ნიკა ჩალათაშვილი: აშშ-სთან კარგი ბრძოლა იქნება, მაგრამ საქართველო დამაჯერებლად მოიგებს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2017 წლის დასკვნითი შეხვედრისთხვის ემზადება.

მილტონ ჰეიგის შეგირდები 25 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამერიკის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, თამაშის ყურებას "რაგბი ტვ"-სა და "იმედზე" შეძლებთ.

გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ

ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელმა ასპარეზობამ გულშემატკივრებს "ბორჯღალოსნების" 6 ერში შესვლის იმედი კიდევ უფრო გაუღვივა.

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Sportall.ge "რაგბი ტვ-ს" კომენტატორსა და სარაგბო ექსპერტ, ნიკა ჩალათაშვილს ესაუბრა.

6 ერის პერსპექტივა
ჩემი აზრით საქართველოს ნაკრები 6 ერისთვის ჯერ არაა მზად. ჩვენი გუნდი, პირველ რიგში, სათამაშო მრავალფეროვნებით და ტემპით მოიკოჭლებს. ახალ
თაობას, რომელიც ახლა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობს, შეუძლია ეს ხარვეზი გადაჭრას, თუმცა ამას რამდენიმე წელი დასჭირდება.

6 ერში 2000 წელს იტალია მიიღეს და გარკვეული წრეები ამას დღემდე ნანობენ. "აძური" ვერც თამაშის ხარისხით დაეწია ბობოლებს და ვერც სტადიონების შევსებას არხერხებს.

ცხადია, ასეთი საშიშროება ჩვენს შემთხვევაშიც არსებობს და კომერციული ტურნირის ხელმძღვანელობა ძალიან იფრთხილებს, რომ თამაშების სანახაობრივი მხარე არ გაწყალდეს.

უელსთან შეხვედრაზე
ის, რომ ჩვენ ამ მატჩს როგორც მოსაგებს ისე ვაფასებთ უკვე ნიშნავს, რომ "ბორჯღალოსნებისთვის" ეს პოზიტიური შეხვედრა იყო, მით უმეტეს, რომ მსგავსი ტესქტები აქამდე ჩვენი უშანსო დამარცებით მთავრდებოდა.

გადამწყვეტ მომენტში ისევ და ისევ სათამაშო ფანტაზია და ტემპი დაგვაკლდა, თორემ აუცილებლად მოვერეოდით. დარწმუნებული ვარ მოგებაც მალე იქნება.

ამერიკასთან შეხვედრა
ამერიკის ნაკრებთან მატჩს ჩვენი გუნდი ძალიან პოზიტიური ფონით ხვდება. წინა ორ შეხვედრაში ბიჭებს თამაშიც კარგი გამოუვიდათ პუბლიკამაც ძალიან დადებითი მუხტი შექმნა. ვფიქრობ, კარგი ბრძოლა იქნება, მაგრამ დამაჯერებლად მოვიგებთ.

ავტორი: ლაშა ბეგიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 5 /
ავშენდით, ხალხნო! საქართველოში რაგბის კომენტატორები და ექსპერტები გვყოლია! სხვა კომენტატორებსა და ექსპერტებს ესენიც დაემატნენ, რა გვიჭირს აწი!
მეგობრული რჩევა: სანამ კომენტატორობასა და ექსპეტრობაზე პრეტენზიას განაცხადებდეთ, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა ქართულ ენას დაუფლებოდით ჯეროვნად?!
დევნილი კოლხი
12:25 25-11-2017
10
Gასაგებია რომ 6 ერისტვის ჯერ მზად Aრ ვარტ მაგრამ Gერმანიასტან და ესპანეტტან თAმAსჰიც ბევრს არაპერს Mოგვცემს
Nika
16:24 25-11-2017
0

სიახლეები პოპულარული