რაგბი

ეროვნული ნაკრები

დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ფარგლებში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი ქუთაისში, "აია არენაზე" 16:00 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, "ბორჯღალოსნებმა" მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის სამივე შეხვედრა მოიგეს - კლუჟში რუმინეთთან 18:9, თბილისში ესპანეთთან 24:10 და ბრიუსელში ბელგიასთან 46:6, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

გერმანელებმა კი აქამდე ჩატარებული სამივე მატჩი წააგეს - ბელგიასთან ბრიუსელში 22:29, ბოტოშანში რუმინეთთან - 10:38 და ჰაიდებერგში რუსეთთან - 18:26. სამი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრები 1 ქულით სატურნირო
ცხრილის ბოლო, მე-6 ადგილს იკავებს.

altპრესკონფერენცია გერმანიასთან მატჩამდე: ქუთაისელი ქომაგი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს

alt5 ქუთაისელი - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა გერმანიასთან მატჩისთვის ცნობილია

alt"მსოფლიო ლიგა" - დეტალური ინფორმაცია, რომელიც ქართული რაგბის ქომაგებს აინტერესებთ [VIDEO ქართული გახმოვანებით]

alt"ბორჯღალოსნების" მზადება გერმანიასთან მატჩისთვის