შოტლანდიამდე ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ

AutoSharing Option
ვიკიპედიის გვერდზე განთავსბული ინფორმაციის თანახმად, ბორჯღალოსნები საზაფხულო ტესტ-სერიის პირველ მატჩში თბილისში რუსეთის ნაკრებს 24 აგვისტოს უმასპინძლებენ. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის.

იქამდე, ერთა ლიგაზე რუსეთს 17 მარტს სტუმრად დავუპირისპირდებით.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი თბილისში 31 აგვისტოს შოტლანდიას შეხვდება და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც პირველი დონის ნაკრები გვეწვევა. 6 სექტემბერს ამავე გუნდების მატჩი უკვე მარიფილდში ჩატარდება.

მსოფლიოს 2019 წლის თასის გათამაშება იაპონიაში 20 სექტემბერს აიღებს სტარტს. ჩვენი გუნდის მეტოქეები D ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი იქნებიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხო რა წესია, როგორ შეიძლება მაგათი საქართველოში მიღება არაამხანაგურ თამაშებში. ციხეში არიან ჩასასმელები ვისაც შეუძლია და მაგას არ ეწინააღმდეგება.
sdfffff
02:24 11-01-2019
0
ჩემი კომენტარი რატომ არ გამოაქვეყნეთ?რუსეთზე პროტესტი რომ გამოვთქვი?ოკუპანტზე პროტესტი დამიბლოკეთ?აი ეს გამოცემა ხართ თქვენ
ვახო
14:14 29-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული