Dailymail: "ბორჯღალოსნებსა" და ინგლისის ნაკრებს შორის ხელჩართული ჩხუბი ორჯერ მოხდა

AutoSharing Option
გუშინ, 27 თებერვალს "ბორჯღალოსნებმა" ინგლისის ქალაქ ოქსფორდის წმინდა ედვარდის სახელობის სკოლის ტერიტორიაზე ადგილობრივ ნაკრებთან ერთად ივარჯიშეს.

როგორც ბრიტანული Dailymail-ი იუწყება, ქართველ და ინგლისელ მორაგბეებს შორის ხელჩართული ჩხუბი ორჯერ მოხდა და ამ ფაქტს სკოლის მოსწავლეებმაც უყურეს.

აი, რას წერს Dailymail-ი:

"ქართველმა მორაგბეებმა მაყურებლები შოკში ჩააგდეს. გაუგებრობა მაშინ დაიწყო, როდესაც მოთამაშეები პირველი შერკინებისთვის ემზადებოდნენ. კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მუშტებს ორივე გუნდი მოთამაშეები იქნევდნენ. თავდაპირველად ყველაფერი ქართველებმა გამოიწვიეს, ინგლისელები კი თავის დაცვას ცდილობდნენ. საქმეში ჩაერია ნაკრების კონსულტანტი ვილ კარლინგიც, ხოლო ინგლისის ნაკრების შერკინების
ყოფილი მწვრთნელი, რომელიც ამჟამად "ბორჯღალოსნებთან" მუშაობს, ხმამაღლა უყვიროდა მის მოთამაშეებს.

სიტუაციის დაწყნარების შემდეგ მორაგბეებმა თავიდან დაიწყეს შერკინების მომზადება, როდესაც კიდევ ერთი ჩხუბი დაიწყო. ამჯერად დაპირისპირებაში უფრო მეტი მოთამაშე ჩაერთო. დასახმარებლად გამოიქცნენ სათადარიგოთა სკამზე მსხდომებიც.

altმილტონ ჰეიგი "ბორჯღალოსნებსა" და ინგლისელებს შორის ინციდენტს გამოეხმაურა

ინგლისის ნაკრების დაცვის წევრებმა იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვარჯიშის სანახავად იყვნენ მისულები, მობილური ტელეფონის ამოღება და ფოტოს ან ვიდეოს გადაღება აუკრძალეს.

მედიის წარმომადგენლები მოედანზე მაშინ შეუშვეს, როდესაც ინციდენტი ამოწურული იყო. სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მოთამაშეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს".

მკითხველის კომენტარები / 18 /
მედიდურობა ახასიათებს ინგლისელებს, მათი მიზეზით მოხდებოდა ჩხუბი
ალეკო
18:41 28-02-2019
4
დიდი ალბათობით ინგლისელები ტრადიციულად ბილწისტყვაობდნენ და მიიღეს შესაბამისად.
Zero
18:33 28-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული