პრესკონფერენცია გერმანიასთან მატჩამდე: ქუთაისელი ქომაგი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე

ხვალ 10 მარტს 16:00 საათზე, ქუთაისში გერმანიასთან გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე, "ბორჯღალოსნებმა" "აია არენაზე" კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს.

მილტონ ჰეიგმა წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის, როგორც მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ერთ-ერთი ეტაპის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ამ კამპანიაზე ძალიან დიდი ფოკუსირება ხდება, რადგან ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებთ, მსოფლიო თასისთვის მზადებას ემსახურება. გვსურს მაქსიმალურად გამოვცადოთ მოთამაშეები, ვნახოთ ყველა ის სიღრმეები, რაც მსოფლიო თასზე გამოგვადგება და იაპონიაში გასამართ ტურნირს შესაბამის კონდინციაში შევხვდეთ".

გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ თამაშის ქუთაისში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა
ხაზი:

"ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შეხვედრას განსაკუთრებულ ხიბლს ის მატებს, რომ გერმანიას ქუთაისში ვმასპინძლობთ. ამ ქალაქში რაგბის წლებია ფეხი მყარად აქვს მოკიდებული, რამდენიმე გუნდი ჰყავს, რომლებიც წარმატებით თამაშობენ შიდა ჩემპიონატებში და ქუთაისელი გულშემატკივარი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს. როდესაც მაყურებლისთვის თამაში ასე მნიშვნელოვანია, ის ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება".

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს გუნდები განსხვავებულ პოზიციებში ხვდებიან. "ბორჯღალოსნებმა" სამივე თამაში მოიგეს - კლუჟში რუმინეთთან 18:9, თბილისში ესპანეთთან 24:10 და ბრიუსელში ბელგიასთან ბონუსით, 46:6. შედეგად, ჩვენი გუნდი 13 ქულით პირველ ადგილზეა.

გერმანია ბელგიასთან ბრიუსელში 22:29 დამარცხდა და მცირედი მარცხისთვის ბონუსს დასჯერდა, ბოტოშანში რუმინეთთან 10:38 წააგო, ხოლო გასულ ტურში ჰაიდებერგში რუსეთი მიიღო და ბონუსამდე ქულა დააკლდა - 18:26. ჯამში გერმანიას ერთი სატურნირო ქულა აქვს და ბოლო, მე-6 ადგილზეა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბევრი მაგსრო კაპიტანი გვყოლია , მაგრამ ბუკა რასაც ქვის მხეცია
კახა
10 მარტი 2019 07:23
1
ძალიან ცუდად აშუქებთ რაგბს...ჩვენი ნაკრები გასაგებია, მაგრამ სხვა თამსშებიც ხომ ტარდება...სატურნირო ცხრილები არის და რატომ უნდა ვიგებდე რუსული და სხვა საიტებიდან ახალ ამბებს?...თქვენც ხომ შეგიძლიათ უფრო ფართოდ გააშუქოთ და მიმოხილვები მაინც დადოთ? ან გეზარებათ ან არაკომპეტენტურები ხართ...
არ დამბლოკოთ...სამართლიანი შენიშვნა არის
მამუკა
10 მარტი 2019 00:13
0
ბუკა რა საშინელი ფორმა გაცვია. იმედია სავარჯიშოა.
Piper
09 მარტი 2019 22:35
6
პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ მაგრად მევასებით ქუთაისელებო !!!მოკითხვა თბილისიდან მაგარ მორაგბეებს და მაგარ ხალხს!!!კარგია რომ თამაში მანდ არის, იმსახურებს 100% ეს ქალაქი ბევრ სარაგბო დღესასწაულს!!!თამაშს რაც შეეხება ველით მეტ ხელით თამაშს და სისწრაფეს!!! წარმატებები!!!
talo
09 მარტი 2019 19:21
0
დარწმუნებული ვარ,ჩვენი ნაკრები ამ თამაშს ხელით სწრაფი თამაშის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.ალბათ ბევრი ხარვეზიც იქნება,მაგრამ სხვანაირად არ გამოვა.ამის შემდეგ ისეთს,ვეღარავის შევხვდებით მსოფლიოს თასამდე,ვისთანაც თამამი ექსპერიმენტები და რისკი,უსაფრთხო აღარ იქნება.მიდით ბიჭებო,გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა.გამარჯვებაში კი,ეჭვი ალბათ არავის გვეპარება.სიმართლე გითხრათ,მილტონ ჰეიგისაგან ველოდი ველოდი მსოფლიო რაგბის მამებისაგან გამოტანილ პროექტზე აზრის გამოთქმას,თუმცა ეტყობა საჭიროდ არ ჩათვალა.აბა ბიჭებო,ლაღი თამაში და რა თქმა უნდა გამარჯვება.
სოსო
09 მარტი 2019 18:25
1
ჰეიგმა, პირველ პროექტზე გააკეთა კომენტარი,გიორგი,მეორეზე კი, ჯერჯერობით არავის გაუკეთებია კომენტარი.არც ჰეიგს და არც ფედერაციას.ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი გამიგია ამის შესახებ.
სოსო
10 მარტი 2019 12:40
0
ჰეიგმა კომენტრი გააკეღა და საკმაო მწვავეც.
გიორგი
09 მარტი 2019 19:28
3

სიახლეები პოპულარული