მილტონ ჰეიგი: იტალიის დამარცხებაც შეგვეძლო

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში ტონგას დამარცხების (20:9) შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენციაზე გასული სამი შეხვედრა მიმოიხილა.

მისი თქმით, სამიდან ორ შეხვედრაში იმარჯვეს, იქამდე რამდენიმე თამაში რომ ჰქონოდათ, იტალიის ძლევაც შეეძლოთ, საერთოდ, 10-ბალიანი სისტემით თავისი შეგირდების გარჯას 8-იანით აფასებს და გუნდის ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით, შედეგი კარგია.

მან ახალგაზრდები შეაქო და აგრეთვე აღნიშნა, რომ გუნდის კაპიტნის დაბრუნებამ გაახარა, რომელიც ბორჯღალოსანთა ლიდერია.

ჰეიგმა განაცხადა, რომ ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარეს და მსოფლიოს თასისთვის მზადებისას ასეთივე მატჩებში შეეცდებიან თამაშის დახვეწას.

მკითხველის კომენტარები / 12 /
გილოცავთ ყველას და ვულოცავ ბიჭებს, მესამე თამაში აშკარად სჯობდა წინა ორს, ეტყობოდა რომ ყოველი შემდეგი თამაში უკეთესი იყო, აქედან გამომდინარე ვეთანხმები ჰეიგს, იტალიასთან რომ ბოლოს გვეთამაშა შესაძლოა სულ სხვა შედეგი დაგვედო!
ირაკლი
25 ნოემბერი 2018 13:14
2
წიხლებს ნუ ისვრი რა დამსახურებულად მოგვიგეს! ამ სამი თამაშიდან ერთი გაკეთებული კომბინაცია მანახე ხაზში! კი შენი მიღწევაა ნახევარი, სამოას და ტონგას უკვე რომ ვამარცხებთ მაგრამ დავიცადოთ მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახოთ როგორ გამოვალთ ფიჯისთან და იმ დიდ 2 გუნდთან მერე შეგვიძლია ვისაუბროთ ვაგრძელებთ პროგრესს თუ ისევ ყოველ ნოემბერს სამოას და ტონგას ვამარცხებთ.
ra
25 ნოემბერი 2018 01:55
95
გეთანხმები,დამსახურებულად მოგვიგეს და მხოლოდ იმიტომ,რომ პირველი თამაში იყო ზაფხულის სერიის შემდეგ,საკმაოდ დიდი შანსი გვქონდა მოგების - იტალიასთან მესამე თამაში რომ გვეთამაშა.
პროვოკატორი
26 ნოემბერი 2018 06:56
0
დიდი ხანია თქვენში სამოა და ტონგა ასე რომელიმე თბილისის უბნის არა პროფესიონალი გუნდივით მოიხსენიებთ, ვისი დამსახურებააააააა
ras
25 ნოემბერი 2018 22:24
0
ყველა გამოხმაურება
ვულოცავ ბიჭებს! ბოლოს მაგრად მანერვიულეს ბევრი შეცდომებით, მეკოსგან არ ველოდი გულიბრყვილო შეცდომას, ეტყობა წასვლის დროა. ჩვენი მეტოქეები ევროპა ლიგაზე: ესპანეთი და რუსეთი განსაკუთრებით გაძლიერებული არიან და ასეთი შეცდომებით რთულ მდგომარეობაში ჩავარდებით.რეალურად იტალიასთან ამ ეტაპზე შანსი მინიმალური გვაქვს, პირველ რიგში სისწრაფეში და ხელით თამაშში ჩამოვრჩებით, რაქებში და შერკინებაშიც ვერ მოვუგეთ....მაგრამ... მომავალი ჩვენია...
გუსანი
25 ნოემბერი 2018 00:47
9
ერთი შეცდომის გამო კაცს ნაკრებიდან აგდებდე ნამეტანია. მუთუმეტეს არ ეგონა თუ ბარათს მისცემდნენ და შეგნებულად შეაჩერა შეტევა.
gia
25 ნოემბერი 2018 03:01
4
ნამდვილად. ახლა ერთ კვირაში იტალიასთან, რომ გვქონდეს შეხვედრა აუცილებლად დავამარცხებთ!
levani
25 ნოემბერი 2018 00:07
4
მეტი შანსი ნამდვილად გვექნებოდა, მაგრამ აუცილებლად დავამარცხებდით-ის რა გითხრა...
ლევანი
26 ნოემბერი 2018 13:34
0
შენ გენაცვალე მელიტონ !
Qomagi
24 ნოემბერი 2018 22:45
3

სიახლეები პოპულარული