"ბორჯღალოსნები" იტალიას 10 ნოემბერს ფლორენციაში დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" ამა წლის ნოემბერში იტალიას ეწვევიან და მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან 10 ნოემბერს, ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მეოთხე ტესტ-მატჩს გამართავენ.

თამაში ფლორენციაში, "ფიორენტინას" სტადიონზე, "არტემიო ფრანკიზე" გაიმართება, რომელიც 1931 წელს აშენდა, 1990 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და 43 147 მაყურებელს იტევს.

"არტემიო ფრანკიმ" საერთაშორისო სანაკრებო მატჩს ორჯერ უმასპინძლა და იტალიელთა ისტორიული გამარჯვების მოწმეა. "აძურიმ" 2010 წლის 20 ნოემბერს ფლორენციაში ავსტრალია მიიღო და 14:32 დამარცხდა, ხოლო 2016 წლის 19 ნოემბერს სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და ამ გუნდთან არსებობის ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა - 20:18.

"ბორჯღალოსნებს" იტალიის
ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 3-ჯერ უთამაშიათ, სამივეჯერ იტალიაში და ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა - 3:0.

პირველი შეხვედრა 1998 წელს ლაკვილაში გაიმართა. ეს იყო 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი და მასპინძლებმა 31:14 იმარჯვეს. 2000 წელს, ექვსი ერის ზღარზე მყოფმა იტალიამ ლივორნოში მიგვიღო და 51:7 იმარჯვა.

"აძურის" ბოლოს 15 წლის წინ (2003) ვეთამაშეთ. მაშინ გუნდები მსოფლიო თასისთვის ემზადებოდნენ და ასტიში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა, შეხვედრა კი იტალიის ნაკრების 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 31:22.

მატჩის ბილეთების გაყიდვა, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს დაიწყება, რის შესახებაც ინფორმაციას რაგბის კავშირი შემოგთავაზებთ.

altკოქტეილი, მზე... - "ბორჯღალოსნები" ფიჯიზე [PHOTO]


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
გვექნება თუ არა ერთი ცალკე გამოყოფილი ტრიბუნა სტადიონზე ქართველ გულშემატკივრებს და აპირებს თუ არა რაგბის კავშირი გულშემატკივართა ორგანიზებულ ჩასვლას ამ თამაშზე?
გიორგი
04 ივნისი 2018 18:09
3
რაგბში გულშემატკივრები ცალკე ტრიბუნაზე არ ხდებიან. ორივე გუნდის გულშრმატკივრები ერთად სხედან და ფეხბურთის გულშემაყკივრებისგან განსხვავებით ერთმანეთს არ სცემენ და შეურაცყოფას არ აყენებენ
გიორგი
05 ივნისი 2018 12:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული