რადიკალური ცვლილებები რაგბიში: 6 ერის კარი იღება - სად იქნება საქართველოს ნაკრები?

AutoSharing Option
2022 წელს სანაკრებო რაგბიში მნიშვნელოვანი და რადიკალური ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც, ექვსი ერის ტურნირსა და "რაგბი ჩემპიონშიფის" ტურნირი დაქვეითება-დაწინაურების სისტემით ჩატარდება.

დაგეგმილმა "ერთა ჩემპიონატმა" მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა ლოს-ანჯელესში, სადაც ექვსი ერის ბოსმა ბენჯამინ მორელმა ძალიან კონსტრუქციული საუბარი გამართა მსოფლიო რაგბის შეფებთან.

გეგმაშია ასევე ნოემბრის ფინალის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება ისეთ სტადიონებზე, როგორებიცაა: ბერლინის "ოლიმპიური სტადიონი", "ნოუ კამპი" და "უემბლი".

დაქვეითება-დაწინაურების სისტემა იყო მთავარი თემა მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტ აგუსტინ პიჩოტთან საუბრისას.

დაგეგმილია, რომ "რაგბი ჩემპიონშიფს" ფიჯი და იაპონია შეუერთდნენ, რათა რაოდენობა 6
ერში მონაწილე გუნდთა რაოდენობას გაუთანაბრდეს.

გაზეთი TIMES-ი ირწმუნება, რომ გუნდები ევროპაში ნოემბერში ჩასატარებელ 2-კვირიან პლეი-ოფამდე, ქულების ასაღებად ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტურნირებზე ითამაშებენ.
  • დაქვეითება და დაწინაურება ორ დივიზიონს შორის მოხდება.
  • პირველ დივიზიონში იქნება ექვსი ერის და რაგბი ჩემპიონშიფის გუნდები, ასევე, ფიჯი და იაპონია (ჯამში 12).
  • ამ დივიზიონის ქვემოთ უფრო დაბალი ლიგა იქნება, რომლის ორ გუნდსაც აღზევების შანსი ექნება.
  • საქართველოს, გერმანიას, რუსეთს და მათ მსგავს გუნდებს საშუალება ექნებათ, ევროპის ჩემპიონატის მოგების მეშვეობით უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდნენ.
  • ასევე წყნარი ოკეანის ქვეყნების თასის გამარჯვებული, რომელიც კანადას, სამოას, ტონგას, აშშ-ს შორის გამოვლინდება და ამერიკის ჩემპიონი - ჩილეს, ურუგვაის და ბრაზილიის მონაწილეობით.
  • 6 ერის და "რაგბის ჩემპიონშიფის" ქვეყნები ერთმანეთს რეგულარულ სეზონში ერთხელ შეხვდებიან.
  • გუნდები პირველ ექვს თამაშს საკუთარი ჩემპიონატების გუნდებთან გამართავენ (6 ერის გუნდები ერთმანეთთან, რაგბი ჩემპიონშიფის გუნდები  - ერთმანეთთან), ხოლო შემდეგ ითამაშებენ სხვა ჩემპიონატის გუნდებთან სახლი-გასვლა პრინციპით.
  • 3 შეხვედრა ზაფხულში გაიმართება, სამი კი - შემოდგომაზე.
  • 6 ერი ძველ ფორმატს შეინარჩუნებს და ისევ თებერვალი-მარტში ჩატარდება.
  • ივნისის ტესტების ფანჯარა შეიცვლება და ერთ ქვეყანაში სამტესტიანი მატჩების ნაცვლად სამ სხვადასხვა ქვეყანაში თითო-თითო ტესტ-მატჩი გაიმართება.
  • ნოემბერში სამხრეთის ქვეყნები გამართავენ ტრადიციულ სამკვირიან ტურს ჩრდილოეთში.
  • პლეი-ოფი შედგება საბოლოო ქულებით და ნახევარფინალისტები მეოთხე კვირაში გამოვლინდებიან, ფინალი კი მეხუთე კვირაში გაიმართება.

მსოფლიო რაგბის სპიკერმა განაცხადა: "გაერთიანებების წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელობასთან ლოს-ანჯელესში პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრების შემდეგ, მსოფლიო რაგბი გააგრძელებს მუშაობას პოტენციური გლობალური ტურნირის ფორმატის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

ამ შრომის მიზანია, რომ მივიღოთ გლობალური პროდუქტი და კომერციული მოდელი, რომლის წყალობითაც, ყველა გაერთიანება არსებული ტურნირების ხარჯზე შექმნის ერთ ძლიერ ტურნირს და აითვისებს ივლისისა და ნოემბრის ფანჯრებს.

მსოფლიო რაგბი მადლობას უხდის დაინტერესებულ მხარეებს ამ მნიშვნელოვან პროექტში შეტანილი წვლილისთვის, რომელსაც ნამდვილად აქვს პოტენციალი, გადაიზარდოს გაერთიანებებისთვის, მოთამაშეებისთვის და გულშემატკივრებისთვის საყვარელ ტურნირში."

მომზადებულია Walesonline.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 19 /
ფაქტია რომ ვაიძულეთ და თუ 3 თამაშს მოვიგებთ მსოფლიოზე აბა მერე ნუ შეცვლიან ძირფესვიანად სისტემას თან ჩქარი ტაშით.... სსრკ დავანგრიეთ და მანამე კიდებ ბევრი რა გახდა 15 კაცის ჩანაყვა(ღიმილი)... დიდება საქართველოს და ყველა ნაღდ ქართველს გამარჯვება...
აფხაზი
01 თებერვალი 2019 03:50
6
სად რაგბი და სად სსრკ?

სსრკ თავისით დაინგრა და ჩვენ მუშტით ცაში და მკვეხარები მის ნანგრევებში მოვყევით.

აი რაგბი კი თავის შრომით და ჯანით განავითარეს ჩვენებმა და კაი ბზარიც გააჩინეს ექვსი ერის კედელზე.
რეზო
01 თებერვალი 2019 13:07
0
СССР დაანგრიე თორემ, უკეთესი ცხოვრება მოიყვანე.)))
gio
01 თებერვალი 2019 10:52
4
და 2022 ამდე ეს 3 წელი ამ ფორმატის სწავლას ჭირდება? წელს თუ არა მომავალ წელს ამ 21 ში რატოა ადრე? ესპანეთი-გერმანია-რუსეთის გამვიტარებას ელით მანამდე? თქვენი მასხარაობა არავის ჭირდება ჩვენ ვითხობთ იმას რაც გვეკუთვნის 2015წლის შემდეგ იტალიამ ყველა თამაში წააგო და მაინც ხელშეუხებელია უკვე ეტყობა რა ორგანიზაციაც ხართ
ნოდო
31 იანვარი 2019 22:51
11
ეს ის არარი რაც ჩვენ გვინდოდა მაგრამ იმისკენ სავალი გზაა რაც გვსურს, ანუ რაც არი იმას ჯობია და ჩნდება შანსი მაღლა ასვლის!
ბათუმი
31 იანვარი 2019 20:51
0
გერმანიასთან(!) და რუსეთთან გვათანაბრებენ.
Mindi.
31 იანვარი 2019 19:44
1
რაოო??? რას ქვია?!!! რუსეთის დონის გუნდია საქართველო????? მაგათ ხო 20 წელია ბურთს თავზე ვახევთ და საერთოდ ლუკმად რომ აღარ გვყოფნის ეგ “დივიზიონი” ამას ვერ ამჩნევთ შენნაირები თუ საერთოდ ქართველი ხარ საერთოდ?!!!
Mindi.
01 თებერვალი 2019 04:25
9
გერმანიასთან და რუსეთთან ერთად ხარ დივიზიონში და აბა ვისთან უნდა გაგათანაბრონ ახალ სელანდიასთან???
ძალიან მაგარი შანსია და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ...!!!
lado
31 იანვარი 2019 21:14
0
მეგობრებო, მილტონ ჰეიგი ყველა ინტერვიუში ხაზს უსვამს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი შეხვედრა უნდა გაიმართოს ჩვენზე ძლიერ გუნდებთან რომ ბიჭებმა პროგრესი განიცადონ და მგონი ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის ყველასთვის, მე პირადად გამიხარდა.
ირაკლიუსი
31 იანვარი 2019 19:32
0
1. მადლობა ავტორს, რომ მართებულად წერს “რაგბიში” და არა “რაგბში”
მიშა
31 იანვარი 2019 19:05
1
იაპონიას, იტალიას, არგენტინას, რუსეთს, რუმინეთს ჰყავთ ნაკრების საბაზისო კლუბები, რომლებიც სხვადასხვა დონის (მაგრამ თავიანთ ეროვნული ჩემპიონატზე გაცილებით ძლიერ) ტურნირებში მონაწილეობენ. ერთადერთი საქართველო (და მგონი ფიჯიც) ამ მიმართულებით ჩამოვრჩებით და რა გახდა ერთი ფრანჩაიზ-კლუბის შექმნა/პრო12-ში ან სულაც ჩელენჯქაფში სათამაშოდ ჩვენს ფედერაციასაც მოეხერხებინა.
რამაზ
31 იანვარი 2019 18:48
0
მაინც რას უწუნებთ ამ ახალ ფორმატს?!... ზუსტად ჩვენთვისაა ზედგამოჭრილი და ყველაზე მხიარულადაც ჩვენ ვიქნებით - ჩვენ ვერც უმაღლესში აღზევებაში შეგვეცილება ვერავინ და ვერც - იქიდან დაქვეითებაში... ჩვენ ყველაზე მრავალფეროვანი სარაგბო ინტრიგები გველის...
მ. ტ.
31 იანვარი 2019 18:03
0
ამათმაც ფეხბურთელებივით ხომ არ დაიწყეს და ძალით ხომ არ წააგეს ფიჯისთან და იაპონიასთან?
sdfffff
31 იანვარი 2019 15:50
20
მე პირადად მაინცდამაინც ვერ ვხედავ აღტაცების საფუძველს, რადგან ასეთი ცვლილებები ისევ დიდ ქვეყნებზეა გათვლილი და მათგან მისაღებ კომერციულ მოგებაზე. ერთი ვითომ იმის შანსი მოგვცეს, რომ უმაღლეს დივიზიონში დავწინაურდეთ მაგრამ ამ სქემით გამჭვირვალედ არ ჩანს, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი
სიმართლე
31 იანვარი 2019 15:39
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული