რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლინ ჯონსი: ჩვენ საქართველოს დავამარცხებთ

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის ფედერაციამ უელსელ ლინ ჯონსს კონტრაქტი 2019 წლის ნოემბრამდე გაუფორმა მისი კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით და მან ერთობ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

"გუნდს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ჩვენ ერთად შევქნით კონკურენტუნარიან გუნდს, რომელიც ევროპირველობაზე წარმატებით იასპარეზებს და პირველად მრავალი წლის განმავლობაში რუმინეთსა და საქართველოს დაამარცხებს.

სამუშაო ძალიან ბევრია და რაც ადრე შევუდგები საქმეს, მით უკეთესი. ჩვენ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ", - განუცხადა ჯონსმა rsport.ria.ru-ს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს 22-ჯერ შეხვდა, 20-ჯერ დაამარცხა, ერთხელ დაუზავდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა
25 წლის წინ.

alt"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები წვიმასა და სეტყვაში პრემიალურით დაამარცხეს [VIDEO]

alt"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 28 /
რუსებს, ისევე აქვთ ძლიერ ნაკრებებთან სპარინგის დეფიციტი,როგორც ჩვენ.ამიტომაც სწორედ ჩვენზე გამარჯვება დაუსახა ზეამოცანად თავის ნაკრებს ჯონსმა.ძალიან სწორი ნაბიჯია მისი მხრივ.ჩვენ კი ჩვენის მხრივ კონცენტრაცია და მოტივაცია არ უნდა დავკარგოთ,თორემ თუ ერთხელ გაუვარდათ და მოიგეს,ისეთი რწმენა მიეცემათ თავისი თავისა,რომ შემდეგ მათი შეჩერება შეიძლება გაგვიჭირდეს კიდეც.რუსებს რაგბის განვითარებისთვის განუზომლად დიდი რესურსები აქვთ,ფულადიც და ადამიანურიც,ასე რომ თუ სწორი მიმართულებით იმუშავებენ,სადღაც ათ წელიწადში ხელშესახები შედეგები შეიძლება ჰქონდეთ,ისევე, როგორც ჩვენ ახლა დავიწყეთ განვითარების პროგრამებისაგან შედეგების მიღება.რუსთა გუნდები სისტემატურად გამოდიან კონტინენტის ფარის ტურნირზე და ესეც აისახება მათი თამაშის ხარისხზე,ესეც ხომ გამოცდილებაა და ბათუმის გამოსვლამ დაგვარწმუნა ამაში.ცოტა ხნის წინ შემთხვევით გადავაწყდი და ენისეი სლავას მატჩის მეორე ტაიმს ვუყურე.უნდა გითხრათ,მშვენიერი თამაში იყო,საკმაოდ ტემპიანი და სანახაობრივი,კლასითაც ჩვენს ჩემპიონატზე შეიძლება ცოტა უკეთესი.ასე რომ სიმშვიდის საბაბი ნამდვილად არა გვაქვს,თუ განვითარება არ გავაგრძელეთ,სულ მალე დაგვეწევიან და გადაგვასწრებენ კიდეც.ჩვენი განვითარების მთავარი მიმართულება კი რაგბის მასობრიობის გაათმაგება და გაოცმაგება უნდა იყოს.ეს ერთი მხრივ რაგბის წინსვლის ტემპს გაზრდის,მეორე მხრივ კი ახალგაზრდობას ნარკომანიისაგან დააზღვევს,რაგბის ხომ სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღები თამაშობენ,ხოლო რაგბის სკოლა გამოვლილი ახალგაზრდა,ნამდვილ ვაჟკაცად ყალიბდება.ზნეობის ,სამშობლოს,მეგობრის,სიმართლის,ქართული მენტალიტეტის და ტრადიციების დამცველად,რომელიც მენტალურად უკვე მზად არის თავისი პირადი უკან გადასწიოს საქვეყნო ინტერესებისათვის.ჩემი აზრით სწორედ რაგბის შეუძლია გახდეს გირჩის თავიან ჯაფარიძის და კრიმინალ მოსამართლეთა მიერ დამკვიდრებული ლეგალიზებული ნარკომანიის საწინააღმდეგო რბილი ძალა/დამეთანხმებით,რომ როცა ყმაწვილი ხედავს ერთ მხარეს დაკუნთულ,ნამდვილ ვაჟკაც ახალგაზრდებს,ხოლო მეორე მხარეს დაყვიციანებულ,სანთლისფერ,თვალებჩავარდნილ ნარკომანებს,გამოლენჩებულებს,შუშის თვალებით,მხოლოდ მოსაწევის შოვნაზე რომ ფიქრობენ,ეს ახალგაზრდა ბუნებრივია არჩევანს ცხოვრების ჯანსაღი წესის სასარგებლოდ გააკეთებს.ასე რომ რაგბი ჩვენი თამაშია და ყველანი რაგბიზე,მათ შორის რუსებიც,მათი ახალგაზრდობაც ხომ ლოთობაში იხრჩობა.ამისათვის კი ყველა ცოდოა.
სოსო
07 აგვისტო 2018 12:33
2
რუსების მწვრთნელისგან ეს პიარია, გასაგებია. მაგრამ ჩვენი ნაკრები რომ რეგრესს განიცდის, ესეც გასათვალისწინებელია. ექვსი ერი არ გვიშვებს, ამიტომ ალტერნატივა საძებნია, იგივე ოკეანიის ქვეყნები, სამხრეთი აფრიკა, არგენტინა, იაპონია. მთავარია მორალური სიმტკიცე შეინარჩუნოს ჩვენმა გუნდმა, რაც იაპონიასთან აშკარად აკლდა.
მერაბი
06 აგვისტო 2018 10:40
0
არ მინდა რომ ვთქვა,მაგრამ ბოლო შეხვედრებში ჩვენ ნაკრებს რეგრესს ვამჩნევ,შერკინება სუსტად გამოიყურება,ერთი ადგილითაც უკან ჩამოვინაცვლეთ,ასე არაა?თუ ასეა,რატომ გიკვირთ,რომ მოტივირებულმა რუსეთის ნაკრების მწვრთვნელმა ქადილი რეალობად აქციოს?
zastaveli
05 აგვისტო 2018 22:09
0
"კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო."
გამარჯვებები საქართველოს ნაკრებს!
მანჩო
05 აგვისტო 2018 07:33
3
ასეთი ფორმულირება ამ გამონათქვამმა კომუნისტური წყობის დროს მიიღო, თითქოს ღმერთი ხალხს დასცინოდა.კი იცით, რომ მაშინ ყველაფერს აკეთებდნენ ეკლესიის დასაკნინებლად. ასე არის სწორი ფორმა (დააკვირდით შინაარსობრივადაც)და ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ: ,,კაცი ბჭობდა და ღმერთი განაგებდაო."
ნათია
05 აგვისტო 2018 10:22
1
ასეთი თავხედობა "დასაფასებელია". ჩვენთან მოგება ისე ეამაყება რო ყველაფერზე წამსვლელია. ლინ ჯონს დაიმახსოვრე თამაშს უკეთესი ალგორითმი იგებს და არა სურვილი. ახალი ზელანდია საუკეთესო ალგორითმს ფლობს სარაგბო სამყაროში და იმიტომაც არის ასეთი ძლიერი. ჩვენ მოგებაზე ფიქრს კი თავი დაანებე. ქართველი მორაგბეები ისე არ გაფარჩაკდებიან რუსებმა რო მოუგონ.
შოკირებული გულშემატკივარი
04 აგვისტო 2018 21:13
2
ვერ გადაგვიღუნოთ ბიჭოო!
გიო
04 აგვისტო 2018 21:07
2
წელიწადში ერთხელ დაკეცილი ქოლგაც ისვრის :). როდესმე ესენიც მოიგებენ. ყოველ შემთხვევაში მათ ასე ჰგონიათ. კაცი იმედით ცოცხლობს :დდდ
ნათია
04 აგვისტო 2018 20:25
0
მარიხუანა რუსეთშიც ლეგალიზებულია? :დდდდდ
ნოზკა
04 აგვისტო 2018 17:20
2
ნუ, ერთხელაც იქნება და დაგვამარცხებენ. ალბათობის მიხედვით ეს მაინც მოხდება. ჩვენ და რუსები სამწუხაროდ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს, რო დავასხი 6 ერის მამებს თავსლაფი DDDDDDDD
არც ირლანდიელებს მოეგოთ არასდროს ახალი ზელანდიისთვის და შარშან კი გააგორეს რაგბის "ჯადოქრები". ასე რომ... რუსეთსაც ექნება შანსი.
korben dallas
04 აგვისტო 2018 16:49
1
მეტი რაღა მიღწევა უნდათ, მაგათმა მაქსიმუმი გააკეთეს, ბოლოს 1 ტაიმი მოგვიგეს და ისეთი წარმატებაა (იმედია უკანასკნელიც),რომ ეს უნდა გადასცენ მომავალ თაობებს: "ნახეთ რა გუნდი გვყავდა, ქართველებს "დაჟე 1 ტაიმი მოვუგეთ"ო........... "ვ ო ტ ტ ა კ"!
gela gloveli
04 აგვისტო 2018 13:22
1

სიახლეები პოპულარული