აშშ-ის მწვრთელი: "არწივების" თამაშით ამაყი და ბედნიერი ვარ

AutoSharing Option
ფოტო: Rugby.ge © გოგიტა ბუხაიძე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ ამერიკელთა დამარცხების შემდეგ (21:20), ამერიკის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა დეივ ჰიუვეტმა და კაპიტანმა ბლეინ სქალმა პრესკონფერენცია გამართეს.

დეივ ჰიუვეტი: მინდა ვთქვა, რომ "არწივების" თამაშით ამაყი და ბედნიერი ვარ. მარცხის მიუხედავად მშვენივრად ვითამაშეთ. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, რომ გამოვიყენებდით ჩვენ პლიუსებს.

შევეცადეთ, საქართველოსთან დაგვეპირისპირებინა ის, რაშიც თვითონ იყვნენ მაგრები და შერკინებაში ნორმალურად გამოვიყურებოდით.

ამის ხარჯზე შევძელით, რომ საქართველომ შეცდომები დაუშვა. საერთო ჯამში, ამ თამაშით გამოჩნდა, რომ ჩვენი ნაკრები ვითარდება.

ტექნიკური ლელოს დროს, ქართველი მორაგბეებიც
სცოდავდნენ, მაგრამ საბოლოოდ მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

მიხეილ მესხის სტადიონზე მეორედ ვარ, პირველად აქ ახალი ზელანდიის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად ვიყავი. მშვენიერი ატმოსფეროა, რაც ყველა რაგბის ფანს მოსწონს. ტრიბუნები მოედანთან ახლოსაა და ძალიან კარგი სიტუაცია იქმნება.

ბლეინ სქალი: ჩვენ დღეს ძალიან კარგათ ვითამაშეთ, მინდა თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით და შედეგიც სახეზეა.

ცუდი ის არის, რომ დავმარცხდით და გვქონდა შანსი გაგვემარჯვა, მაგრამ ასეთი თამაშით უკმაყოფილო ვერ ვიქნებით.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაუმჯობესეთ და განვვითარდით, ახლა მთავარია ყველა ეს დეტალი მომავალში გამოვიყენოთ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
აგერ, თვითონაც ამბობენ რომ განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, და იმას კი აღარ იტყვიან რომ გამწარებულები ჩამოვიდნენ და სახეს იხევდნენ, მაგათი მიზანი ჩვენი უელსთან მოხდენილი ფურორის გაბათილება იყო. ჩვენ კიდე დავხვდით ბოჩოლებივით, და კიდე გიკვირთ შერკინებაში როგორ გვიგებდნენ. იმიტომ არის ამერიკა უხერხული მეტოქე, რომ პატივისცემის მიუხედავად ატანა არა აქვთ ჩვენი და ჩვენი წარმატებების მენტალურად და ყველანაირად, ყველაფერს აკეთებენ რომ მსოფლიო რუკაზე ჩვენი ზომის შესაბამისი ადგილი მიგვიჩინონ და დაგვიგდონ წიხლქვეშ ვინ ჩემის 52 -ე შტატად. და ამის ფონზე შენ ქართველი ბოჩოლასავით ხვდები მაგას, ყოვლად უწყინარად და უაგრესიოდ, უთავმოყვარეოდ. რუსეთზე რახან თავს ვიგიჟებთ ეს ნუ გგონიათ ძმა, ესეც არანაკლები უპრინციპულესი მეტოქეა და კიდე ბევრის თქმა შეიძლება... პატივს გვცემენ მაგრამ იმდენად არა, კარგები ხართ მარა ბევრს ნუ ბლატაობთო ჩვენ გაგვატარეთო ეხლაო რა.
მზვერავი
05:46 26-11-2017
11
სცოდავდნენ სხვა შემთხვევებში, ოღონდ მაგ ლელოს დროს არა! დააკვირდეს, რამდენჯერ დაჯარიმდნენ შერკინებაში მისი ბიჭები.13 კაციან გუნდთან ჰქონდათ ჩამორჩენა. ჩვენ რომ დისციპლინაში არ მოვიკოჭლებდეთ, უფრო მეტი სხვაობით მორჩებოდა თამაში
გგგ
22:41 25-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული