როგორც იცით, "ბორჯღალოსნები" ინგლისში იმყოფებიან და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად წვრთნას გადიან.
"ედი ჯონსის იმედები, რომ საქართველოს უძლიერესი და საიმედო შერკინების ხაზი ჰყავს, გამართლდა. ვარჯიშის ღია ნაწილის დროს გამოჩნდა, რომ ქართველებმა ინგლისის შერკინების ხაზი მინიმუმ ორჯერ გატეხეს, თუმცა მსაჯი ინგლისელებს უფრო მეტ ჯარიმას უნიშნავდა.
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა ვარჯიშის შემდეგ განაცხადა:
"საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზი ნამდვილად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. ბიჭებმა ძალიან ბევრი რამ ისწავლეს. თავიდან ქართველებს
გუნდებმა სხვა ასპექტებშიც გამოსცადეს ძალა, თუმცა ყველაზე მეტი ინგლისელებმა შერკინებაში ისწავლეს. ამის შესახებ ედი ჯონსმა თქვა:
"ქართველები მხრებს და თავს სხვანაირად იყენებენ. შერკინებაში მიწოლის დროს მათი ზოგიერთი ხერხი ძველმოდურია და ზოგიც ახალი. შესაბამისად, ბიჭებმა ბევრი ისწავლეს.
ჩვენ ქართველებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. მაგალითად, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა, ისე, რომ ფეხი არ გაამოძრაონ. ისინი ამ კუთხით ძალიან ძლიერნი არიან. ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა მოახდინონ ზეწოლა შერკინებაში, ისე, რომ წონასწორობა არ დაკარგონ", - აღნიშნა ჯონსმა.
გვაღიარებენ რომ უძლიერესნი ვართ ხო? ხოდა სანამ არ მიგვიღებდნენ 6 ერში ჰქონოდათ იმედი რომ ადრე თუ გვიან შეგვხვდებოდნენ მოედანზე და იქ ნახავდნენ ჩვენი მორაგბეების ძალას. რატომ ახალი ზელანდია არ გვასწავლის უკანა ხაზით თამაშს, ვთხოვოთ იქნებ თანხმობა მოგვცენ და გვასწავლონ მათთაც რაიმე. ეხლა რომ შევხვდებით და შერკინებაში-ც რომ მოგვიგებენ, მერე იტყვიან თქვენ შერკინებაც არ გცოდნიათ და ჩვენი დონის ნაკრები არ ხართო. და მორჩება ლაპარაკი 6 ერზე. თანაც მსაჯებიც იმათკენ გადაიხრებიან, რომ გავთანაბრდებით მიწოლაში და ვეღარ ვაჯობებთ აშკარა უპირატესობით.
რა უბედურობაა რა არის.
მორჩა კინო!
P.S. რაც მეტი ასეთი ვარჯიში მით უკეთესი რაგბი გვექნება.
გაგვიხარდეს და შევირგოთ. გაიხსენეთ უელსთან და ირლანდიასთანაც კინაღამ მოგებულ თამაშებში 1-2 მეტრიდან ვერ დავდეთ ლელო. ასე რომ ჩვენ იმათგან ძლიან ბევრი გვაქვს სასწავლი. დაწყნარდით და გაიხარეთ.