საქართველოს რაგბის კავშირის მორიგი ძალისხმევა - "რაგბი ევროპის" წერილი "მსოფლიო რაგბის"

AutoSharing Option
6 მარტს, პარიზში გაიმართა რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს სხდომა. საქართველოს რაგბის კავშირის თხოვნით, დღის წესრიგს დაემატა მსოფლიო რაგბის ლიგის დაფუძნების გარშემო სიტუაციის განხილვა.

განხილვისას, საქართველოს პოზიციის გაცნობის შემდეგ, აზრი გამოთქვა საბჭოს პრაქტიკულად ყველა წევრმა. აღინიშნა, რომ მსგავსი მიდგომები და გაუაზრებელი გადაწყვეტილებები უდიდეს ზიანს მიაყენებს რაგბის განვითარებას ევროპასა და მთელს მსოფლიოში. აგრეთვე აღინიშნა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებული პროცესი არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და მასში მონაწილეობა არის ხელოვნურად ლიმიტირებული.

ერთხმად გადაწყდა (მათ შორის 6 ერის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდანაც), რომ მსგავსი მიდგომები კატეგორიულად
მიუღებელია, ამ პროცესში რაგბი ევროპის ჩართულობა უცილებელია და ეს პოზიცია ოფიციალურად უნდა ეცნობოს მსოფლიო რაგბს.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ, გაუგზავნა შესაბამისი წერილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს, ბილ ბომონდს:

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარეს
სერ ბილ ბომონდს
პარიზი: ოთხშაბათი, 6 მარტი, 2019 წ.

ბატონო ბილ, ჩვენ, რაგბი ევროპის საბჭოს წევრები, 6 მარტს, ოთხშაბათს, პარიზში შევიკრიბეთ. განხილული საკითხებიდან მთავარი, რომელსაც ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმო, იყო მსოფლიო რაგბის ლიგის პროექტი.

შეხვედრის მონაწილეებმა, რომლებიც 15 ევროპული ქვეყნის რაგბის კავშირს წარმოადგენდნენ, დიდი შეშფოთება გამოთქვეს აღნიშნული პროექტის მიმართ, რომლის შესახებაც არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, ვიდრე ოთხშაბათს შუადღემდე, როდესაც მე მივიღე ელექტრონული წერილი ბრედ გოსფერისგან.

ჩვენ, როგორც ევროპაში რაგბის მმართველი ორგანიზაცია, სრულად ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ეს შეჯიბრი, რომლის პროექტიც ჩვენი მონაწილეობის გარეშე შეიქმნა, საფრთხეს უქმნის ევროპაში რაგბის განვითარებას.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ გაგვარკვიოთ პროექტის დეტალებში და ჩაგვრთოთ განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ფაქტი იმისა, რომ აქამდე ჩვენ ამ პროცესის ნაწილი არ ვყოფილვართ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

დიდად დავალებულნი ვიქნებით, თუ თქვენ ამ მოთხოვნას გაითვალისწინებთ და მოუნთმენლად ველით თქვენს რეაგირებას.

პატივისცემით, ოქტავიან მორარიუ
რაგბი ევროპის პრეზიდენტი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი

alt"მსოფლიო ლიგა" - დეტალური ინფორმაცია, რომელიც ქართული რაგბის ქომაგებს აინტერესებთ [VIDEO ქართული გახმოვანებით]

altრევოლუციურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს - მსოფლიო რაგბის პროექტი და ისტორიული შანსი საქართველოსთვის!

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
საკამათო არა მარტო იტალია-საქართველოს შეფასებაა. ფიჯი, სამოა ტონგა - ხან ერთია სტოსის წამყვანი და ხან მეორე. იქ შტატებს პრეტენზია აქვთ და კანადის სარაგბო ისტორია შტატებზე უკეთესია. მეორე-მესამე ეშელონების საზღვრებიც ბუნდოვანია: ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გერმანიის ნაცვლად მეორე ეშელომში პორტუგალიაა...
ასე რომ მსოფლიო ლიგის დაწყებამდე წინა წელს ერთიანი ობიექტური კრიტერიუმებით უნდა მოხდეს რანჟირება/შერჩევა
რამაზ
09 მარტი 2019 07:49
0
2022 წელს ერთა ლიგის ეშელონებში რომელი ნაკრები სად მოხვდება 2021 წლის ბოლოს რეიტინგების შესაბამისად უნდა განისაზღვროს. წინასწარ რომ ყველას ეცოდინება, 2021 წლის ტესტმატჩების საშუალებით ნაკრებები რეალური სიძლიერის შესაბამის რეიტინგის ქულებს დაიგროვებენ. მაგალითისთვის იტალიას დამალვის ნაცვლად თვითონ უნდა მოუნდეს ჩვენთან თამაში რეიტინგის ქულების ასახევად და სწორედ მაშინ გამოჩნდება დავიმსახურებთ თუ არა უმაღლეს ეშელომში თამაშს.
რამაზ
09 მარტი 2019 07:26
0
სოსოს ვეთანხმები.ასე ჩვენი რაგბის რეგრესი იქნება.მაშინ არ იყოს პლეი.ოფი და პირდაპირ უნდა გაფავიდეს საქართველო 6 ერში. და კიდევ მსოფლიო ლიგის უმაღლესი 12 დანაც უნდა ვარდებოდეს 2 და მას ჩაანაცვლებს მეორე ეშელონის 1 და 2 ადგილზე გასულები. აი ასე უფრო სამართლიანი იქნება!
კახა
08 მარტი 2019 15:04
0
ეს გაცილებით უარესია,ვიდრე აქამდე არსებული სისტემა.ესე იგი,მსოფლიოს ელიტარულ გუნდებს მხოლოდ მსოფლიოს თასზე თუ შევხვდებით,4 წელიწადში ერთხელ და ასევე 4 წელიწადში ერთხელ,6 ერის მაჩანჩალას.ასეთ პირობები იტალიის დამარცხებაც კი გამორიცხულია თან თუ მსაჯობასაც და მატჩის ადგილსაც მათ სასარგებლოდ დანიშნავენ.ნებისმიერ შემთხვევაში ეს რაგბის პოპულარიზაციისა და დონის აწევისაკენ კი არა,მისი არეალის და დონის დაცემისაკენ არის მიმართული.მსოფლიოს ჩემპიონატსაც კი ფასი დაეკარგება,რადგან დაბლითა ეშელონის გუნდებს შანსი არ ექნებათ ზედა დივიზიონის დონეზე ასვლისა.ის,მხოლოდ დაბალი საფეხურის ქვეყნების ნიჭიერ მორაგბეთა გამოფენა გაყიდვის ფუნქციას შეასრულებს.ძალიან,ძალიან მკაცრი პროტესტია საჭირო ასეთი ცინიკური პროექტის ავტორების მიმართ,მათი გადადგომის მოთხოვნის ჩათვლით.მათი ორივე წარმოდგენილი ვარიანტი ვნახეთ და მისი ავტორები სრულიად მიუღებელნი არიან არიან სარაგბო პრინციპებისათვის.ისინი უნდა მოიკვეთონ.
სოსო
08 მარტი 2019 09:08
0

სიახლეები პოპულარული