la gazzetta dello sport: საქართველოს ნაკრები ჯერ 6 ერში თამაშისთვის მზად არაა

AutoSharing Option
"გაზეტა დელო სპორტმა" იტალიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების ტესტ-მატჩი მიმოიხილა და ნიშნისმოგებით აღნიშნა:

"საქართველოს ნაკრები მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობითა და რაგბის ფედერაციის მხარდაჭერით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ 6 ერში თამაშის ღირსია, თუმცა დავინახეთ, რომ ამისათვის ჯერ აშკარად  მზად არაა.

ეს მატჩი ძალიან ჰგავდა 2003 წელს ჩატარებულ შეხვედრას. მაშინ 31:22 მოვიგეთ".

მკითხველის კომენტარები / 30 /
უნდა ვაღიაროთ, რომ დამსახურებულად წავაგეთ. კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა კონკრეტულ პოზიციებზე, რომ გვესაჭიროება უფრო მაღალი კვალიფიკაციის მოთამაშეები. სამწუხაროდ არც მწრთვნელის ტაქტიკა იყო ბოლომდე გასაგები.
მსოფლიო თასამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და მთელი ყურადღება და რესურსი ამ ფორუმისთვის უნდა ამუშავდეს. მსოფლიოს შემდეგ ჰეიგს უნდა უთხრათ ძალიან დიდი მადლობა და ხელი ჩამოვართვათ (თვითონ ისედაც აპირებს წასვლას), მის მაგივრად ფედერაციამ უნდა მოიწვიოს უფრო მაღალი კლასის მწრთვნელთა გუნდი და ამისთვის არ უნდა დაზოგოს თანხები, თუკი მსურველი გამოჩნდება.
თავად ფედერაციაშიც რომ ყველაფერი არ არის კარგად და ბევრი რამ შესაცვლელია ესეც ფაქტია, დასაქმების ბიუროდ არ უნდა იყოს ქცეული და ასპარეზი ახალგაზრდა და გამოცდილ კადრებს უნდა დაუთმონ.
მიუხედავად ყველაფრისა, დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს, მათ შრომას და მონდომებას.
Zero
13:20 15-11-2018
0
მე ვფიქრობ დამტვრეულები რომ არ გვყოლოდა მოვუგებდით, თანაც პირველი ტესტი იყო, ეგენი კი პიკზე არიან, ასეთი კარგი ნაკრები კარგა ხანია არ ყოლიათ.. თუმცა რაღაც რომ შესაცვლელია ესეც ფაქტია..
zviads
09:41 13-11-2018
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული