ქართველებმა არასწორად გამიგეთ - რუსეთის რაგბის ფედერაციის თავმჯდომარე საქართველოზე ნათქვამს განმარტავს

AutoSharing Option
რამდენიმე კვირის წინ რუსეთის რაგბის ფედერაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი მოროზოვმა "სოვეტსკი სპორტის" ჟურნალისტის კითხვაზე: "რა უნდა გააკეთოს რუსულმა რაგბიმ, რათა თავდაპირველად გაუტოლდეს, მაგალითად, საქართველოს?", - უპასუხა:

"საქართველოსთან შედარება საერთოდ უაზრობაა. ჩვენ უნდა გავუთანაბრდეთ ახალ ზელანდიას, ავსტრალიას, სამხრეთ აფრიკას. ჩვენთვის სასაცილოა საქართველოსთან შედარება. არ ვიცი, ეს საიდან მოვიდა? შესაძლოა იქიდან, რომ ჩვენი კოლეგები რუსულად ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, ქართველებმა ბევრად ადრე დაიწყეს ქვეყანაში რაგბის განვითარებაზე მუშაობა. ამიტომ ცოტათი გვისწრებენ".

თუმცა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოროზოვმა თქვა, რომ საქართველო ძალიან უყვარს,
რომ რაგბიში კონკურენტები არ არსებობენ, არიან მხოლოდ მეგობრები და... "არ არსებობს ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს", - სწორედ ეს ვიგულისხმეო!

დიმიტრი მოროზოვი: - საქართველოსთან დაკავშირებული კითხვა ჟურნალისტის პროვოცირებული იყო. თქვენი კოლეგები სვამენ კითხვას, მაგრამ აუცილებელია გვესმოდეს, რომ თუ რეალურად გვსურს რაგბის განვითარება, უნდა ვეცადოთ, თავი მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს შევადაროთ. ამიტომაც ვთქვი: თქვენ შეიძლება ცდილობდეთ შევედაროთ საქართველოს, ანდა, პირობითად, ყაზახეთს ან ესპანეთს, მაგრამ ჩემი მიზანია, ვესწრაფოდე ისეთ გრანდებთან გათანაბრებას, როგორებიც არიან ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთი აფრიკა! თქვენც ხომ ცდილობთ იყოთ საუკეთესონი, თავადაც ხომ გინდათ ამ სახეობის ლიდერებთან გათანაბრება? ამიტომაც ლაპარაკია არა საქართველოზე, გერმანიაზე ან ესპანეთზე, არამედ იმაზე, რომ უძლიერეს ნაკრებებზე ავიღოთ სწორება. ამას ვგულისხმობდი, როცა საქართველოზე ვილაპარაკე.

- გასაგებია. თუმცა ლოგიკურია, ჯერ შენ წინ მყოფს გაუსწრო და შემდეგ იფიქრო საუკეთესოებთან გათანაბრებაზე...
- ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველას, ვინც რაგბის თამაშობს. ზოგმა ადრე დაიწყო, ზოგმა შედარებით გვიან. ეს სპორტია და უძლიერესი იმარჯვებს, მაგრამ საქართველოს მსგავსად, ჩვენც ვისწრაფვით საუკეთესოებისკენ, რომლებიც ჯერჯერობით ჩვენი პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში არიან!

- ალბათ, რუსეთშიც ბევრი გააკვირვა თქვენმა სიტყვებმა, თითქოს სასაცილო იყოს შედარება ქვეყანასთან, რომლისთვისაც მხოლოდ ერთადერთხელ - 26 წლის წინ გაქვთ მოგებული!
- ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ბიჭებმა მეტი უნდა ივარჯიშონ! წლების განმავლობაში ვვარჯიშობდი ძიუდოში და ყველამ ვიცოდით, რომ გორში მთელი საბჭოეთის მასშტაბით საუკეთესო საჭიდაო სკოლა იყო, რომ საქართველოდან ყოველთვის უძლიერესი ფალავნები ჩამოდიოდნენ. ვიცოდით და მერე რა? ის, რომ თუ გამარჯვება გინდა, მეტი ივარჯიშე! ასე რომ, ეს სტატისტიკა სტიმული უნდა იყოს ჩვენი მორაგბეებისთვის - მეგობრებო, მეტი ივარჯიშეთ და უკეთ მოემზადეთ, რათა ტოლ-სწორად ეთამაშოთ არა საქართველოს, არამედ პლანეტის უძლიერეს გუნდებს, ხოლო საქართველო მოიგებს თუ რუსეთი, ამას თამაში გამოაჩენს.


alt "ბორჯღალოსნებისა" და რუსების ჩხუბები, ჯახების ისტორია და სტატისტიკა [VIDEO]

altrugger.info. რუსეთი - საქართველო. მილტონ ჰეიგის დევიზი: ყველანი თამაშობენ, ჩვენ ვვარჯიშობთ!

altსაქმე სახუმაროდ არ გვაქვს - რას წერს რუსეთის რაგბის ფედერაცია "ბორჯღალოსნებთან" მატჩის წინ

altეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან

მკითხველის კომენტარები / 21 /
რუსებისთვის რაგბი ისევეა როგორც ჩვენთან ყინულის ხოკეი:)ეს მტკიცდება სტადიონზე მისული ხალხით.
Ghgghj
19 მარტი 2019 03:22
0
ამას ეს ოვალი ბურთი ერთადგილას უნდა შეტენო.როგორც ჩვენმა ლომ-ბიჩებმა გააკეთეს დხეს.საქარტველოს გაუმარჯოს... რუსეთი ოკუპანტია
geno
17 მარტი 2019 23:49
1
და საერთოდ რატომ იღებთ ამ ტიპისგან ინტერვიუს? რაში გვაინტერესებს რომელიღაც ჩამორჩენილი სარაგბო ქვეყნის ჩინოვნიკის განცხადებები?
-_-
17 მარტი 2019 15:23
1
ყველაფერი კარგად გავიგეთ, ახსა განმარტება არაა საჭირო. ჩამოვლენ ჩვენი ლომები და ჩაგაყოფინებენ სიფათს შენ გადაფურთხებულში. ამას გპირდები.
Geo_Dinamo
16 მარტი 2019 11:57
0
რუსებისგან არ არის გასაკვირი.ესენი გამოირჩევიან შოვინიზმით,ყოველთვის ფიქრობდნენ,რომ ქართველებზე ჭკვიანი და ძლერები არიან.ამ ჩვევას არც მოროზოვმა უღალატა.თურმე როგორ შეიძლება,რომ რუსმა გაუტოლდეს ქართველს???
გიოშა
16 მარტი 2019 06:10
1
დიმიტრი შენ უკვე საქართველოს შეურაწყოფა მიაყენე და არ ეცი პატივი როგორც ძლოერს ძლოერთა შორის და არ გიშველის ეხლა სიტყვების ფარული თამაში რომ ვითომ საქართველო გიყვარს თურმე ამიტომ მომიკითხე შენებიდან დედა და ოჯახში ყველა!
T.q
16 მარტი 2019 02:36
2
სოსო კვერი ხარ
geno
16 მარტი 2019 01:11
2
ჩვეულებრი რუსია. თან მე მგონი თავის სფეროში გაურკვეველი უცოდინარია, ალაბთ ვერ აცნობიერებს რომ ახალგაზდები უნდა მოდიოდნე ისეთი ვინც წარმატებულ გზას დაადგებიან. ჩვენ შემთხვევაში გააგრძელებენ და უფრო შორს წავლენ. ჩვენმა ახალმა თაობამ რომლებმაც უკვე შეძლეს ისეთი გრანდების დამარცხება როგორიცაა არგენტინა, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი და ეს დიდი გამოცდილებაა.
la.))
16 მარტი 2019 00:28
1
როგორც ახლა განმარტავს,ზუსტად ისე გავიგე.ვერც ჩვენ დავეწევით ზელანდიას,მაგრამ ჰეიგი სწორედ იმიტომ მოიყვანეს,რომ სამხრეთული თამაშის სტილი დაენერგა.ისიც ვექტორს გულისხმობდა და საწყენად, ნამდვილად არ მიმიღია.
სოსო
15 მარტი 2019 20:04
33
რუსეთი ოკუპანტია
giorgi
15 მარტი 2019 19:57
1
გენათალე სენა. პარლიოტო.
Odala
16 მარტი 2019 02:11
13

სიახლეები პოპულარული