საქართველოს რაგბის კავშირის მორიგი ძალისხმევა - "რაგბი ევროპის" წერილი "მსოფლიო რაგბის"

AutoSharing Option
6 მარტს, პარიზში გაიმართა რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს სხდომა. საქართველოს რაგბის კავშირის თხოვნით, დღის წესრიგს დაემატა მსოფლიო რაგბის ლიგის დაფუძნების გარშემო სიტუაციის განხილვა.

განხილვისას, საქართველოს პოზიციის გაცნობის შემდეგ, აზრი გამოთქვა საბჭოს პრაქტიკულად ყველა წევრმა. აღინიშნა, რომ მსგავსი მიდგომები და გაუაზრებელი გადაწყვეტილებები უდიდეს ზიანს მიაყენებს რაგბის განვითარებას ევროპასა და მთელს მსოფლიოში. აგრეთვე აღინიშნა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებული პროცესი არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და მასში მონაწილეობა არის ხელოვნურად ლიმიტირებული.

ერთხმად გადაწყდა (მათ შორის 6 ერის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდანაც), რომ მსგავსი მიდგომები კატეგორიულად
მიუღებელია, ამ პროცესში რაგბი ევროპის ჩართულობა უცილებელია და ეს პოზიცია ოფიციალურად უნდა ეცნობოს მსოფლიო რაგბს.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ, გაუგზავნა შესაბამისი წერილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს, ბილ ბომონდს:

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარეს
სერ ბილ ბომონდს
პარიზი: ოთხშაბათი, 6 მარტი, 2019 წ.

ბატონო ბილ, ჩვენ, რაგბი ევროპის საბჭოს წევრები, 6 მარტს, ოთხშაბათს, პარიზში შევიკრიბეთ. განხილული საკითხებიდან მთავარი, რომელსაც ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმო, იყო მსოფლიო რაგბის ლიგის პროექტი.

შეხვედრის მონაწილეებმა, რომლებიც 15 ევროპული ქვეყნის რაგბის კავშირს წარმოადგენდნენ, დიდი შეშფოთება გამოთქვეს აღნიშნული პროექტის მიმართ, რომლის შესახებაც არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, ვიდრე ოთხშაბათს შუადღემდე, როდესაც მე მივიღე ელექტრონული წერილი ბრედ გოსფერისგან.

ჩვენ, როგორც ევროპაში რაგბის მმართველი ორგანიზაცია, სრულად ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ეს შეჯიბრი, რომლის პროექტიც ჩვენი მონაწილეობის გარეშე შეიქმნა, საფრთხეს უქმნის ევროპაში რაგბის განვითარებას.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ გაგვარკვიოთ პროექტის დეტალებში და ჩაგვრთოთ განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ფაქტი იმისა, რომ აქამდე ჩვენ ამ პროცესის ნაწილი არ ვყოფილვართ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

დიდად დავალებულნი ვიქნებით, თუ თქვენ ამ მოთხოვნას გაითვალისწინებთ და მოუნთმენლად ველით თქვენს რეაგირებას.

პატივისცემით, ოქტავიან მორარიუ
რაგბი ევროპის პრეზიდენტი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი

alt"მსოფლიო ლიგა" - დეტალური ინფორმაცია, რომელიც ქართული რაგბის ქომაგებს აინტერესებთ [VIDEO ქართული გახმოვანებით]

altრევოლუციურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს - მსოფლიო რაგბის პროექტი და ისტორიული შანსი საქართველოსთვის!

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
საკამათო არა მარტო იტალია-საქართველოს შეფასებაა. ფიჯი, სამოა ტონგა - ხან ერთია სტოსის წამყვანი და ხან მეორე. იქ შტატებს პრეტენზია აქვთ და კანადის სარაგბო ისტორია შტატებზე უკეთესია. მეორე-მესამე ეშელონების საზღვრებიც ბუნდოვანია: ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გერმანიის ნაცვლად მეორე ეშელომში პორტუგალიაა...
ასე რომ მსოფლიო ლიგის დაწყებამდე წინა წელს ერთიანი ობიექტური კრიტერიუმებით უნდა მოხდეს რანჟირება/შერჩევა
რამაზ
07:49 09-03-2019
0
2022 წელს ერთა ლიგის ეშელონებში რომელი ნაკრები სად მოხვდება 2021 წლის ბოლოს რეიტინგების შესაბამისად უნდა განისაზღვროს. წინასწარ რომ ყველას ეცოდინება, 2021 წლის ტესტმატჩების საშუალებით ნაკრებები რეალური სიძლიერის შესაბამის რეიტინგის ქულებს დაიგროვებენ. მაგალითისთვის იტალიას დამალვის ნაცვლად თვითონ უნდა მოუნდეს ჩვენთან თამაში რეიტინგის ქულების ასახევად და სწორედ მაშინ გამოჩნდება დავიმსახურებთ თუ არა უმაღლეს ეშელომში თამაშს.
რამაზ
07:26 09-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული