გორგაძის ბრწყინვალე ლელო! - "ბორჯღალოსნებმა" წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ რუმინეთს მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: ლევან ვერძეული/facebook.com/GeorgianRugby

9 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში სტუმრად რუმინეთი ანგარიშით 18:9 დაამარცხა.

რუმინეთთან მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში და 23-კაციან განაცხადში ცვლილებები მოხდა.

მერაბ შარიქაძის ნაცვლად, შუამარბად თამაში ზურაბ ძნელაძე დაიწყო, რომელიც პირვანდელ განაცხადში გარემარბი იყო, ხოლო ფრთაზე გიორი აფციაური დაწინაურდა.

მარქაფაში მისი ადგილი გიორგი კოშაძემ დაიკავა. გუნდს კი გიორგი ნემსაძემ უკაპიტნა.

შეხვედრაში ანგარიში რუმინელებმა ზუსტი ჯარიმით გახსნეს 0:3, "ბორჯღალოსნებს" ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ, თუმცა თედო აბჟანდაძემ ჯარიმა არაზუსტად შეასრულა.

26-ე წუთზე
კი რუმინელებმა კვლავ მოიპოვეს ქულები, კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა და ანგარიში 6:0 გახდა.

39-ე წუთზე აბჟანდაძემ პირველი ქულები მოუტანა საქართველოს და ჯარიმით ანგარიში 3:6 გახადა.

ქართველმა მორაგბეებმა პირველ ტაიმი არც თუ ისე კარგად დაიწყეს - შეტევაში თამაში ვერ დავალაგეთ, ხოლო ჩვენი აუტიდან ორჯერ დავკარგეთ ბურთი.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ "ბორჯღალოსნებმა" თამაში აშკარად გამოასწორეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი "ბორჯღალოსნების" შეტევა ლელოთი დასრულდა. ლელოს ავტორი გურამ გოგიჩაშვილი გახდა.

ქართველები ამაზე არ გაჩერებულან და მეორე ლელო ლამაზ სტილში დადეს. ბექა გორგაძემ ცუცქირიძის პასის შემდეგ ერთი მორაგბე დაიქნია და მეტოქესთან შეჯახების შემდეგ ბურთი რუმინელების ზონაში დაამიწა.

72-ე წუთზე რუმინელებმა ჯარიმით კიდევ მოიპოვეს ქულები და სხვაობა შეამცირეს - 9:15. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი აბჟანდაძემ კვლავ ზუსტად შეასრულა ჯარიმა და ანგარიში 18:9 გახდა.

მოგებული მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნებს" ანთიმოზ ივერილის თასი გადაეცათ. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 17 თებერვალს ავჭალაში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

"კლუჟი არენა". რაგბი ევროპის ჩემპიონატი. I ტური
რუმინეთი-საქართველო 9:18

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. გიორგი აფციაური, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. დავით გიგაური, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. მირიან მოდებაძე, 23. გიორგი კოშაძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას,მაგრამ ეს იყო გამარჯვება ცუდი თამაშის ფონზე.ექვს ერზე ამბიციის მქონე გუნდს,ამდენი ასეთი მარტივი შეცდომა არ უნდა ჰქონდეს და ამდენჯერ არ უნდა ჯარიმდებოდეს.ალბათ კარგიც კია,რომ მსაჯი ასეთი ცუდი იყო.მიუხედავად მისი დახმარებისა,ცხადად იგრძნობოდა,რომ ჩვენ რუმინელებზე საგრძნობლად ძლიერები ვიყავით,მაგრამ ამ უკეთესობას ვერ ვიყენებდით.რამდენი თამაშია ჩვენ მეორე ტაიმს,გაცილებით უკეთ ვთამაშობთ და აქ ჩანს მილტონ ჰეიგის როლი,მაგრამ მეორე მხრივ,ექვსი ერის გუნდები,თამაშის მიმდინარეობაში ცვლიან თამაშს,ჩვენ კი შესვენებაზე თამაშის გარჩევა გვჭირდება.გაცილებით უფრო სწრაფი და კომბინაციური რაგბის მოლოდინი მქონდა გუნდისაგან,მაგრამ პირველი თამაშისთვის,ეს ალბათ ძნელი იყო.აუტების დალაგებაზე მუშაობას კი,როდის აპირებენ,აღარ ვიცი.მომდევნო თამაში შედარებით სუსტ მეტოქესთან გვაქვს,მაგრამ ისინი ხელით კარგად თამაშობენ და საინტერესოა,ჩვენები შერკინების ხარჯზე მივაწვებით მეტოქეს,თუ ხელით თამაშში შევეჯიბრებით და შევეცდებით ლაღ თამაშში დავჯაბნოთ მეტოქე.
სოსო
09 თებერვალი 2019 20:49
3
საღოლ საქართველოს ნაკრებს ლომები ხართ ბიჭებო
ობო
09 თებერვალი 2019 20:19
3
გილოცავთ ყველას, ყველას, ყველას!!! და მადლობა "ბორჯღალოსნებს"!!!
tngh
09 თებერვალი 2019 20:05
2
გილოცავთ... წარმატებები... მრავალჟამიერ...
ემზარი /ქუთაისი/
09 თებერვალი 2019 19:39
2
ყოჩაღ დევებო1 ეგ ერთი და სხვა მრავალი!
გია1
09 თებერვალი 2019 19:09
2
ვულოცავ ყველას და ორმაგად სასიხარულოა უკვე მერამდენე თამაშია წაგებული პირველი ტაიმის მერე იგებენ თან დამაჯერებლად შეცდომებიც მოსალოდნელი იყო ახალგაზრდები არიან და ნერვიულობა მოსულა.
samtredski
09 თებერვალი 2019 19:05
1
შედეგი კარგია. დებიუტანტებმა ითამაშეს. საღინაძე ცუდი არ იყო, გიგაურს არა უშავდა, კარკაძემ ვერ მოასწრო. გოგიჩა და გიგაშვილი კიდევ ერტელ გამოჩნდა რომ მაგრები არიან. მატარაძეში ეჭვი არ მეპარებოდა. აფციაურის ადგილი ნაკრებში არ არი. თედო ძალია დაიკარგა. კარგი იქნებოდა ხმალაძეს აუცილებლობა არ გვქონდეს გუნდში.მაგრამ მთავარი კითხვაა, რას ვთამაშობდით? რა იყო ეს? რა ტაქტიკა? რატომ ვაძლევთ სულ ბურთს მეტოქეს, განსაკუთრებით, როდესაც მეტი ვართ? სრული აბსურდი. ეს რეგვენური პეხით დარყმები წამდაუწუმ, გჭირდება თუ არა - ვერ გავიგე. ოდესმე შეტევაზე ორიენტირებული თამაში უნდა ვითამაშოთ? თუნდაც რუმინეთის დონის გუნდებთან? ამ თამაშის ტემპის შემხედვარე შეიძლება კაცს 6 ერზე წამოგცდეს სიტყვა?
gagi
09 თებერვალი 2019 19:01
7
კრიტიკა გაბოროტება არაა, პატივცემულო. კრიტიკის გარეშე წინსვლა არაა. სხვაა როცა არგუმენტებსაა მოკლებული. ფაქტია, რომ გაუგებარი ტაქტიკით ვთამაშობდით. არ მაქვს ლაპარაკი ბევრ შეცდომაზე, ეს მოსალოდნელი იყო, პირველ თამაშში, შეუთამაშებელი და ა.შ., მაგრამ ეს უსასრულო დაკიდებები და ბურთის მიცემა, გუნდთან, რომელთანაც აპრიორი პირველ ნომრად უნდა ითამაშო გაუგებარია. ანუ ამ შემთხვევაში პრეტენზია ჰეიგთან მაქვს და არა შემსრულებლებთან. მატარაძეს რაც შეეხება, მაგრად დადგა, რაღა რა ითამაშა? ახალგაზრდულის გარდა პრო დ 2 შიც ძალიან მაგრად თამაშობს. გორგაძეზე არ ვამბობ, გორგაძე გუნდის ხერხემალია.
gagi
09 თებერვალი 2019 22:49
1
ძმურად მატარაძემ რა ითამაშა ასეთი ? ახალგაზრდულში კარგი იყო, მაგრამ ეროვნულისთვის ჯერ მზად არაა. შესანიშნავი იყო ბექა გიორგაძე, გიგაური კარგია, რომ გამოჩნდა, პრაქტიკა უნდა და დაიხვეწება. კრიტიკულ შეფასებაში გეთანხმები- ეს ბოქს-ქიქები კიდევ რით ვერ მოიშალეს, არ ვიცი. მოგება კარგია, მაგრამ ბლომად სამუშაოა
:))))
09 თებერვალი 2019 21:41
0
ყველა გამოხმაურება
ახალი 10, 15 , 11 და 14 ჰყავდათ. ამით უნდა გვესარგებლა და თავიდანვე შეტევაში უნდა გვეთამაშა, მაგრამ 1 ტაიმი მართლა საშინელება იყო. მხოლოდ მეორე ტაიმში გამოცოცხლდნენ. ეს აუტი კიდევ რა გახდა ამისთანა ?. მოგება კარგია გასვლაზე, მაგრამ ბლომად შეცდომას ვუშვებთ
:))))
09 თებერვალი 2019 19:00
6
ბორჯღალი ანუ უსასრულობა... ბორჯი დრო მეგრულ ენაზე,ღალი,სვლა,ტარება,ღალი აგრეთვე ღელეა მარგალურ ენაზე რაც ასევე უსასრულობასთან ასოცირდება.ბორჯღალი მეგრული სიტყვაა.წარმატებები ბორჯღალოსნებს...თხოვნა მაქვს არ დაბლოკოთ
ბაჩო
09 თებერვალი 2019 18:53
24
ქართული ენა...შეიცავს სხვადასხვა დიალექტებს,მათ შორის მეგრულს,სვანურს და ასე შემდეგ...სკოლაში მაინც არ გასწავლეს?!
ენაზე კბილი დააჭირე და ტვინი გაანძრიე
10 თებერვალი 2019 01:49
2
ბაჩო გავიგეთ რომ ცისფერ სისხლიანი მეგრელი ხარ, მაგრამ აქ რა შუაშია სადაური სიტყვაა ბორჯღალი, ან მერე რა, რომ მეგრული სიტყვაა (თუ არის საერთოდ) მთავარი ისაა, რომ საქართველომ მოიგო თუ მანდამაინც მეგრული წვლილის გამოყოფა გინდა ჩილაჩავა იყო მოედანზე რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, მაგრამ მე მაინც მგონია შენ სხვა სეპარატისტული ჭია გღრღნის და არ გასვენებს არაფერი გეშველებათ!!!
912
09 თებერვალი 2019 21:09
4
არ ვიცი რა მაგარი დილემაა არც ვასკა მემეტება სკამისთვის და არც გელა. ორი 9 ნომრით თამაში არ შეიძლება? დდდდ
Kkk
09 თებერვალი 2019 18:46
0

სიახლეები პოპულარული