საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე ამერიკის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა დეივ ჰიუვეტმა და კაპიტანმა ბლეინ სქალმა პრესკონფერენცია გამართეს.
მატჩი ხვალ, 25 ნოემბერს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
- რა ცვლილებებია ამერიკის ნაკრებში საქართველოსთან წინა დაპირისპირების შემდეგ?
- ივლისის მერე დიდი ცლილებები არ გვქონია, მაგრამ უფრო ძლიერი გუნდი გვყავს დღეს. დაგვემატა რამდენიმე მორაგბე და უკეთესად გამოვიყურებოდით.
- რას იტყოდით ხვალინდელ თამაშზე?
- საქართველოს ნაკრები
საქართველო ვითარდება, მაგრამ ვითარდება "არწივებიც". სრული პატივისცემით ვართ განწყობილნი საქართველოს ნაკრებისა და გუნდის მიმართ. ჩვენ ბოლომდე შევეცდებით, ვაჩვენოთ ჩვენი თამაში და დანებებას არ ვაპირებთ.
ბლეინ სქალი: "რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს ძალიან რთული მატჩის. ვნახეთ, წინა კვირას საქართველომ რა დონეზე მიიყვანა უელსი და რა უქნა კანადას. ჩვენ ვემზადებოდით ამ მატჩისთვის და ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნება".