შოტლანდიამდე ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ

AutoSharing Option
ვიკიპედიის გვერდზე განთავსბული ინფორმაციის თანახმად, ბორჯღალოსნები საზაფხულო ტესტ-სერიის პირველ მატჩში თბილისში რუსეთის ნაკრებს 24 აგვისტოს უმასპინძლებენ. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის.

იქამდე, ერთა ლიგაზე რუსეთს 17 მარტს სტუმრად დავუპირისპირდებით.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი თბილისში 31 აგვისტოს შოტლანდიას შეხვდება და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც პირველი დონის ნაკრები გვეწვევა. 6 სექტემბერს ამავე გუნდების მატჩი უკვე მარიფილდში ჩატარდება.

მსოფლიოს 2019 წლის თასის გათამაშება იაპონიაში 20 სექტემბერს აიღებს სტარტს. ჩვენი გუნდის მეტოქეები D ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი იქნებიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხო რა წესია, როგორ შეიძლება მაგათი საქართველოში მიღება არაამხანაგურ თამაშებში. ციხეში არიან ჩასასმელები ვისაც შეუძლია და მაგას არ ეწინააღმდეგება.
sdfffff
11 იანვარი 2019 02:24
0
ჩემი კომენტარი რატომ არ გამოაქვეყნეთ?რუსეთზე პროტესტი რომ გამოვთქვი?ოკუპანტზე პროტესტი დამიბლოკეთ?აი ეს გამოცემა ხართ თქვენ
ვახო
29 დეკემბერი 2018 14:14
1
გუნდის შესათამაშებლად კარგი ვარიანტია იტალიას პირდაპირ რომ არ დავტაკებოდით და მანამდე ერთი თამაში გვქონოდა შესაძლოა ცოტა უკეთ გვეთამაშა რაც შეეხება ოკუპაციას მისი გაპროტესტება სხვაგანაც შეგიძლია მათშორის სტადიონზეც
nnn
31 დეკემბერი 2018 08:28
1
კარგი ზაფხული გვექნება
რეზო
29 დეკემბერი 2018 00:20
3

სიახლეები პოპულარული