რაგბი

ეროვნული ნაკრები

Stuff.co.nz: ქართული რაგბის ბოსი "მსოფლიო რაგბის" ახალი ტურნირის ფორმატის გამო "ახურავს"

AutoSharing Option
"ქართული რაგბის ბოსი "მსოფლიო რაგბის" ახალი ტურნირის ფორმატის გამო "ახურავს" - ასე ეხმაურება ახალი ზელანდიის უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული გამოცემა Stuff-ი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის ვიდეომიმართვას, რომელშიც მან მსოფლიო რაგბის საბჭო ახალი 12-გუნდიანი ტურნირის ფორმატისთვის გააკრიტიკა.

"ტვიტერზე" გავრცელებულ სამწუთიან ვიდეომიმართვაში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ მსოფლიო რაგბის საბჭოს მაღალჩინოსნებს უწოდა "ცხვირაპრეხილი რეტროგრადი ჩინოვნიკების ჯგუფი, რომლებიც საკუთარი ცხვირების იქით ვერაფერს ხედავენ".

საქართველოს ნაკრები ევროპის კონტინენტზე დიდ პროგრესს განიცდის და დიდი ხანია, "ექვს ერში" მოხვედრა სურს. თუმცა, საქართველოში შიშობენ, რომ
ახალი 12-გუნდიანი მსოფლიო ლიგის შექმნის შემთხვევაში ისინი მეორე ლიგაში აღმოჩნდებიან.

მსოფლიო რაგბის რეიტინგში საქართველო მე-12 პოზიციაზე იმყოფება და 3 ადგილით უსწრებს აშშ-ს, რომელიც, სავარაუდოდ, ახალი 12-გუნდიანი ლიგის პირველ დივიზიონში მოხვდება, ვინაიდან ამერიკულ ბაზარს ტურნირისთვის კომერციული კუთხით დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია", - წერს გამოცემა Stuff.co.nz-ი.

ასევე დაგაინტერესებთ