Associated Press: საქართველოს იტალიის ნაკრების ჩანაცვლების პრეტენზია აქვს

AutoSharing Option
იტალიის რაგბის ნაკრები ნოემბერში ოთხ მატჩს მართავს ირლანდიის, საქართველოს, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან, თუმცა გამოცემა Apnews.com-ი ამ შეხვედრებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოსთან მატჩს მიიჩნევს.

"მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან გასამართი შეხვედრები ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსა და ირლანდიასთან მატჩებია. საქართველოს ნაკრები იტალიას რეიტინგში ერთი პოზიციით უსწრებს და აქვს პრეტენზია, რომ 6 ერში სწორედ "აძური" ჩაანაცვლოს.

იტალიის ნაკრების კაპიტანს კი მისი გუნდის იმედი აქვს და ამბობს, რომ მთავარია, მოთამაშეებმა ირწმუნონ საკუთარი ძალების, გამარჯვება კი აუცილებლად მოვა", -
ვკითხულობთ Apnews.com-ზე.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება 10 ნოემბერს, ქალაქ ფლორენციაში გაიმართება, შემდეგ კი ჩვენი გუნდი თბილისში სამოასთან 17 ნოემბერს, ხოლო ტონგასთან 24 ნოემბერს ითამაშებს.

altRugbypass.com: 4 დებიუტანტი ქართველი მორაგბე, ვისაც ნოემბერში უნდა დააკვირდეთ

altSquidge Rugby: როგორ გადარია რაგბიმ საქართველო? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 30 /
ესენი ღადაობენ თუ მართლა მოღალატეები არიან?
ლევან
01 ნოემბერი 2018 06:06
0
Tinto Brass-ს - იტალიაშიც გავქვს შანსი და თან გაცილებით მეტი, ვიდრე კარდიფში გვქონდა, სადაც გაცილებით ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და არაკაცურად მოგვიგეს (თვითონ აღიარეს, კი არ ვიგონებ), მთავარია შანსი გამოვიყენოთ, ტრავმების სიმრავლის მიუხედავად. ლელო, ლელო, საქართველო!
Dato
31 ოქტომბერი 2018 18:35
2
არაკაცურად მოგებაა თანაბარი თამაშის დროს გუნდი რომ უნამუსოდ მოგიგებს.შოტლანდიელებმა ხომ ყველა ასპეკტში გვაჯობეს.კი მართალია ინგლისელი მსაჯი მეთიუ ქარლი და სქოთი გრეიგ ლეიდლოუ უნამუსოდ მოიქცნენ,მაგრამ მათ საქციელს ხომ შედეგზე არ უმოქმედია და ვერც იმოქმედებდა იმდენად უპირატესობა ჰქონდათ შოტლანდიელებს.
გიოშა
02 ნოემბერი 2018 09:42
0
სამყურები თავის საქმესგააკეთებენ,მოუგებენ იტალიას,ჩვენ არ ჩავისვაროთ.თუ კო რაღაცას წარმოვადგენთ.ქართველებო გაგვემარჯოს!!!
Qartveli
31 ოქტომბერი 2018 17:53
1
იტალიაში შანსი არ აქვთ, სხვა საქმე იქნებოდა თბილისში რომ ჩატარებულიყო მატჩი.
tinto brass
31 ოქტომბერი 2018 17:40
15
მე მჯერა ჩვენი ბიჭების და დარწმუნებული ვარ თავის "დიდგორს" ჩვენი მეომრები მოიგებენ! თქვენს უკან საქართველოა და ქართული რაგბის ისტორია, სადაც ამ დღეს კიდევ ერთი ოქროს ასოები დაემატება!! რაგბი ჩვენი თამაშია!!!
ლაშა
31 ოქტომბერი 2018 16:46
1
10 ნოემბერს ვნახოთ. იტალია გაგანადგურებთ
,, ანზორი
31 ოქტომბერი 2018 16:14
34
გაგანადგურებთ რა არი?)))
zuka
01 ნოემბერი 2018 00:01
2
პირიქით ხომ არ დაწერა,იტალიას ხომ არ ემუქრება საქართველოს სახელით )))
ვახო
31 ოქტომბერი 2018 23:31
1
ყველა გამოხმაურება
ო, როგორ გვჭირდება ამ თამაშის მოგება და როგორ გაგვიჭირდება ამის გაკეთება. არადა არის მატჩები რომლებიც ფსიქოლოგიურად ძალიან გადამწყვეტ როლს თამაშობენ და ეს მატჩი სწორედ იმათგანია. ბოლო დროს ხომ ცოტაოდენ თითქოს პესიმიზმი შეგვეპარა რაგბის ქომაგთ, განსაკუთრებით იაპონიასთან ძალიან სუსტად ჩატარებული ტესტ მატჩის შემდგომ. იტალიის ნაკრებთან მოგებით კი ახალი ისტორია დაიწერება, ახალი სული შთაიბერება მომავალი დიდი გამარჯვებების რწმენაში.
ძალიან გაგვიჭირდება მოგება, მაგრამ უკვე ვგრძნობ როგორ სწრაფად გაირბენს თამაშისთვის განკუთვნილი დრო და მორაგბეებთან ერთად რამდენ ოფლს მოვიდენთ გულშემატკივარნიც.
გამარჯვებას გისურვებთ ქართველებო!
ირაკლი
31 ოქტომბერი 2018 16:02
1
უფრო ძველი სურათი ვერ იპოვეთ?
Giorgi
31 ოქტომბერი 2018 15:57
0
პესიმისტებმა - გაზეთი აიღეთ და ტუალეტში შედით, სანამ თამაში არ დამთავრდება არ გამოხვიდეთ! :დ
ქუთაისელი
31 ოქტომბერი 2018 15:49
2
რომელ გაზეთს ურჩევთ?
aristo
01 ნოემბერი 2018 08:59
0
შევეშვათ კაცო ამ ჩანაცვლებას, უბრალოდ დაგვამატონ ჩვენ და იტალიაც იყვეს რატო უნდა ჩავანაცვლოთ..........?
მმმ
31 ოქტომბერი 2018 15:46
2
ჰო,ეგენიც კარგი ბიჭები არიანო,ამბობენ.
სოსო
01 ნოემბერი 2018 19:51
0

სიახლეები პოპულარული