"ფრანგი ბარბაროსების" მთავარმა მწვრთნელმა დავიდ ორადუმ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთან (15:16) ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"არ ვიცი, თქვენ როგორ უყურებთ, მაგრამ ეს "ფრანგი ბარბაროსების" ძალიან ძლიერი ნაკრები იყო. გვიხარია, რომ საქართველოს მსგავს სერიოზულ და პროგრესირებად გუნდთან თამაშის საშუალება მოგვეცა და კარგი თამაშიც ვიხილეთ. თქვენი გუნდიდან 14 ნომერს გამოვარჩევთ, რომელმაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა", - თქვა ორადუმ.
შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნების" 14-ნომრიანი მაისურით სოსო მათიაშვილი თამაშობდა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
მილტონ ჰეიგი: დაცვის მხრივ რაღაც სქემებმა არ იმუშავა
არის! არის! საქართველოს ნაკრებმა"ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა! [VIDEO]
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით