რაგბი

ეროვნული ნაკრები

გიორგი ნემსაძე: მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ მივეცით

AutoSharing Option
2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის 47:0 დამარცხების შემდეგ, გუნდის თამაშით კმაყოფილი გახლდათ გიორგი ნემსაძე, რომელმაც "ბორჯღალოსნებს" პირველად უკაპიტნა:

"თამაში ისეთი ანგარიშით დასრულდა, არ შეიძლება კმაყოფილები არ ვიყოთ. ვითამაშეთ გაშლილად და ლელოების უმეტესობაც ფრთებიდან დავდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს და ასევე იმ გულშემატკივარს, რომელიც მთელი სულით და გულით გვქომაგობდა მთელი თამაშის განმავლობაში. არ ვაკნინებ ბელგიას, რომ თითქოს მათ ვერაფერი შეძლეს, უბრალოდ ჩვენ მათ ჩვენი თამაშით არ მივეცით არაფრის გაკეთების შესაძლებლობა. შევუზღუდეთ სივრცეები და ფაქტობრივად ხაზი ვერ გაგვიჭრეს“.