რაგბი

ეროვნული ნაკრები

"საქართველო XV"-ის ნაკრების შემადგენლობა რუსეთის "ა" ნაკრების წინააღმდეგ ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

"საქართველო XV"-ის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ 16 მარტს, 16 საათზე, კრასნოდარის "ტრუდის“ სტადიონზე რუსეთის "ა" ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

სასტარტო შემადგენლობაში დიდი 10-ის ლიდერის, "ბათუმის" შემადგენლობიდან 5 მორაგბე მოხვდა. 4 კაცითაა წარმოდგენილი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ლოკომოტივი". ორ-ორი მოთამაშეა "ლელო-სარასენსიდან" და "აიადან", ხოლო "ვეფხვებიდან", "ჯიქიდან" და "არმიადან" - თითო-თითო.

გუნდს გამოცდილი ბექა წიკლაური უკაპიტნებს, რომელსაც "ბორჯღალოსნების" კვართით 30-ჯერ უთამაშია, მათ შორის, 2015 წლის მსოფლიო თასზე და ახალ ზელანდიას ლელო გაუტანა.

სხვადასხვა დროს ნაკრების კვართით უთამაშიათ ანზორ სიჭინავას
(9 კეპი), მამუკა ნინიძეს (3 კეპი) და გიორგი ტალახაძეს (2 კეპი), ხოლო მარქაფიდან - გიორგი ჭყოიძეს (5 კეპი).

Sportall.Ge

"საქართველო XV":15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი), 12. გიორგი ტალახაძე (ლოკომოტივი), 11. ანზორ სიჭინავა (ბათუმი), 10. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 9. რევაზ ბროძელი (ვეფხვები); 1. ზურა ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. გიორგი ქართველიშვილი (ლოკომოტივი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი), 6. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 7. გელაშა ლამბერიძე (აია), 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი).

მარქაფა:16. ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები), 17. ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი), 18. მიხეილ რატიაშვილი (აია), 19. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), 21. დავით კლდიაშვილი (ჯიქი), 22. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 23. ბექა მამუკაშვილი (ლელო-სარასენსი), 24. ფარნა გასვიანი (ლოკომოტივი), 25. გიორგი ჭყოიძე (ლელო-სარასენსი).

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით