ინგლისის ნაკრების თავკაცი: საქართველოში ბიჭები წვერ-ულვაშით იბადებიან

AutoSharing Option
6 ერის პირველი 2 რაუნდის შემდეგ ინგლისის მორაგბეთა ნაკრები, შესაძლოა, საქართველოს დაუპირისპირდეს.

ინგლისელთა მთავარი მწვრთნელის, ედი ჯონსის განცხადებით, მათ ამ პერიოდში რამდენიმე თავისუფალი კვირა ექნებათ და აპირებენ, თბილისში მოემზადონ.

"თბილისში ნამდვილად კარგი იქნება სეზონის ამ პერიოდში ვარჯიში.

მე მინდა ჩემი ფორვარდები გამოვცადო მსოფლიოში უძლიერესი შერკინების ხაზის წინააღმდეგ. ქართველები ამ კრიტერიუმით საუკეთესონი არიან.

საქართველოში ბიჭები წვერ-ულვაშით იბადებიან და კარგი იქნება, ჩვენი თავი ამ ასპექტში იმ გუნდის წინააღმდეგ გამოვცადოთ, ვინც ამ კუთხით ჩვენზე უკეთესია.

ქართველებს შესანიშნავი წითელი ღვინო და კარგი კერძები აქვთ.

მაგრამ საქართველოში ვიზიტი მხოლოდ გეგმაა და ზუსტად არ ვიცით, რა მოხდება. ჩვენ ასევე კარგი ურთიერთობა გვაქვს შოტლანდიასთან, უელსთან და იტალიასთან. ვცდილობთ, დაცვითი უნარებიც გავაუმჯობესოთ.

შორ მანძილზე მგზავრობა ვარჯიშს უფრო რთულს და შესაბამისად, სასარგებლოს გახდის", - აღნიშნა ჯონსმა.

მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 13 /
ორ კვირიანი პაუზის დროს 6 ერზე საქართველოსთან ერთად ვარჯიში თბილისში არ იქნებოდა ცუდიო. თამაში არ უთქვია ამ კაცს. შარშან 2 კვირა მასე უელსთან ერთად ივარჯიშეს და იგივე ვარიანტისთვის საქართველოს განიხილავენ. სხვათაშორის ისიც თქვა მსოფლიოში საუკეთესო შერკინებსთან ვარჯიში არ იქნებოდა ცუდიო :)
gia
22 იანვარი 2018 20:48
2
რაც უთარგმნეს ჩვენებმა ისე გაიგო ხალხმა
ანდრი
23 იანვარი 2018 13:58
0
ქართველები კი იბადებიან მეომრებად,მაგრამ ჩვენი თავის და ერთმანეთის მტრებიც ვართ და თან, უფრო მაგარი.
სტატუს ქუო
22 იანვარი 2018 20:31
3
რატომ ხარ მერე ქართველების მტერი? მოიშორე ეგ თვისება!!!
ვასილიჩი
27 იანვარი 2018 15:21
1
გაიხარეთ, მადლობა რჩევისთვის.
Photographer
22 იანვარი 2018 18:35
0
ქართველები მეომრებად და ვაჟკაცებად იბადებიან, და გაიძულებთ ამის თქმას.
ზვიადი
22 იანვარი 2018 16:46
3
ამას ჩვენების მწვრთნელობა ხომ არ უნდა?!
ანდრი
22 იანვარი 2018 18:34
1
ედი ჯოუნსი იაპონიის ნაკრებთან ერთად გვწვევია და კარგად იცის რასაც ამბობს. ჩემის აზრით, ეს ქართული რაგბის კიდევ ერთი აღიარებაა და რა თქმა უნდა ეს სპარინგ ჩვენც გვამოგვადგება
გგგ
22 იანვარი 2018 16:14
0
უდიდესი აღიარებაა როდესა მსოფლიოს ნომერ 2 საუკეთესო გუნდი ჩვენთან ჩამოდის სავარჯიშოდ
გიორგი
22 იანვარი 2018 17:35
0
პირდაპირ მიდი რაგბის კავშირში. არანაირი ფოსტა და დარეკვა. არავინ გეტყვის უარს
ასეა ეს
22 იანვარი 2018 15:54
0
იმედია იგემებთ ქართველების კლასიკურ თამაშს
daviti
22 იანვარი 2018 14:24
0
გამარჯობა! შეგიძლიათ ვინმემ დამეხმაროთ? დამოუკიდებელი ფოტოგრაფი ვარ და საქართველოს ნაკრების (რაგბიში) და დიდი ათიანის თამაშების გადაღება მინდა. აკრედიტაცია სად უნდა გავიარო? რაბის კავშირს მივწერე და არ პასუხობენ ფოსტას, ტელეფონს არ იღებენ. იქნებ საიტის ადმინისტრაციას ქონდეს მათთან კონტაქტი და დამეხმაროთ ამის გარკვევაში. მადლობა წინასწარ ყველას.
Photographer
22 იანვარი 2018 14:13
0
დაეხმარეთ, მინიმუმ პასუხი გაეცით!
Z.LO
22 იანვარი 2018 20:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული