევით კი!!! იქნებ დინამოზე გადაიტანონ ამერიკელებტან ჯახი!! დარწმინებული ვარ ლოკომოტივი ვერ დაიტევს დასწრების მსურველებს.
გიგა
20 ნოემბერი 2017 12:07
0
კანადასთან ნახევრად ცარიელი იყო
ტომი
21 ნოემბერი 2017 02:01
0
თამაშისთვის არ მიყურებია. მერე ინგლისის პრესას გავეცანი და თითქმის ყველა ერთხმად არცხვენდა უელსის ნაკრებს. რა მოხდა ასეთი?!
რაგბი იუნიონ
19 ნოემბერი 2017 19:30
4
დავბრუნდებით... ძააან მალე და თან როგორ დავბრუნდებით! ესენი უნდა ვიხვიოთ და გავაბახოთ 2019 -ში მსოფლიოზე გუშინდელი ქათმობისთვის...
მიროსან
19 ნოემბერი 2017 14:16
2
ყოჩაღ ბიჭებო! ერთი თქვენ გვყავხართ რომლებიც გამარჯვების სიხარულს გვანიჭებენ ამ თავზე დამხობილ ქვეყანაში.
Geno
19 ნოემბერი 2017 12:25
0
შეგვეძლო ამ თამაშის მოგება
li
19 ნოემბერი 2017 12:24
0
ფეხბურთიც ამ ბიჭებმა ითამაშონ. დარწმუნებული ვარ უკეთეს შედეგს დადებენ ვიდრე ჩვენი ვითომ ფეხბურთელები.
mari
19 ნოემბერი 2017 10:35
0
მადლობა ბიჭებო თამაშით გაიმარჯვეთ ფეხბურთელებო ანდორას და ავღანეთს არ ეთამაშებოდნენ გაიხარეთ
ავთო
19 ნოემბერი 2017 09:25
0
გული დამწყდა მიუხედავად იმისა გასაკეთებელი გაკეთდა. ჩევნი, საქართველოს ნაკრები მოგაგონებდათ ციხის კარზე იერიშის მიმტანებს რომლებსაც დიდი მორი უჭირავთ და კარების შემტვრევას ცდილობენ.ეს კარები ალბათ მიხვდით ექვსი ერია.რომელიც გუშინ ნახევრად შემტრვრეული დავტოვეთ და რომელმაც კიდევ ერთი გამით შეინარჩუნა სიმაგერე და ცოტა ამოისუნქა:) მაგრამ ისევ ინათებს...გული დამწყდათო ვამბობდი იმიტომ,რომ ვიგრძენი მე ვიყავი ტომ გუნდის გულშემატკივარი რომლლისთვისაც ყევლა ტოპ გუნდათან წაგება მიუხედავად მცირე სხვაობისა რაც უკვე სენსაციაა.მიუგებელიაა მადლობა ამისთვის ჩვენს ლომებს,რომ გულშემატკივარიც გაგვათავხედეს:)
xoneli
19 ნოემბერი 2017 09:09
0
მალადეც, ყოჩაღ ბიჭებო. ძალიან მაგრები ხართ. მალე იქნება გამარჯვება უძლიერეს გუნდთან. მე ამაყი ვარ და მჯერა თქვენი.
beqa
19 ნოემბერი 2017 08:53
0

სიახლეები პოპულარული