მერაბ შარიქაძე: დღეს ძალიან არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ უელსთან ნამატჩევს განაცხადა, რომ არავისზე ნაკლებები არ არიან

„თამაშის ბოლოს ვგრძნობდით, რომ მოგება შეიძლებოდა. პირველივე წუთებიდან, როდესაც მოედანზე გავედით, ვიცოდით, რომ არავისზე  ნაკლები ვიყავით, განსაკუთრებით კანადასთან ნაჩვენები თამაშის ფონზე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ძალიან არ გაგვიმართლა და ბოლო შეტევები ლელოთი ვერ დავასრულეთ. ეს ჩვენი შეცდომის ბრალი იყო, რადგან ასეთი დონის თამაშების გამოცდილება გვაკლია.

მიმაჩნია, რადაც არ უნდა დაჯდეს ასეთი დონის გუნდებს უფრო ხშირად უნდა ვეთამაშოთ. შარშან შოტლანდიას შევხვდით, ამ ზაფხულს არგენტინას, 3 წლის წინ ირლანდიას და
პროგრესი სახეზეა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მეტი ასეთი თამაში. ვეცდებით უელსს მსოფლიოზეც არაფერი დავაკლოთ“.

ახალგაზრდა გარემარბმა მირიან მოდებაძემ ‘პრინსიფალითი სთედიუმზე’ მეორე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა:

„ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ასეთ სტადიონზე, ასეთი გუნდის წინააღმდეგ აქამდე არასდროს მითამაშია. კანადასთან შედარებით ეს ბევრად ძლიერი გუნდი იყო და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი მადლობა ყველაფრისთვის ჩვენ რაგბისტებს!!...მაგრამ რაგბიში გამართლება რას ნიშნავს ვერ გავიგე ?? ფეხბურთში შეიძლება შემთხვევით ვიღაცას მოხვდეს ბურთი და გოლი გავიდეს რაგბიში შემთხვევით არაფერი არ გადის
1
გენაცვალეთ ჯიგარში ძმებო, საამაყო ბიჭებო, საომრად შეკრული ქართველები ყველასათვის საშიში მოწინააღმდეგეები არიან;
დაგიფასდებათ ეს ყველაფერი და იმაზე მეტად ვიდრე წარმოიდგენთ, ხალხის სიყვარული არ მოგაკლდებათ და არც არასოდეს დაგტოვებენ მარტო!
დიდი-10 და მასში ჩადებული ფული გამართლდა, უკანა ხაზის კარგი თამაში დიდწილად ჩვენ ეროვნულ პირველობაზე იწრთობა - შეუძლებელი არაფერია
ragbirugbi
10:39 19-11-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული