Stuff.co.nz: ქართული რაგბის ბოსი "მსოფლიო რაგბის" ახალი ტურნირის ფორმატის გამო "ახურავს"

AutoSharing Option
"ქართული რაგბის ბოსი "მსოფლიო რაგბის" ახალი ტურნირის ფორმატის გამო "ახურავს" - ასე ეხმაურება ახალი ზელანდიის უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული გამოცემა Stuff-ი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის ვიდეომიმართვას, რომელშიც მან მსოფლიო რაგბის საბჭო ახალი 12-გუნდიანი ტურნირის ფორმატისთვის გააკრიტიკა.

"ტვიტერზე" გავრცელებულ სამწუთიან ვიდეომიმართვაში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ მსოფლიო რაგბის საბჭოს მაღალჩინოსნებს უწოდა "ცხვირაპრეხილი რეტროგრადი ჩინოვნიკების ჯგუფი, რომლებიც საკუთარი ცხვირების იქით ვერაფერს ხედავენ".

საქართველოს ნაკრები ევროპის კონტინენტზე დიდ პროგრესს განიცდის და დიდი ხანია, "ექვს ერში" მოხვედრა სურს. თუმცა, საქართველოში შიშობენ, რომ
ახალი 12-გუნდიანი მსოფლიო ლიგის შექმნის შემთხვევაში ისინი მეორე ლიგაში აღმოჩნდებიან.

მსოფლიო რაგბის რეიტინგში საქართველო მე-12 პოზიციაზე იმყოფება და 3 ადგილით უსწრებს აშშ-ს, რომელიც, სავარაუდოდ, ახალი 12-გუნდიანი ლიგის პირველ დივიზიონში მოხვდება, ვინაიდან ამერიკულ ბაზარს ტურნირისთვის კომერციული კუთხით დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია", - წერს გამოცემა Stuff.co.nz-ი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამის გადახურული არ გაიშვა სადმე....
მიროსან
08 მარტი 2019 23:13
5
თავზე დახურვა ცოტაა რაც ამ
იდეის ავტორებს ეკუთვნით , თუ ამ ლიგაში არ ვიქნებით ეს იქნება კატასტროფა , ჯობს სარაგბო მოედნები სხვა სპორტს დავუთმოთ.
ტოჩინოშინი
06 მარტი 2019 15:48
11
სვანიძე არის ძალიან სუსტი და კორუმპირებული ჩინოვნიკი(გაყიდა ფედერაციის ბალანსზე რიცხული მიწა,სადაც სტადიონი უნდა აშენებულიყო),შედეგიც ადეკვატურია
მთ
06 მარტი 2019 13:29
20
წარმოდგენა თუ გაქვს, რას წერ. ფედერაციების ბალანსზე რიცხული ყველა სტადიონი და მიწა ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილებაა, შესაბამისად რაგბის კავშირი, მით უმეტეს სვანიძე ვერაფერს გაყიდდა. ცილისმწამებლობას შეეშვი.
მთ-ს
07 მარტი 2019 09:44
0
რატომ არ შეიძლება რაგბში დაახლოებით ისეთივე ფორმატი იყოს როგორიც ფეხბურთშია? ხომ ვხვდებით ფეხბურთში ევროპის უძლიერეს ნაკრებებს შესარჩევ ციკლში, რაღაც მსგავსი რომ შეიქმნას არ შეიძლება? მარტო ჩვენ კი არა ყველას უნდა მიეცეს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა.
ლაშა
06 მარტი 2019 12:27
4
იმიტომ ჩემო კარგო რო რამდენადაც რაგბი უკეთესი თამაშია, იმდენად მსოფლიო მესვეურები ყავს ყუმები და შეუგნებლები
ragbi vs football
06 მარტი 2019 13:17
0
გთხოვთ დადოთ მთლიანი მიმართვის ვიდეო. თუ მხოლოდ ეს იყო მიმართვა, ძალიან სუსუტი მიმართვაა. უნდა იყოს დასახელებული საერთოდ რაგბის განვითარების უგელვებელყოფა ასეთი ლიგის 10 წლით ჩაკეტვაზე სხვებისათვის. რაც უნდათ შექმნაა და ბოლო ბოლო თავიდან ვინც უნდათ ისინი შეიყვანონ, მარა 10 წლით რომ არავინ გააკარონ რაგბის ინტერესი ჩაკვდება საერთოდ.
Geo_Dinamo
06 მარტი 2019 11:50
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული