იაპონია - საქართველო 28:0 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ივნისს, ტოიოტაში  "ბორჯღალოსნებმა" 2018 წლის ზაფხულის დასკვნითი ტესტ-მატჩი იაპონიასთან 0:28 წააგეს.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და საჯარიმოთი ანგარიში გახსნეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა  სველ მოედანზე გადაკიდებებით სცადა იერიშების მიტანა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

მე-16 წუთზე იაპონიამ საჯარიმო გააცუდა.  მე-18 წუთზე მსაჯმა ვიტო კოლელიშვილი გააძევა, საჯარიმო კი მეტოქემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობაც. სამაგიეროდ 32-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 6:0 გახადა. მერე მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა. იაპონელებმა ბოლოს ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენეს და
პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

იაპონიამ ტაიმი 3 რეალიზებული საჯარიმოთი მოიგო და არც ერთი გუნდი ლელოს გატანასთან ახლოსაც არ ყოფილა.

შესვენების მერე იაპონელები უპირატესობას დაეუფლნენ,  2 ლელო დადეს, გარდასახვებშიც უნაკლონი იყვნენ და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს - 23:0. თან, გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო. შემდეგ მსაჯებმა არჩასათვლელი ლელო ჩათვალეს, ხოლო მეტოქემ გარდასახვის რეალიზება ვერ მოახერხა.

მოკლედ, მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სამწუხაროა.
მკითხველის კომენტარები / 107 /
მე არ მაახსენდება ჩვენს ბიჭებს ნულზე წაეგოთ თამაში. როდისმე ყოფილა ასეთი შემთხვევა? იქნებ ვინმემ გვამცნოს? მადლობა..
lukako
12:42 26-06-2018
0
ადრეც არაერთხელ დამიწერია და ახლაც ვიმეორებ. საქართველოს ნაკრებმა თავისი თავი დიდი ხანია ამოწურა იმ დონეზე, რა დონეზეც ის თამაშობს. მხედველობაში მაქს,ევროპა რაგბი. მეორე ეშელონში ჩვენი დონის მეტოქე ფაქტიურად აღარ გვყავს. შესაბამისად მოტივაცია და ინტერესი ფერმკლთალდება. თუ იცი რომ საბოლოო მიზანი არ გაქვს, ყველაფერი აზრს კარგავს. მოხდება სსწაული და გაფარდოვდება ექვსი ერი, კი ბატონო, გვეშველება, არ გაფართოვდება და კიდევ უფრო უკან წავალთ და სხვა,ჩვენზე დაბალი დონის გუნდებიც გადაგვასწრებენ.თუმცა პესიმისტი ვარ!!!!
giga
16:34 25-06-2018
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული