17 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ესპანეთის დამარცხების (24:10) შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" სტუმრები მესამე ტაიმზე მიიწვიეს, გაუმასპინძლდნენ და ელარჯიც დააგემოვნებინეს.
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ სტუმარ-მასპინძლებმა კარგად იხალისეს.
გიორგი ჯავახიამ და გრიგოლ ქერდოყაშვილმა კი ეროვნულ გუნდში დებიუტი ცეკვით აღნიშნეს.
ნუთუ მაგის ღირსები არ არიან ჩვენი ბიჭები???