რაგბი

ეროვნული ნაკრები

Lanazione.it: საქართველოსთან მატჩი უნდა მოვიგოთ, მათ 6 ერში ჩვენი ადგილის დაკავება სურთ

AutoSharing Option
Lanazione.it საქართველოსა და იტალიის ნაკრებების მატჩს დიდი მოთმინებით ელოდება. ისევე, როგორც სხვა იტალიურ გამოცემებში, აქაც ვკითხულობთ იმ ამბიციის შესახებ, რომელიც საქართველოს ნაკრებს არცთუ უსაფუძვლოდ გააჩნია. საქმე ეხება 6 ერის ტურნირს, სადაც ევროპის უძლიერესი გუნდები ასპარეზობენ.

"საქართველოსთან მატჩი უმნიშვნელოვანესია "ლურჯებისთვის" (იტალიის ნაკრების მეტსახელი). ფაქტია, რომ ეს გუნდი ისწრაფვის იმისკენ, რომ 6 ერში იტალიის ნაკრების ადგილი დაიკავოს. ფაქტია ისიც, რომ ამ დროისთვის საქართველო ჩვენს ნაკრებზე წინაა საერთაშორისო რეიტინგში. ეს ის მატჩია, რომელიც "აძურიმ" აუცილებლად უნდა მოიგოს" - ვკითხულობთ Lanazione.it-ზე.

საქართველოსა და იტალიის
ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 10 ნოემბერს ფლორენციაში გაიმართება.

altCorriere.it: ქართველები წლებია ტირიან, ამიტომ 5-6 წლით ენას ჩავაგდებინებთ

altიტალიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან მატჩის წინ ძალები უნდა აღვიდგინოთ და შეცდომები გამოვასწოროთ

altეს არის განსხვავებული თამაში - Sportall.ge მერაბ შარიქაძეს იტალიასთან მატჩის წინ ესაუბრა

ასევე დაგაინტერესებთ