ეს არის განსხვავებული თამაში - Sportall.ge მერაბ შარიქაძეს იტალიასთან მატჩის წინ ესაუბრა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებს" 10 ნოემბერს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის.

როგორც იქნა, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უნდა დაანახოს ყველას, რომ შეუძლია ექვსი ერის ნაკრებებს ტოლ-სწორად ეთამაშოს.

ამ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ "ბორჯღალოსნების" კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს საფრანგეთში დავუკავშირდით. ჩვენი ნაკრები ამ დროისთვის საფრანგეთშია დაბანაკებული და სამზადისს სწორედ იქ გადის.

შარიქაძესთან ვიდეოინტერვიუ 31 ოქტომბერს, საფრანგეთის დროით 17:00 საათზე უნდა ჩაგვეწერა (ჩვენი დროით 20:00 საათზე), თუმცა ნაკრებში დაუგეგმავი ვარჯიში დანიშნეს და ინტერვიუმ ერთი დღის გადაიწია. ვფიქრობთ, ეს ფაქტი ნათლად ასახავს, თუ როგორ ემზადებიან "ბორჯღალოსნები" იტალიასთან შეხვედრისთვის.

ვიდეოინტერვიუდან რამდენიმე ამონარიდს წერილობით შემოგთავაზებთ:

- როგორც იქნა, იტალიასთან მატჩი შედგება 10 ნოემბერს. ამას დიდი ხანი ველოდით. რა მოლოდინები გაქვთ და რა მნიშვნელობისაა ეს მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის"?
- ასეთი მაღალი მნიშვნელობის თამაში პუბლიკაში იშვიათად მახსენდება ამ ბოლო პერიოდში, რადგან ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო ამ თამაშმა. ქუჩაში ნაცნობი, უცნობი ვინც მხვდებოდა, სალაპარაკო თემა იტალიასთან თამაში იყო.

რაც შეგვეხება ჩვენ, ამ მატჩს დიდი ხანია ველით და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ თამაშს მარტო ჩვენი თაობა არ ელის, ეს შეხვედრა დაიმსახურა ძალიან ბევრმა თაობამ.

მერაბ შარიქაძე იტალიასთან მატჩის მნიშვნელობაზე

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელიც ტრავმით იყო გამოწვეული, მერაბ შარიქაძე ნაკრებს დაუბრუნდა. მისი რეაბილიტაციის პერიოდი უკვე დასრულდა და სათამაშოდ მზადაა. იმ დიდი დანაკლისის ფონზე, რაც ნაკრებს აქვს, შარიქაძის დაბრუნება სასიამოვნო ამბავია, მით უმეტეს მაშინ, როცა გუნდურად ძლიერი იტალიის ნაკრების დამარცხება ყველა ქართველ გულშემატკივარს სურს.

რის ხარჯზე შეუძლია "ბორჯღალოსნებს" იტალიის ნაკრების დამარცხება? ამ კითხვაზე პასუხი შარიქაძემ გვითხრა.

რის ხარჯზე შეგვიძლია იტალიის დამარცხება? მერაბ შარიქაძის პასუხი

მიუხედავად დიდი დანაკლისისა, საქართველოს ნაკრების მორაგბეები იმედიანად არიან. მათ გათავისებული აქვთ აღნიშნული მატჩის მნიშვნელობა და გულიანად ემზადებიან.

"თიბისი სერიის" ფარგლებში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფლორენციაში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "იმედი" განახორციელებს.

მერაბ შარიქაძესთან სრული ვიდეოინტერვიუს ყურება ქვემოთ შეგიძლიათ:
Sportall.ge - ინტერვიუ მერაბ შარიქაძესთან იტალიასთან მატჩის წინ

altმილტონ ჰეიგი - იტალიასთან მატჩზე: მინდორზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები!

altიტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: საქართველოსთან მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია

altAssociated Press: საქართველოს იტალიის ნაკრების ჩანაცვლების პრეტენზია აქვს

მკითხველის კომენტარები / 10 /
კოტე მიქაუტაძე, დავით კაჭარავა, კარლენ ასიეშვილი, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, კოკი თხილაიშვილი, მირიან მოდებაძე, გუგა შენგელია და მერაბ კვირიკაშვილი. აი ჩამონათვალი იმ მორაგბეებისა, რომლებიც ტრამვის გამო ვერ მიიღებენ მონაწილეობას თამაშებში. ბევრი იტყვის, რომ მათი სრულფასოვანი შეცვლა შეიძლება, თუმცა მე ვთვლი რომ არ არის ასე. შეთასაშებასაც ხომ უნდა დრო, გარდა იმისა რომ ამათი კლასიც სხვებზე უფრო მაღალია, განსაკუთრებით კოლელიშვილის, ჯვირიკაშვილის და კაჭარავსი. ასე რომ თუ იტალიასთან დავმარცხდით გლოვა არ უნდა გამოვაცხადოთ, თუმც საუბარი 6 ერზე დროებით უნდა გადავდოთ, ოცნებში და ფიქრებში ბუნებრივია დავრჩებით.
giga mach
06 ნოემბერი 2018 10:25
0
წააგებენ დიდი ანგარიშით იტალიასთან.ნუ ხართ ილუზიებში. საქართველო რაგბიში ჯერ არაა მაგ დონეზე.
გიორგი
03 ნოემბერი 2018 18:58
27
ოხ მოიგონ და დიდი სიამოვნებით შეგაგინებდი ))))))))))))))))))
მე
05 ნოემბერი 2018 17:03
0
სამწუხაროდ ჩვენთვის ცუდ დროს ვხვდებით იტალიას და თან გასვლაზე... ძალიან გაგვიჭირდება, დიდი იქნება ფსიქოლოგიური ზეწოლა და მთავარია უნებლიე შეცდომები რაც შეიძლება ნაკლები დავუშვათ... გადამწყვეტი ჩემი აზრით მსაჯის ფაქტორი იქნება, რომელიც საჭოჭმანო სიტუაციებში შეეცდება ექვსი ერის ,,ღირსების" შენარჩუნებას!!!!
Musenbezi
03 ნოემბერი 2018 12:25
4
თან პირველი თამაშია, ყოველთვის გვიჭირს. შემდეგ თამაშებზე ბევრად ორგანიზებული ვართ.
Irakliy
03 ნოემბერი 2018 14:17
3
Sityva kapitani gagigia an ras nishnavs gundis kapitani? Gigi
Leo
03 ნოემბერი 2018 10:47
2
არაა საჭირო ამდენი აჟიოტაჟი, ნუ შეაძულეთ ხალხს რაგბი
თავმდაბლობა არ გაწყენდათ
02 ნოემბერი 2018 20:11
45
თუ ძმა ხარ, სიმართლე თქვი, ტანში ხომ არ გაჟრიალებს? ამისთანა სისულელეს როგორ წერ?
Irakliy
03 ნოემბერი 2018 01:37
0
მერაბ შარიქაძისგან რომ იღებთ ინტერვიუს ვატო კოლელიშვილმა რა დააშავა? ნაკლები მორაგბეა??? არ შეიძლება ასე, უსამართლობაა
გიგი კოლელიშვილი
02 ნოემბერი 2018 16:58
59
ეეეეე, რას მიედ მოედები ძამია, თუ არ იცი სხვას მაინც კითხე ვინ არი შარიქაძე, ან სტატია მაინც წაიკითხე და გაიგებ!
bs
02 ნოემბერი 2018 17:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული