გორგაძის ბრწყინვალე ლელო! - "ბორჯღალოსნებმა" წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ რუმინეთს მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: ლევან ვერძეული/facebook.com/GeorgianRugby

9 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში სტუმრად რუმინეთი ანგარიშით 18:9 დაამარცხა.

რუმინეთთან მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში და 23-კაციან განაცხადში ცვლილებები მოხდა.

მერაბ შარიქაძის ნაცვლად, შუამარბად თამაში ზურაბ ძნელაძე დაიწყო, რომელიც პირვანდელ განაცხადში გარემარბი იყო, ხოლო ფრთაზე გიორი აფციაური დაწინაურდა.

მარქაფაში მისი ადგილი გიორგი კოშაძემ დაიკავა. გუნდს კი გიორგი ნემსაძემ უკაპიტნა.

შეხვედრაში ანგარიში რუმინელებმა ზუსტი ჯარიმით გახსნეს 0:3, "ბორჯღალოსნებს" ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ, თუმცა თედო აბჟანდაძემ ჯარიმა არაზუსტად შეასრულა.

26-ე წუთზე
კი რუმინელებმა კვლავ მოიპოვეს ქულები, კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა და ანგარიში 6:0 გახდა.

39-ე წუთზე აბჟანდაძემ პირველი ქულები მოუტანა საქართველოს და ჯარიმით ანგარიში 3:6 გახადა.

ქართველმა მორაგბეებმა პირველ ტაიმი არც თუ ისე კარგად დაიწყეს - შეტევაში თამაში ვერ დავალაგეთ, ხოლო ჩვენი აუტიდან ორჯერ დავკარგეთ ბურთი.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ "ბორჯღალოსნებმა" თამაში აშკარად გამოასწორეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი "ბორჯღალოსნების" შეტევა ლელოთი დასრულდა. ლელოს ავტორი გურამ გოგიჩაშვილი გახდა.

ქართველები ამაზე არ გაჩერებულან და მეორე ლელო ლამაზ სტილში დადეს. ბექა გორგაძემ ცუცქირიძის პასის შემდეგ ერთი მორაგბე დაიქნია და მეტოქესთან შეჯახების შემდეგ ბურთი რუმინელების ზონაში დაამიწა.

72-ე წუთზე რუმინელებმა ჯარიმით კიდევ მოიპოვეს ქულები და სხვაობა შეამცირეს - 9:15. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი აბჟანდაძემ კვლავ ზუსტად შეასრულა ჯარიმა და ანგარიში 18:9 გახდა.

მოგებული მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნებს" ანთიმოზ ივერილის თასი გადაეცათ. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 17 თებერვალს ავჭალაში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

"კლუჟი არენა". რაგბი ევროპის ჩემპიონატი. I ტური
რუმინეთი-საქართველო 9:18

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. გიორგი აფციაური, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. დავით გიგაური, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. მირიან მოდებაძე, 23. გიორგი კოშაძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
მადლობა ბიჭებო და გილოცავთ. მაგრამ ამდენი შეცდომა რა უბედურებააა:( დაცვამ მოიგო თამაში
დავით
09 თებერვალი 2019 18:01
0
ჩვენ ჩვენი უნდა ვიკითხოთ, მაგრამ მოწინააღმდეგესაც შევხედოთ: დავგუგლე და რუმინეთს ტიერ-1 გუნდებთან 10 თამაში აქვს მოგებული (მათ შორის სამხრეთ აფრიკასთან) და განა არ უნდათ ძველი დიდების დაბრუნება, მითუფრო რომ ძალიან სულელურად და უაზროდ მსოფლიო თასიდან მოსრიალდნენ. მაქსიმალურად მოინდომეს, მაქსიმალურად მოემზადნენ, მსაჯობაც სათავისოდ გაიმასქნეს, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ლამის ვარჯიშ-ექსპერიმენტული შემადგენლობით ღირსეულად დაამარცხეს, 0.50 ქულა მოგვემატა და რეიტინგში მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლეს(ორშაბათს აისახება, აშშ-ს ადგილს გავუცვლით). 15 ქულის განსხვავებით რომ მოგვეგო 0.75 მოგვემატებოდა მაგრამ ეგ არაფერი. რა თქმა უნდა შეცდომები გვქონდა, და კარგი იქნებოდა ამდენი ჯარიმა არ წამოეკიდათ, მაგრამ გაანალიზებენ და გამოასწორებენ. ყველა გუნდი თავის მაქსიმუმს შეეცდება და ჩვებ წაფორხილების უფლება არ გვაქვს. დარჩენილი გუნდებთან (რუსეთის გარდა) თუნდაც ფრის შემთხვევაში 1.00 რეიტინგულ ქულას დავკარგავთ და იტალიელები ( სხვებთან ერთად) გადაგვისწრებენ (იმდენად ვუსწრებთ, მოგებისას არაფერი გვემატება - ისე როგორც ევს ერში იტალიასთან მოგებისას ყველას, საფრანგეთის გარდა). მადლობა ბიჭებს, ჰეიგს, მთელ ნაკრებს გამარჯვებისათვის და ჩვენი გახარებისათვის.
ramaz
10 თებერვალი 2019 02:53
1
ვულოცავ ყველას და ორმაგად სასიხარულოა უკვე მერამდენე თამაშია წაგებული პირველი ტაიმის მერე იგებენ თან დამაჯერებლად შეცდომებიც მოსალოდნელი იყო ახალგაზრდები არიან და ნერვიულობა მოსულა.
samtredski
09 თებერვალი 2019 19:05
1
გილოცავთ გამარჯვებას, 6 ერზე სერიოზული პრეტენზია რომ გვქონდეს რუმინეთის ნაირ ნაკრებებს მინიმუმ +20 ქულით უნდა ვამარცხებდეთ! მერე იძულებულები გახდებიან და მიგვიღებენ. თანაბარი ბრძოლა იყო მოედანზე, საბოლოოდ მოიგო იმ ნაკრებმა სადაც უფრო მაღალი დონის შემსრულებლები იყვნენ!! დაცვა კარგი რომ გვყავს ეგ ისედაც ვიცით, შეტევაში გვინდა მომატება და მრავალფეროვანი თამაში ესაა უმთავრესი.
zaza
09 თებერვალი 2019 22:21
2
სეპარატისტობა მეგრელს რო ნდომოდა კარგი წახალისება ქონდათ 90 წლებში და ვერავინ დაუშლიდა მათ ამას ვაფშე ვერავინ,იცის ეს ყველამ...წამხალისეებს კი უფალი დასჯის,სეპარატისტობა წამხალისებლებისკენ მოიკითხეთ რო არაფერი გეშველებათ.ბორჯღალი რა იქნება თუ ბორჯი დროს ნიშნავს მეგრულად და ღალი სვლას ასევე მეგრულად.მე ეს იმიტომ დავწერე იციან თუ არა,უყვება თუ არა ამ სიტყვის წარმომავლობას თავად ბორჯღალოსნებს ვინმე და დანარჩენებსაც არ გაწყენთ ცოდნა.კიდევ გეტყვით,ბურთი რას ნიშნავს ,ურთი=ტრიალს,ბრუნვას მეგრულ ეს ენაზე,ეს არა სეპარატიზმი არამედ ჭეშმარიტებაა...თხოვნაა არ დაბკოკოთ
912ს
10 თებერვალი 2019 00:22
19
ჭეშმარიტება ქართული ენაა ყმაწვილო.....და არა კუთხური დიალექტები...ასე რომ მოკეტე და შეეშვი აქცენტების კეთებას ეკა კვესიტაძესავით....ჩვენს დევგმირებს კი ვულოცავ მნიშვნელოვან გამარჯვებას,უფრო მეტი გვინდა და მჯერა მალე ექვსი ერის კარებსაც შევაღებთ
ჭეშმარიტება
10 თებერვალი 2019 02:14
7
კაი ინფორმაცია კი მივიღეთ მარა სეპარატიზმი რა შუაშია აქ
ragbi
10 თებერვალი 2019 02:29
0
ყველა გამოხმაურება
შედეგი კარგია. დებიუტანტებმა ითამაშეს. საღინაძე ცუდი არ იყო, გიგაურს არა უშავდა, კარკაძემ ვერ მოასწრო. გოგიჩა და გიგაშვილი კიდევ ერტელ გამოჩნდა რომ მაგრები არიან. მატარაძეში ეჭვი არ მეპარებოდა. აფციაურის ადგილი ნაკრებში არ არი. თედო ძალია დაიკარგა. კარგი იქნებოდა ხმალაძეს აუცილებლობა არ გვქონდეს გუნდში.მაგრამ მთავარი კითხვაა, რას ვთამაშობდით? რა იყო ეს? რა ტაქტიკა? რატომ ვაძლევთ სულ ბურთს მეტოქეს, განსაკუთრებით, როდესაც მეტი ვართ? სრული აბსურდი. ეს რეგვენური პეხით დარყმები წამდაუწუმ, გჭირდება თუ არა - ვერ გავიგე. ოდესმე შეტევაზე ორიენტირებული თამაში უნდა ვითამაშოთ? თუნდაც რუმინეთის დონის გუნდებთან? ამ თამაშის ტემპის შემხედვარე შეიძლება კაცს 6 ერზე წამოგცდეს სიტყვა?
gagi
09 თებერვალი 2019 19:01
7
კრიტიკა გაბოროტება არაა, პატივცემულო. კრიტიკის გარეშე წინსვლა არაა. სხვაა როცა არგუმენტებსაა მოკლებული. ფაქტია, რომ გაუგებარი ტაქტიკით ვთამაშობდით. არ მაქვს ლაპარაკი ბევრ შეცდომაზე, ეს მოსალოდნელი იყო, პირველ თამაშში, შეუთამაშებელი და ა.შ., მაგრამ ეს უსასრულო დაკიდებები და ბურთის მიცემა, გუნდთან, რომელთანაც აპრიორი პირველ ნომრად უნდა ითამაშო გაუგებარია. ანუ ამ შემთხვევაში პრეტენზია ჰეიგთან მაქვს და არა შემსრულებლებთან. მატარაძეს რაც შეეხება, მაგრად დადგა, რაღა რა ითამაშა? ახალგაზრდულის გარდა პრო დ 2 შიც ძალიან მაგრად თამაშობს. გორგაძეზე არ ვამბობ, გორგაძე გუნდის ხერხემალია.
gagi
09 თებერვალი 2019 22:49
1
ძმურად მატარაძემ რა ითამაშა ასეთი ? ახალგაზრდულში კარგი იყო, მაგრამ ეროვნულისთვის ჯერ მზად არაა. შესანიშნავი იყო ბექა გიორგაძე, გიგაური კარგია, რომ გამოჩნდა, პრაქტიკა უნდა და დაიხვეწება. კრიტიკულ შეფასებაში გეთანხმები- ეს ბოქს-ქიქები კიდევ რით ვერ მოიშალეს, არ ვიცი. მოგება კარგია, მაგრამ ბლომად სამუშაოა
:))))
09 თებერვალი 2019 21:41
0
ყველა გამოხმაურება
ყოჩაღ დევებო1 ეგ ერთი და სხვა მრავალი!
გია1
09 თებერვალი 2019 19:09
2
დაცვა უმაგრესია
Zaza
09 თებერვალი 2019 18:29
0
გოგიჩაშვილს არ დაუდია ლელო საჯარიმო ლელო ჩაითვალა. სტატიას როცა წერ თამაში თუ არ გაქვს ნანახი ჰაილაითებს მაინც უყურე.
912
09 თებერვალი 2019 20:51
2
გილოცავთ ყველას, ყველას, ყველას!!! და მადლობა "ბორჯღალოსნებს"!!!
tngh
09 თებერვალი 2019 20:05
2

სიახლეები პოპულარული