საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ ამერიკელთა დამარცხების შემდეგ (21:20), ამერიკის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა დეივ ჰიუვეტმა და კაპიტანმა ბლეინ სქალმა პრესკონფერენცია გამართეს.
დეივ ჰიუვეტი: მინდა ვთქვა, რომ "არწივების" თამაშით ამაყი და ბედნიერი ვარ. მარცხის მიუხედავად მშვენივრად ვითამაშეთ. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, რომ გამოვიყენებდით ჩვენ პლიუსებს.
შევეცადეთ, საქართველოსთან დაგვეპირისპირებინა ის, რაშიც თვითონ იყვნენ მაგრები და შერკინებაში ნორმალურად გამოვიყურებოდით.
ამის ხარჯზე შევძელით, რომ საქართველომ შეცდომები დაუშვა. საერთო ჯამში, ამ თამაშით გამოჩნდა, რომ ჩვენი ნაკრები ვითარდება.
ტექნიკური ლელოს დროს, ქართველი მორაგბეებიც
მიხეილ მესხის სტადიონზე მეორედ ვარ, პირველად აქ ახალი ზელანდიის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად ვიყავი. მშვენიერი ატმოსფეროა, რაც ყველა რაგბის ფანს მოსწონს. ტრიბუნები მოედანთან ახლოსაა და ძალიან კარგი სიტუაცია იქმნება.
ბლეინ სქალი: ჩვენ დღეს ძალიან კარგათ ვითამაშეთ, მინდა თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით და შედეგიც სახეზეა.
ცუდი ის არის, რომ დავმარცხდით და გვქონდა შანსი გაგვემარჯვა, მაგრამ ასეთი თამაშით უკმაყოფილო ვერ ვიქნებით.
ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაუმჯობესეთ და განვვითარდით, ახლა მთავარია ყველა ეს დეტალი მომავალში გამოვიყენოთ.
ჩვენ რაგბი ხომ ჯერჯერობით მოწკლებულია საკლუბო დონეს და სულ არის დაახლოებით ორი ათეული საზღვარგარეთ მოთამაშე.
ჰოდა ვუგებთ ეს ოხერი 300 მილიონიან ამერიკას, რომელსაც ეროვნულ დონეს ჩამოვრჩებით.
რა პრეტენზიები და ამბიცია გვაქვს, რომ გინდა თუ არა რატომ დიდი ანგარიშით არ მოვუგეთ!!!