"ბორჯღალოსნების" 40-კაციანი შემადგენლობა, რომელიც ზაფხულის მატჩებისთვის მოემზადება

AutoSharing Option
31 მაისს "ფრანგ ბარბაროსებთან" და ივნისში ოკეანეთში გასამართი სამი ტესტ-მატჩისთვის ჯამში 40 "ბორჯღალოსანი" მოემზადება.

მათი ნაწილი უკვე თბილისშია და უახლოესი შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც მილტონ ჰეიგის შეგირდები 31 მაისს, 20 საათზე "დინამო არენაზე" გამართავენ. ფიჯიზე, კერძოდ, სუვაში გასამართი 2018 წლის "წყნარი ოკეანის თასზე" წამსვლელთა სია მოგვიანებით დაზუსტდება.

შეგახსენებთ, "წყნარი ოკეანის თასზე" 9 ივნისს ტონგას, ხოლო 16-ში მასპინძელ ფიჯის ვეთამაშებით, 23 ივნისს კი ტოიოტაში იაპონიის ნაკრებთან ტესტ-მატჩს გავმართავთ.

საზაფხულო გაფართოებულ შემადგენლობაში 23 მორკინალი და 17 ბექია. ზე რაგბის იაპონურ ფრანჩაიზში, "სანვულვზში" გადასვლის
შემდეგ ნაკრების კვართით პირველად ითამაშებს კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე. გაფართოებულ შემადგენლობაშია გორის "ჯიქის" შუამარბი რევაზ ჯინჯიხაძე, რომელსაც "ბორჯღალოსანთა" კვართით ჯერ არ უთამაშია.

23 მორკინალიდან 19 ლეგიონერია - 15 საფრანგეთიდან და თითო-თითო იაპონიიდან, ინგლისიდან, უელსიდან და რუსეთიდან.

ერთწლიანი შესვენების შემდეგ ნაკრებს უბრუნდება თამაზ მჭედლიძე. ხაზში საფრანგეთიდან ორი ლეგიონერი გვყავს, სამი ციმბირული კლუბებიდანაა, ხოლო დანარჩენი 12 დიდი 10-ის წარმომადგენელია.

მილტონ ჰეიგი ამბობს, რომ ოკეანეთისა და იაპონიის ტურნესათვის 33-კაციანი შემადგენლობა უახლოეს მომავალში დასახელდება:

"ტრავმებიდან დაბრუნებული მოთამაშეების გათვალისწინებით, ზაფხულის სანაკრებო ფანჯრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დავასახელეთ. ამ მორაგბეების ნაწილს ნაკრების კვართით დიდი ხანია არ უთამაშია და ახლა ეძლევათ შანსი დაამტკიცონ, რომ სანაკრებო რაგბისთვის მზად არიან.

უახლოეს მომავალში დავასახელებთ 33-კაციან შემადგენლობას, რომელიც ოკეანეთისა და იაპონიის ტურნეზე გაემგზავრება. მანამდე 31 მაისი და უმნიშვნელოვანესი მატჩია "ფრანგ ბარბაროსებთან", რომელსაც "დინამო არენაზე" გავმართავთ".

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა:

Sportall.Ge

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
შკინინს იმენა ერჩიან რა. ასეთი სეზონი მგონი აქამდე არც ჩაუტარებაი, რეკორდი მოხსნა 23 ლელო დადო და მაინც არ იძახებენ, არა და კარგ ფორმაშია.
გიო
23:53 27-05-2018
0
ნარიაშვილი სავარაუდოდ კლუბმა არგამოუშვა. გორგაძე, შარიქაძე, თხილაიშვილი ტავმირებულნი არიან. ბექამ კი დაიწყო ვარჯიში მაგრამ არაა მისი გამოძახება მიზანშეწონილი ჯერ. გელა U20 წასული. ფეიქრიშვილი და კოშაძის არგამოძახებაზე არვიცი და მაინტერესებს მიზეზი. სხვა მგონი ყველა არიან ნუ ბურჯებს თუ არჩავთვლით დიდი კონკურენციის გამო. მე პირადად ხატიაშვილი, კაკოვინის ნახვას ვისურვებდი.
beeq.777
16:20 23-05-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული