რაგბი

ეროვნული ნაკრები

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლინ ჯონსი: ჩვენ საქართველოს დავამარცხებთ

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის ფედერაციამ უელსელ ლინ ჯონსს კონტრაქტი 2019 წლის ნოემბრამდე გაუფორმა მისი კიდევ ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით და მან ერთობ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

"გუნდს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, ჩვენ ერთად შევქნით კონკურენტუნარიან გუნდს, რომელიც ევროპირველობაზე წარმატებით იასპარეზებს და პირველად მრავალი წლის განმავლობაში რუმინეთსა და საქართველოს დაამარცხებს.

სამუშაო ძალიან ბევრია და რაც ადრე შევუდგები საქმეს, მით უკეთესი. ჩვენ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე უნდა გავიდეთ", - განუცხადა ჯონსმა rsport.ria.ru-ს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს 22-ჯერ შეხვდა, 20-ჯერ დაამარცხა, ერთხელ დაუზავდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა
25 წლის წინ.

alt"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები წვიმასა და სეტყვაში პრემიალურით დაამარცხეს [VIDEO]

alt"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

Sportall.Ge