rugger.info. რუსეთი - საქართველო. მილტონ ჰეიგის დევიზი: ყველანი თამაშობენ, ჩვენ ვვარჯიშობთ!

AutoSharing Option
17 მარტს, რაგბი ევროპის უკანასკნელ ტურში საქართველოს ნაკრები, რომელიც 1 ტურით ადრე ჩემპიონი გახდა, კრასნოდარში რუსეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ამ თამაშს წინასამატჩო წერილი rugger.info-მ მიუძღვნა.

"ტურნირის მთავარი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ გამარჯვებული შეიძლება ნაადრევად გამოვლინდეს. "ლელოელები" ამ შეხვედრაში გამარჯვებულის სტატუსით გამოვლენ, რაც უეჭველი აისახება თამაშზე. ამის გარეშეც მილტონ ჰეიგმა მიმდინარე ტურნირზე საჩვენებელი გამოსვლა დევიზით წარმართა:"ყველანი თამაშობენ, ჩვენ ვვარჯიშობთ".

აი, რაა საინტერესო - ამ დაპირისპირებაშიც ექსპერიმენტებს მიმართავს? ისე, რატომაც არა?

დიახ, რა თქმა უნდა, რუსეთის ნაკრები ბოლომდე იბრძოლებს. ერთი სიტყვით, კვირას
ლი ჯონსის შეგირდებისგან გმირობას ელიან - მრავალი წლის შემდეგ ქართველების ძლევას.

ისტორიული თვალსაზრისით ამის ნაკლები იმედი უნდა არსებობდეს: 22 მატჩიდან რუსებმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს. 1993 წლის 25 მაისს (15:9). კიდევ იყო ფრე 2002 წლის მარტში (12:12). ასე რომ, თუ საქართველოს ნაკრებს მოუგეს, ამას თამამად შეგვიძლია "გმირობა" ვუწოდოთ.

არსებობს თუ არა შანსი? დიახ, არსებობს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართველებს სატურნირო მოტივაცია არ გააჩნიათ. თუ მათთვის ეს შეხვედრა სასწავლო-სავარჯიშო კატეგორიისა იქნება, ბუნებრივია, შანსი იზრდება. რამდენად? სულ მალე ვიხილავთ".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს თამაში ისე უნდა მოვიგოთ, რომ ხმა გაკმინდოს ყველამ. და კიდევ ეს ტურნირიც იმდენჯერ უნდა მოვიგოთ, რომ სხვა გუნდებმა მოითხოვონ ჩვენი გაგდება 6 ერში :)
ლაშა
15 მარტი 2019 15:21
0
ჩაგეთვალა..DDD ნაღდათ გაგვაგდებენ აქედან, ასე თუ გავაგრძელეთ
Geo_Dinamo
15 მარტი 2019 21:56
0
ბებიაშენისავ, შანსი ნამდვილად არის ვარჯისთან პარალელურად არ გაეტკიცოთ ჩვენებს.
rugby
15 მარტი 2019 11:24
0
ანტარქტიდაში რო დანიშნონ რუსებმა თამაში იქაც წახრიან ბიჭები "დათვებს"!!!
gogka
15 მარტი 2019 10:33
0
უნდა მოვიგოთ, თანაც დიდი ანგარიშით! პრინციპის ამბავია. ამ შემთხვევაში მარტო სპორტული მოტივაცია არაა.
მერაბი
15 მარტი 2019 09:25
2
რამდენჯერ ყოფილა, რომ ჩვენთან შესახვედრად წელში გაწყვეტამდე უვარჯიშიათ, მაგრამ არაფერი გამოსვლიათ. ბიჭებმა ძალიან კარგად იციან და იმედია ზედმეტი დატვირთვის გარეშე ლაღი ბურთაობით მოიგებენ. მითუმეტეს წნეხის ქვეშ ისინი არიან და არა ჩვენ. თანაც ჩვენები დარწმუნებული ვარ, ტურნირზე ფორმის პიკზე სწორედ აქ იქნებიან
:))))
14 მარტი 2019 23:50
0
გერმანიასთან გევარჯიშებინა ჯობდა...ე ბიჯო არ წააგოთ თორემ აიკლებენ მსოფლიოს...დიდი იმედი მაკვს რომ ხმას გააკმინდინებთ...მომავალ შეხვედრამდე მაინც.
რობი
14 მარტი 2019 23:41
1

სიახლეები პოპულარული