აშშ-ის მწვრთნელი: საქართველო ექვს ერში თამაშს იმსახურებს

AutoSharing Option
ფოტო: Rugby.ge © გოგიტა ბუხაიძე

საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე ამერიკის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა დეივ ჰიუვეტმა და კაპიტანმა ბლეინ სქალმა პრესკონფერენცია გამართეს.

მატჩი ხვალ, 25 ნოემბერს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

- რა ცვლილებებია ამერიკის ნაკრებში საქართველოსთან წინა დაპირისპირების შემდეგ?
- ივლისის მერე დიდი ცლილებები არ გვქონია, მაგრამ უფრო ძლიერი გუნდი გვყავს დღეს. დაგვემატა რამდენიმე მორაგბე და უკეთესად გამოვიყურებოდით.

- რას იტყოდით ხვალინდელ თამაშზე?
-
საქართველოს ნაკრები
და ქართული რაგბი ვითარდება. საქართველოს სურს ექვს ერში თამაში და ნამდვილად იმსახურებს. ეს ისეთი გუნდია, რომ სათანადოდ უნდა შეაფასო და თუ არ გააკეთებ ამას, დაისჯები. მილტონ ჰეიგმა ბევრი სამუშაო გასწია, რომ საქართველოს ნაკრები ამ დონეზე მისულიყო.

საქართველო ვითარდება, მაგრამ ვითარდება "არწივებიც". სრული პატივისცემით ვართ განწყობილნი საქართველოს ნაკრებისა და გუნდის მიმართ. ჩვენ ბოლომდე შევეცდებით, ვაჩვენოთ ჩვენი თამაში და დანებებას არ ვაპირებთ.

ბლეინ სქალი:
"რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს ძალიან რთული მატჩის. ვნახეთ, წინა კვირას საქართველომ რა დონეზე მიიყვანა უელსი და რა უქნა კანადას. ჩვენ ვემზადებოდით ამ მატჩისთვის და ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 3 /
სურათი კალკულატორით გადაიღეთ??? ხარისხს მიაქციეთ ყურადღება ყველაფერში ამ სურათის დადებას თემატური "ავატარის" დადება ჯობია .
რაგბი
14:40 24-11-2017
9
კი,ჩვენ საკმაოდ წინ წავიწიეთ,მაგრამ ასევეა ამერიკის ნაკრებიც და მათთან გამარჯვება ნამდვილად არ იქნება ადვილი.ზაფხულში მათთან ძალიან გაგვიჭირდა და თუ ახლა უფრო გაძლიერდნენ,საჩუქრებად ნამდვილად ვერ ჩაითვლებიან,თუმცა როგორც ყოველთვის,ახლაც ჩვენი ბიჭების იმედი მაქვს.ასე რომ წინ,გამარჯვებისაკენ ბიჭებო.
სოსო
12:07 24-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული