ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/გოგიტა ბუხაიძე

"ბორჯღალოსნები" 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩისთვის "შევარდენზე" ემზადებიან და დღეს ჟურნალისტებისა და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართეს.

შეგახსენებთ, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა გერმანიის 52:3 ძლევით ტიტული მე-11-ედ მოიპოვეს. ჩვენი გუნდი 17 მარტს სტუმრად კრასნოდარში, საქართველოს დროით 16:00 საათზე ტრადიციულ მეტოქეს, რუსეთის ნაკრებს ეთამაშება და მისი ძლევით მერვე სლემის (ყველა თამაშის მოგება) შესრულებას ეცდება.

წვრთნა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ხაზი და შერკინება ცალ-ცალკე გახურდა, მერე კი ბიჭები ორ გუნდად გაიყვნენ და სხვადასხვა სტატიკური ფაზიდან შეტევასა და დაცვაში ივარჯიშეს.

მწვრთნელები და მოთამაშეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ტიტულის ნაადრევად დაუფლების მიუხედავად, კარგად ესმით მომავალი მატჩის მნიშვნელობა და კრასნოდარში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

მილტონ ჰეიგი: "დღეს ძალიან კარგი ვარჯიში გვქონდა. ხვალ ბიჭებს დავასვენებთ და ზეგ, კრასნოდარში გაფრენამდე კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება. რამდენიმე მცირე ტრავმა გვაქვს, სერიოზული არაფერია, თუმცა პარასკევს მათ მდგომარეობას კიდევ ერთხელ გადავხედავთ და შემადგენლობასაც ამის შემდეგ დავასახელებთ.

ქართველებისთვის რაგბი ევროპის ჩემპიონატში რუსეთთან თამაში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა და ვფიქრობთ, გულშემატკივარს კვირას კარგ წარმოდგენას ვაჩვენებთ. რუსეთის ნაკრები უწინდელთან შედარებით უფრო სწრაფი და ათლეტური გუნდია. მათ ყველა კომპონენტში ეტყობათ გაუმჯობესება და ბურთსაც სწრაფად ათამაშებენ. ახლა რუსეთის ნაკრებს უფრო ბევრი იარაღი აქვს, თუმცა ჩვენ მზად ვართ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ".

ზურაბ ჟვანია: "მართალია, რაგბი ევროპის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე ჩემპიონობა გავინაღდეთ, მაგრამ რუსეთთან თამაში, მათი სტუმრად დამარცხება, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. მე მჯერა ჩემი ნაკრების, ჩვენი ბიჭების და საქართველოში აუცილებლად გახარებულები დავბრუნდებით. ჩვენ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს მივუძღვნით!"

ლაშა ხმალაძე: "მეტოქე ნამდვილად გაზრდილია. რუსული კლუბები, მათი ნაკრების მოთამაშეები, რეგულარულად თამაშობენ ჩელენჯ ქაფზე და ეს მათ გაზრდაში დაეხმარა. ფიზიკურად და ტექნიკურად ახლა ისინი უკეთ გამოიყურებიან, თუმცა ჩვენც გავიზარდეთ, ახალგაზრდული ნაკრებებიდან ძალიან კარგი, ტექნიკური და სხარტი ბიჭები ამოდიან.

როგორც ყოველთვის, ეს თამაში ახლაც მნიშვნელოვანია. არა აქვს მნიშვნელობა, ჩემპიონები გავხდით თუ არა, რუსეთთან მატჩი ყოველთვის პრინციპული იქნება და ასეა ახლაც. მეტოქეს რის საშუალებასაც მისცემ, იმას მოიმოქმედებს. ვეცდებით, რომ რუსებს პირველივე წუთებიდან გავუქროთ მოგებაზე ფიქრის საშუალება".

alt"ბორჯღალოსნების" საჩუქარი პატარა ქომაგს და სიმღერა - მილტონ ჰეიგი ვიდეოს ავრცელებს [VIDEO]


მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 20 /
აქ მარტო რაგბი არაა, პრინციპის საქმეა! დიდი ანგარიშით უნდა მოიგოს ჩვენმა ნაკრებმა!
მერაბი
15 მარტი 2019 09:50
0
აბა თქვენ იცით რაც აქამდე ვერ ვურტყით ეხლა გადათელეეთ . მოგებას გისურვებთ . ისე რუს ხალხს კი ჩვენ არ ვძულვართ სამწუხაროდ პოლიტიკაა ყველაფერი ჩვეულებრივ ხალხს უნდა კარგი ურთიერთობა მათთანაც ბევრია ისეთი ვინც ამას არ ეთანხმება მაგრამ აბა ცინ ეკუთხება რამეს ხალხს.
ლია
14 მარტი 2019 19:54
3
რაოო? არ ვძულვართ რუსებსო? უკაცრავად გახლავართ და ეგ ვინ მოგახსენათ/ ეს რაღაც ნაწილს შესაძლოა ინერციით ჰქონდეს რაღაც გარკვეული რიდი,თორემ ვძულვართ კი არა მეტიც.... ინტერნეტში პრეფერანსს ვთამაშობ და არაერთხელ გამომხტარა რუსი,რომელიც ილანძღება და "რაც გაგიკეთეთ,ცოტა იყოვო" ასე უთქვამთ, ისე კი სამეზობლოც სულ რუსები მყავან და ძალით მეზობლობენ, შანსი თუ მიეცათ ყველაფერს აკეთებენ,რომ გამამწარონ............
გელა
14 მარტი 2019 21:16
1
სხვა რამეში თუ მოიგებთ რაგბის გარდა ?
ლომი
13 მარტი 2019 22:58
48
ლომო კატას გევხარ
DATO
14 მარტი 2019 11:16
1
ლომი

- ალბათ ქართველი არა ხარ ... ,,სხვა რამეშიო,, ?! - და რაში ვერ ვუგებთ ?! - ჩრდილოეთ კავკასიელები, რომლებიც ა რ არიან რუსები და არც არასოდეს იქნებიან - ჩამოაშორე და უმეტეს სპორტის სახეობაში მოვუგებთ - პირადად რა გაღელვებს და გაღიზიანებს და რატომ - პირდაპირ რომ გველაპარაკო , რომ დაგვიკონკრეტო და ვისაუბროთ, არაა ?!
გლახუნა
14 მარტი 2019 04:43
0
ყველა გამოხმაურება
ხო რაღაც აბლატავდნენ რუსები და ჭკუა უნდა ვასწავლოთ გადავურბინოთ სრული წმ სიტყვის მნიშვნელობით და ზელანდიასთან რო უნდათ გათანაბრება იქნებ გაუნელდეთ:)
გოგა
13 მარტი 2019 22:43
1
რუსებს რო მივანადგურებთ ფაქტია ჩვენ უფრო სხვა დონეზე თამაში გვინდა ესენი ჩვენთან არ უნდა თამაშობდნენ ის კი არა რუმინეთიც ძალიან დაბლაა.
dato
13 მარტი 2019 19:01
0
არ წამიკითხავს სტატია და როდის ვიბრუნებთ ყველაფერ დაკარგულს და ვიპყრობთ რუსეთს ურალამდე? ჰა აბა გამეეფინეთ ძალად პატრიოტები. წავლენ, რუსებს, რომლებსაც სულ ერთ ადგილზე ჰკიდიათ ეს რაგბი, მოუგებენ და არიან კმაყოფილი ბედშავი გრუზინები. ინფანტილები.
odala
13 მარტი 2019 18:27
64
შენ ალბათ ის ხარ ვინც ყოველ დღე სწყევლის სალუთარ წარმომავლობას და სირცხვილს განიცდის ამის გამო. რაში ვუგებთ და ყველაფერში სადაც სამართლიანი ბრძოლაა. და შენ შეეგუე იმას რომ რაც არ უნდა თქვა და მოიმოქმედო მაინც ის იქნები რაც დასთესეს.
anz
14 მარტი 2019 11:25
0
ოდალა - შენ არა ხარ ,,ბედშავი ქართველი,, ,,ინფანტილი,, ?! თუ სხვა ჯიშის ხარ და აბა მოგვაწოდე ერთი -რა ჯიშის ხარ და რა გაღიზიანებს,ან რ ა ტ ო მ , ანუ დააკონკრეტე!
გლახუნა
14 მარტი 2019 04:38
0
ყველა გამოხმაურება
მეტოქის არ დაფასება ძვირად უჯდებათ გუნდებს კი იცით, ამიტომ სერიოზულად მიუდექით საქმეს, თითეული სანტიმეტრისთვის იბრძოლეთ და თითეული წუთი სწორად წარმართედ ჩვენს სასიკეთოდ. წარმატებები ბიჭებო!
ლაშა
13 მარტი 2019 18:03
1
იქნება თუ არა ტელერეპორტაჟი?
დათო
13 მარტი 2019 17:59
7
მე2 ტაიმის ვიდეოჩანაწერი იქნება იქით ექვსშაფათს მე 99 ე არხზე..........
გელა
14 მარტი 2019 21:25
0

სიახლეები პოპულარული