სკანდალი რუმინეთსა და ბელგიაში: "ბორჯღალოსნებს" შესაძლოა ტიტული დაუბრუნონ

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge - გოგიტა ბუხაიძე

გამოცემა rugger.info-ს ინფორმაციით, რუმინეთის მორაგბეთა ნაკრებს შესაძლოა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება და რაგბი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ტიტული ჩამოართვან.

გამოცემის წყაროს ცნობით, ამის მიზეზი რუმინეთის ნაკრების წევრი სიონე ფაკაოსილეა.

ტონგელმა მორაგბემ რუმინეთის ნაკრებში სადებიუტო მატჩი 2017 წელს ჩაატარა. მანამდე ის რუმინეთში სამი წელი ცხოვრობდა.

მთავარი კითხვა აქ ისმის - ჰქონდა თუ არა მას რუმინეთის ნაკრებში გამოსვლის უფლება?

სიონე ფაკაოსილეა 2013/14 წლებში, მსოფლიოს სერიის დროს, რომელიც 12-13 ოქტომბერს ჩატარდა, ტონგის 7-კაცა ნაკრებში ირიცხებოდა.

Sportall.Ge

მსოფლიოს
სერია World Rugby-ს ოფიციალური ტურნირია. შესაბამისად, ტონგელს არ შეეძლო ასე უცებ მოქალაქეობის და ნაკრების შეცვლა.

მსგავსი პრეცედენტი უკვე ყოფილა, მაშინ რუსეთის ნაკრებში იმავე გზით ანტონ რუდო მოხვდა და მაშინ რუსეთის მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს 2003 წლის თასის კვალიფიკაციიდან მოხსნეს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რუმინეთის რაგბის კავშირმა ან ნატურალიზებული მორაგბეების წესი არ გაითვალისწინა და უბრალოდ არ იცოდა, რომ ფაკაოსილეა 7-კაცაში თამაშობდა.

თუმცა, rugger.info-ს ცნობით, ერთი ნიუანსი არსებობს, რუმინეთის სუპერლიგის საიტზე ტონგელის დაბადების თარიღი itsrugby.co.uk-სა და worldrugby.org-ის საიტების თარიღს არ ემთხვევა და სხვაობა ერთი თვეა. შესაძლოა, ეს სხვადასხვა მორაგბე იყოს, ერთი და იმავე სახელითა და გვარით.

მაგრამ თუ გამოვლინდა, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანია, მაშინ რუმინელებს რაგბი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე საქართველოსთან, რუსეთთან და ბელგიასთან წაგება ჩაეთვლებათ და ასევე 2018 წლის ტურნირის ყველა თამაშზე.

ასეთ შემთხვევაში საქართველო რაგბი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ტიტულს მიიღებს, რომელიც აქამდე რუმინეთს ეკუთვნოდა, ხოლო რუსეთი პირდაპირ მსოფლიოს 2019 წლის თასზე გავა.

თუმცა არსებობს ალტერნატიული ვარიანტიც - რუმინეთს მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპიდან მოხსნიან. ამ შემთხვევაში კვალიფიკაციაში მონაწილეობას ესპანეთი მიიღებს.

გამოცემის თქმით, ყოველ შემთხვევაში, ეს შემთხვევა რუმინული რაგბის იმიჯზე დიდი დარტყმა იქნება.

თანაც, ბელგია-ესპანეთის მატჩზე მომხდარი ინციდენტიც რუმინელების სასიკეთოდ არ მოქმედებს.


გარდა ამისა, ამავე გამოცემის ინფორმაციით, ნატურალიზების წესების დარღვევას რაგბი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სხვა ქვეყნებშიც ჰქონია ადგილი.

კერძოდ კი, საუბარია ბელგიის ნაკრებზე, სადაც 10 არაბელგიური წარმოშობის მორაგბე თამაშობს.

Sportall.Ge

პირველი, ვისზეც ეჭვი გაჩნდა, ვიკტორ პაკეა, რომელიც ადრე საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა.

L'Union-თან ინტერვიუში პაკემ თქვა:

"ბელგიის ნაკრების თავკაცმა გაიომ აიაკმა დამირეკა და მკითხა, ბელგიური წარმოშობა ხომ არ მქონდა. მე ვუპასუხე, რომ დიდი ბებია წარმოშობით ბელგიიდანაა".

World Rugby 8.1(b)-ს წესით თანახმად, მოთამაშეს შეუძლია ნაკრების ღირსება იმ შემთხვევაში დაიცვას, თუ მისი ბებია ან ბაბუა ამ ქვეყანაში დაიბადა და თუ მას სხვა ნაკრების მაისურით არ უთამაშია. მაგრამ წესით მიხედვით, ნატურალიზება არ ხდება დიდი ბებიისა და ბაბუის ყოლის შემთხვევაში.

პაკეს გარდა კი ერთბაშად 9 მორაგბის ვინაობა დასახელდა, რომლების გამოსვლის უფლება ბელგიის ნაკრებში საეჭვოა. ესენი არიან: გიიომ მორტიე, ვენსან ჰარტი, ტომას უოლრაფი, ბასტიენ გაიარი, ტომ ჰერენგერიმ, ვენსან ტოზია, ტომას ვერვურტი, ჯეიმს პირსი და ოლივერ კლაკსტონი. ყველა ეს მორაგბე შესაძლოა, არასწორი წესით ყოფილიყო ნატურალიზებული და ყალბი პასპორტები ჰქონდეთ.

არც ერთი მათგანი ბელგიაში არ დაბადებულა და ადგილობრივ ჩემპიონატში არ უთამაშია. არც მათ მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს არ უცხოვრიათ ბელგიაში, - წერს rugger.info.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩემი აზრით რაგბის და ფეხბურთის შედარება უაზრობაა,მათი განვითარების მასშტაბებს თუ გადავხედავთ.რაგბი ჯერ არაა განვითარებული,რომ იძახით უმაღლეს დონეზე 10 ნაკრები თამაშობსო,რომელი ათი ნაკრები ახალ ზელანდიასთან ნებისმიერს მიზერული შანსი აქვს მოგების.ფეხბურთში ასე არაა.ძლიერი და პირველი სპორტი მაშინ იქნება რაგბი საქართველოში როცა მათ სტაბილურად ეთამაშება და წინასწარ არ იქნება განწირული წაგების თვის მაღალი ეშელონის გუნდებთან.ფეხბურთელებიც რომ თამაშობდნენ სულ გიბრალტართან ლიხტენშტეინთან სან მარინოსთან ესენიც სულ პირველზე იქნებიან.
მერო
28 მარტი 2018 21:37
8
ვაჟკაცური სპორტიაო მაგარია :დ მაგრად ვიცინე. რომელია ერთი ლგბტ სპორტი თუ ძმა ხარ.
ოოოოოო
28 მარტი 2018 12:34
10
sportall-ის რედაქციავ არა ვარ ეს დედააფეთქებული რობოტი არააააააააააა!!!!!
tazo
28 მარტი 2018 10:39
0
თაზო,გაანებე მტკიცებას თავი,მაინც ვერ დააჯერებ.ეტყობა თვითონ არიან რობოტები.უბრალოდ საწყენია, ასეთ უაზრობაზე რომ გვახარჯინებენ დროს და ნერვებს.მიზანი მაინც ეთქვათ,რის მიღწევას ცდილობენ მაგით,საქართველოში ხომ რობოტების ერა ჯერ არ დამდგარა.
რაც შეეხება ამ სტატიას,ყურადღება იმას მივაქციე,რომ სკანდალი რაგბი ევროპის ხელმძღვანელის ჩალიჩზე კი არ არის ატეხილი,არამედ რაღაც წესების დარღვევაზე,რომლის კონტროლიც ალბათ რაგბი ევროპის ფედერაციას თავიდანვე უნდა ჩაეტარებინა და არა მომხდარიდან ერთი წლის შემდეგ ატეხილიყო ხმაური.სკანდალი უფრო ბელგია რუმინეთის მსაჯობაზე უნდა ატეხილიყო და დამატებით არგუმენტად,შარშანდელი რუმინეთი საქართველოს მსაჯობაც დამატებოდა
სოსო
28 მარტი 2018 11:21
0
ოჰ თქვენ გენაცვალეთ რაგბის გულშემატკივრებო! ფეხბურთში რომ გვყავდეს მსგავსი დონის გუნდიდა კომენტარებში ვინმემ მსგავსი რამ რომ დაწეროს მის საყვარელ სპორტსა და გუნდზე ისეთი ამბები ატყდებოდა, რომ რა გითხრათ, თვითონაც იცით. ოო დადა - ნაბოდვარზე კომენტარებს რომ ვკითხულობ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები როგორ განსხვავდებიან ფეხბურთისა და რაგბის გულშემატკივრები. თუმცა მე თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ სრულიად ქართული სპორტის. მადლობა კაცებო ამ მონაჩმახის ასეთი კომენტარებისათვის.
emigranti
28 მარტი 2018 03:35
0
იხვის ტოლმა თუ გიჭამია საერთოდ?:)))თავს რომ დებ ფეხბურთის გულშემატკივრობაზე , შენი შეფასებით ჩვენი ფეხბურთი რომელს ეშელონშია ა? ევროპაში უმდაბლეს მე-4-ში თუ არ ვცდები, ხო ეგრეა?! ხო მაგრამ მაინც გულშემატკივრობ, არა? ხოდა ჩემო ძმაო ჩვენი რაგბი თუ არ გიყვარს გაეშვი საერთოდ ესეთი სირობების წერას, წერე ფეხბურთზე. წარმატებები ქართულ ფეხბურთს! ხო მართლა, რაგბი ჩვენი თამაშია!!!
ოოოო და დააა:)))
28 მარტი 2018 02:15
0
წადი ვიკიპედიაში მაინც ნახე რამდენი ქვეყანა თამაშობს რაგბს, თუ უმაღლეს დონეზე თამაშს გულისხმობ ფეხბურთს მასე სულ 20 იოდე ნაკრები თამაშობს, მაგის სულ რაღაც ნახევარი კი რაგბს.
ოოო-ს
28 მარტი 2018 16:46
0
იხვის ტოლმა მიჭამია კიდეც და გამიკეთებია კიდეც. (მზარეული ვარ) მერე მეორე ფეხბურთს თამაშობს 250 ქვეყანა, რაგბს 20
ოოოოოოოო
28 მარტი 2018 13:35
9
ერთი ჩემ კომენტარებს ვინც დისლაიქს აძლევს მიზეზი მაინც გქონდეთ. 1 წავაგებთ და ბიჭებმა იბრძოლესო. თქვე კაი ხალხნო რაგბიც ეგაა, აბა ფანდარასტივით ხოარ დადგები შერკინებაში. 2 რაგბი ჩვენი თამაშია არა იხვის ტოლმა, საიდანაა ჩვენი თამაში პირტუგალიას, ესპანეთს, გერმანიას და რუსეთს რომ ვუგებთ? სრულ არარაობებს ამ სპორტში. მაგათ კაი სოფლელი ჯანიანი ბიჭებიც მოვუგებთ წესები, რომ აგვიხსნან. 3 ვინც იძახით წარმატებულია რაგბი საქართველოშიო იმ ხალხიდან 85 % პროცენტი გარტყმაში არაა რაგბის თამაშში თუ წესებში. 4 როდემდე უნდა ვიაროთ ესე პატარა ერის სინდრომით შეპყრობილებმა და ურა გახარებულებმა რუსეთის ჩლუნგი ნაკრების დამარცხებების მერე. არ თამაშიბენ ეგენი რაგბს არა, არ უნდათ. რომ ავსებთ სტადიონებს ამ სტვირინოზა თამაშებზე რა ემოციას გაძლევთ ვერ ვხვდები, როდესაც 99.9% დარწმუნებულები ხართ რომ მოიგებთ. კაროჩე მე როგორც ფეხბურთის ქომაგი შეურაცყოფად მიმაჩნია ფრაზა "რაგბი ჩვენი თამაშია" . უკეთესი იქნებოდა " რაგბი ჩვენი თამაშია, რადგან პირველი დონის გუნდი 8 არის და ვერ ვუგებთ, ვიბრძვით კია აი მეორე დონის გუნდებიდან ჩვენზე კარგად არავის გამოდის რაგბის თამაშიი"
ოოოოო და დააააა
27 მარტი 2018 17:33
59
გაიხარე გლახუნა!
B-52
28 მარტი 2018 16:50
0
რაგბი არის ბრძოლა და ვაჟკაცობა, რაგბი რომ ითამაშო მხოლოდ ფიზიკური სიძლიერე არ არის საკმარისი, მთავარია გამბედაობა, ანუ შიშმა არ უნდა შეგიპყროს. ამის გამო ის ძალიან ახლოსაა ჩვენ ისტორიულ მენტალობასთან, სწორედ ბრძოლამ, ვაჟკაცობამ, უშიშრობამ/გამბედაობამ მოიყვანა საქართველო აქამდე, მაგიტოა ჩვენი თამაში. რეიტინგიც შთამბეჭდავი გვაქვს ქვეყნის მდგომარეობის გათვალისწინებით.
zua
28 მარტი 2018 07:39
0
ყველა გამოხმაურება
ყველაზე არაესთეტური სპორტი, სრული უაზრობა. გაიქცევა დაეცემიან, გამოიქცევა დაეცემიან. ემოცია მანდ არარის და არაფერი.
დააა
27 მარტი 2018 15:45
90
დააა-ს-შენ თუ რაგბიში ემოციებს ვერ ხედავ, მაგარ ფსიქოტროპულებს სვამ ეტყობა:)):))))
tazo
28 მარტი 2018 10:37
0
და არც ფარდაა, არც ორკესტრი, მუსიკა არ ისმის და დეკორაციები დეკორაციები არ ჩანს, ....კონსიერჟი არ გეგეგება, პალტოს არ იბარებს, პარტიტურას არავინ არიგებს, ბუფეტში პონჩიკები არ იყიდება . . .არც ესთეტიკად არც სრომანტიკა ....ეჰჰჰ
უილიამი
27 მარტი 2018 17:54
2
რითია მაგარი გაფიცებ გაგვაგებინო იქნებ :დ
ოოოოო
27 მარტი 2018 13:38
47
ეგ ყველასთვის თავისებურადაა ზოგს რისთვის და ზოგს რისთვის მოსწონთ რაგბი. პირველად რომ ვნახე მეც უაზრო ზედახორა მეგონა , მაგრამ კარგად რო ჩაწვდები თამაშს და მის ფასეულობებს შენც მოგეწონება. რაგბი ლამაზი ქალი არაა ერთი ნახვით შეგიყვარდეს, ნელნელა უნდა მოიწამლო მისით. (აუ, რა პოეტურად გამომივიდა) :D
irakli81
27 მარტი 2018 14:12
2
აზრი არ აქვს, მაინც ვერ გაიგებ. ჯობია ისევ ბალეტს მიაწვე.
haha
27 მარტი 2018 13:55
1
ესეთ მაგარ სპორტს როგორიც რაგბია რატომ ყავს ესეთი უნიჭო მმართველები? ამ ჩახლართული სქემებით აბანძებენ რაგბს.ისე ამ წესებით შაჰ აბასს შეეძლო საქართველოს ნაკრებში ეთამაშა, ბებია ქართველი ყავდა როგორც მახსოვს. :D
irakli81
27 მარტი 2018 12:54
1
მაშ ესპანეთი?
იდალგო
27 მარტი 2018 14:21
0
წესები თუ დაიცვა ყველამ ვისღა ათამაშებენ, გინდა ესენი და გინდა ბობოლები. აქ საქმე "გადატრიალებაშია", ამიტომაც ასე ერთბაშად გამჟღავნდა ამდენი შეცდომა. ვისაც აწყობს ის ალაპარაკდა.
ანდროიდი
27 მარტი 2018 13:44
0

სიახლეები პოპულარული